მნიშვნელოვანი სიახლეები
10 რამ რაც შეიძლება არ იცოდეთ უილიამ შექსპირზე

10 რამ რაც შეიძლება არ იცოდეთ უილიამ შექსპირზე

იცოდით, რომ ზოგის აზრით ინგლისელთა საყვარელი მგოსანი არასდროს არსებობდა? ერთ–ერთი თეორიის თანახმად ლიტერატურული შედევრები, რომლებიც შექსპირს მიეკუთვნება დაწერა ედვარდ დე ვერმა, ოქფორდის გრაფმა. გაეცანით საინტერესო ფაქტებს შექსპირის სიცოცხლესა და მემკვიდრეობაზე.

1)      შექსპირის მამა მრავალ ადგილას მუშაობდა. ერთი პერიოდი მას ფულს იმაშც კი უხდიდნენ, რომ ლუდით დამთვრალიყო.

დაქირავებული ფერმერის შვილი, ჯონ შექსპირი, იყო, სხვა არაფერი თუ არა, მოუსვენარი ადამიანი. ის ჩავიდა სტრათფორდ–აფონ–აივონში 1551 წელს და სხვადასხვა ვაჭრობაში ცადა ბედი. ჰყიდდა ტყავის საქონელს, მატყლს, ქერს და ხორბალს. 1556 წელს ის დანიშნეს „ლუდის ტემსტირებლად“. რაც ნიშნავდა, რომ უნდა გაესინჯა ხორბლის და ქერის ლუდი. შემდგომ წელს ის დაქორწინდა მერი არდენზე და სოციალურ კიბეზე წინ წაიწია. მისი ცოლი იყო მდიდარი ფერმერის ქალიშვილი, რომლის მსახურიც ადრე მამამისი იყო. ჯონი მოგვიანებით მევახშეც გახდა და ქალაქის სამმართველოში რამოდენიმე თანამდებობაც ეკავა, სტრათფორდის მერსაც კი ემსახურებოდა. 1570 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო ვალებში ჩავარდა და კანონთან პრობლემები შეექმნა.

undefined

2)      შექსპირი დაქორწინდა თავისზე უფროს ქალზე, რომელიც იმ დროისთვის სამი თვის ფეხმძიმე იყო

1582 წლის ნოემბერში 18 წლის შექსპირი დაქორწინდა ანა ჰეთვეიზე, ფერმერის ქალიშვილზე, რომელიც რვა წლით უფროსი იყო მასზე. ქორწილი ნაჩქარევად ჩატარდა, რაც მიანიშნებდა, რომ ანას ფეხმძიმობა შესამჩნევი ხდებოდა. ქორწილიდან ექვსი თვის შემდეგ შექსპირს ქალიშვილი გაუჩნდა, სახელად სუსანა. ამას მოყვნენ ტყუპები ჰამლეტი და ჯუდიტი 1585 წლის თებერვალში. ცოტა რამ არის ცნობილი შექსპირის და ანას ურთიერთობაზე, გარდა იმისა, რომ ხშირად ცხოვრობდნენ განცალკევებით და უილიამმა მას ანდერძით „მისი მეორე საუკეთესო საწოლი“ დაუტოვა.

3)      შექსპირის მშობლები და შვილები სავარაუდოდ გაუნათლებლები იყვნენ

არავინ იცის დაზუსტებით, მაგრამ დიდია შესაძლებლობა, რომ ჯონ და მერი შექსპირმა არ იცოდნენ წერა–კითხვა, როგორც ელიზაბეტის დროს ეს იყო მათი სტანდარტის ხალხისთვის მიღებული. ზოგი ვარაუდობს, რომ ჯონის სახელმწიფო სამუშაოსთვის დასჭირდებოდა ელემენტარული განათლების სწავლა, მაგრამ ის ხელის მოწერის მაგივრად ყოველთვის ნიშანს ტოვებდა. უილიამი მისგან განსხვავებით დადიოდა სტრადფორდის ადგილობრივი გრამატიკის სკოლაში, სადაც ისწავლა წერა–კითხვა და ლათინური. მისი მეუღლე და შვილებიც სავარაუდოდ ასევე გაუნათლებლები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა სუსანას შეეძლო ხელის მოწერა.

4)      არავინ იცის თუ რას აკეთებდა შექსპირი 1585–დან 1592 წლამდე

მისი ბიოგრაფებისდა სამწუხაროდ, შექსპირი არ ჩანს ისტორიულ წყაროებში 1585 წლიდან, როცა მისი ტყუპები მონათლეს, სანამ 1592 წელს დრამატურგმა რობერტ გრინმა თავის პამფლეტში არ გამოაცხადა „ახლადგამოჩეკილ გამდიდრებულ ყვავად“. ასეთი შეურაცხყოფა უკვე მიანიშნებდა, რომ მან ამ დროისთვის ლონდონის თეატრში მოიპოვა გარკვეული სახელი. მაინც რას აკეთებდა ეს სახელგანთქმული მეუღლე, მამა და პოეტი ამ „გაუჩინარებისას“? ისტორიკოსების ვარაუდით ის მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, სწავლობდა იურიდიულზე, იმოგზაურა ევროპაში ან შეუერთდა მსახიობთა მოსიარულე დასს, რომელიც სტრეთფორდზე გავლით იყო. მე–17 საუკუნის ჩანაწერებით, ის სახლში დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ადგილობრივი პოლიტიკოსის მიდამოში დაიჭირეს ირემზე უკანონო ნადირობისთვის.

5)      შექსპირის დრამებში წარმოდგენილია ნაცნობი ტერმინების პირველი მაგალითები და წყაროები

ითვლება, რომ უილიამ შექსპირმა გავლენა მოახდინა ინგლისურ ენაზე ისე, როგორც არც ერთმა სხვა მწერალმა. მან პოპულარიზაცია გაუწია და შექმნა ბევრი ტერმინი თუ ფრაზა, რომლებიც დღესაც გამოიყენება ინგლისურ ენაში. ამ სიტყვებში შედის ‘fashionable’ (ტრიოლოსი და კრესიდა), ‘sanctimonious’ (ზომა ზომისთვის), ‘eyeball’ (ზაფხულის ღამის სიზმარი),’lackluster’ (როგორც გენებოთ), ‘feregone conclusion’ (ოტელო), ‘in a pickle’ (ქარიშხალი), ‘wild goose chase’(რომეო და ჯულიეტა) და ‘one fell swoop’ (მაკბეტი). მან ასევე გამოიგონა ახალი სახელები, როგორიცაა ოლივია, მირანდა, ჯესიკა და კორდილია, რომლებიც წლების განმავლობაში პოპულარული გახდა (განსხვავებით ნერისასა და ტიტანიასი, რომლებიც არ არიან პოპულარული სახლები).

6)      ჩვენ სავარაუდოდ შექსპირის სახელს სწორად არ ვწერთ – მაგრამ არაუშავს, არც მას შეეძლო

შექსპირის დროინდელი წყაროების მიხედვით ის თავის სახელს 80 სხვადასხვა გზით წერდა. ‘Sheppere’–ით დაწყებული‘Shaxberd’–ით დამთავრებული. ჩვენამდე მოღწეულ ხელმოწერებში პოეტი არასდროს წერდა თავის სახელს ‘William Shakespeare’–ად, ხშირად იყენებდა ვარიაციებს და აბრივიატურებს როგორიცაა ‘Willm Shakp’, ‘Willm Shakspere’ და ‘William Shakspeare’. მიუხედავად ამისა, მისი გვარი იწერება‘Shakespeare’ და ვარაუდობენ ის უნდა წარმოდგებოდეს ძველი ინგლისური სიტყვებიდან ‘schakken - to brandish’ (დამუქრება)და ‘speer - spear’ (შუბი). სავარაუდოდ ასე ეძახდნენ მოჩხუბარ ან მოკამათე ადამიანს.

7)      შექსპირის ეპიტაფია სამარხის მძარცველს წყევლის

უილიამ შექსპირი გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს, 52 წლის ასაკში – რაც არც ისე ცუდი ასაკი იყო იმ პერიოდისთვის, სადაც საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 30–დან 40 წლამდე შეადგენდა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, თუ რამ მოკლა ის. მისი ნაცნობის ჩანაწერების მიხედვით, მეგობარ დრამატურგ ბენ ჯონსონთან ერთად ლოთობის შემდეგ, პოეტმა თავი ცუდად იგრძნო და წამოვიდა. მიუხედავად ცუდად ყოფნისა, შექსპირმა მოასწრო თავისი საფლავისთვის ეპიტაფიის დაწერა, რომელიც განთავსებულია სტრათფორდის ეკლესიაში. რათა ხელი შეეშალა იმ დროის ინგლისში მრავლად მოთარეშე საფლავების მძარცველებისთვის. წარწერაში იკითხება: „კეთილო მეგობარო, ღვთის გულისათვის, თავი შეიკავე, / და არ გათხარო მტვერი ჩემს სიახლოვეს. ნეტარ არს კაცი, ვინც შეიბრალებს ამ ქვებს, / ხოლო წყეულიმც იყოს ის, ვინც ჩემს ძვლებს შეეხება.“ როგორც ჩანს ამ წყევლამ გაამართლა, რადგან მისი საფლავი დღემდე ხელშეუხებელია.

8)      შექსპირი ატარებდა ოქროს საყურეს – ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ

ჩვენამდე მოღწეულმა უილიამ შექსპირის პორტრეტებმა, რომლებმაც მოაღწიეს მე–17 საუკუნით თარიღდება და სავსებით შესაძლებელია არც წარმოადგენდნენ მის ზუსტი გამოსახულებას. ყველაზე ცნობილი სურათია ჩანდოს პროტრეტი, რომელზეც გამოსახულ პიროვნებას აქვს წვერები, ნახევრად შეჭრილი თმები, ყელთან შეხსნილი პერანგი და ოქროს საყურე მარცხენა ყურზე. შექსპირის დროს კაცისთვის საყურის ტარება ბოჰემური ცხოვრების სტილზე მიანიშნებდა, როგორც ეს ჩანს ელიზაბეტის დროინდელი ხელოვანების გამოსახულებებში. ეს მოდა სავარაუდოდ მეზღვაურებმა დაამკვიდრეს, რომლებიც ოქროს საყურეს ატარებდნენ იმ შემთხვევისთვის თუ ზღვაში დაიღუპებოდნენ საყურით თავიანთი დამარხვის ფულს იხდიდნენ.

9)      200 მილიონი ჩრდილო ამერიკული შოშია შექსპირის წყალობით გადარჩა

უილიამ შექსპირის შრომები შეიცავს 600–ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჩიტის შესახებ ცნობებს. გედით დაწყებული, მტრედით და ბეღურით გაგრძელებული და ინდაურით დამთავრებული. შოშიები – მიმიკრიის ნიჭის მქონე მშვენიერი მგალობლები, რომლებიც წარმოშობით არიან ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნებიდან – „ჰენრი IV–ის“ პირველ ნაწილში გვხდებიან. 1890 წელს ამერიკელმა „შექსპირმოყვარემ“ სახელად იუჯინ შიფელინმა გადაწყვიტა შეერთებულ შტატებში ჩამოეყვანა ყველა ის ჩიტი, რომელიც შექსპირთან იყო ნახსენები და არ იყო ამერიკაში. ამ გეგმის ნაწილს წარმოადგენდა 60 შოშიის ორი გუნდი გაეშვა ნიუ ორკის ცენტრალურ პარკში. ას ოცი წლის შემდეგ ჩიტებმა დაიპყრეს ამერიკის ცა და სხვა ჩიტები გადაშენების საფრთხეშიც კი ჩააგდეს.

10)  ზოგი ფიქრობს, რომ შექსპირი ერთი დიდი ტყუილია

როგორ შეძლო ერთმა პროვინციონელმა რიგითმა კაცმა, რომელსაც არ უსწავლია კოლეჯში, გამხდარიყო უნიჭიერესი მჭერმეტყველი და მსოფლიო მნიშვნელობის მწერალი ისტორიაში? თავისი კარიერის დასაწყისშიც კი, შექსპირი თხზავდა ისტორიებს, რომელიც მოითხოვდა ღრმა გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპის დედაქალაქების და ისტორიების ცოდნას. ასევე, სამეფო დარბაზის და მაღალი საზოგადოების ეტიკეტში გარკვევას. ამის გამო, წამოყენებულ იქნა თეორია, რომ ერთი ან რამოდენიმე ავტორი თავისი სახელის დასამალავად იყენებდა უილიამ შექსპირს პიროვნებას. ამ სავარაუდო კანდიდატურებში შედიოდა ედვარდ დე ვერი, ფრანცის ბეკონი, ქრისტოფერ მარლოუ და მერი სიდნეი ჰერბერტი. ლიტერატურის თეორიტიკოსებისა და მკვლევარების უმეტესობა ეჭვით თვალით უყურებს აღნიშნულ თეორიებს. თუმცა, საკმაოდ ბევრი იზიარებდა აზრს, რომ შესაძლოა შექსპირი ხანდახან თანაავტორობით მუშაობდა რამოდენიმე დრამატურგთან.