მნიშვნელოვანი სიახლეები
100 მილიონ გირვანქად ღირებული ლეონარდო - ბრიტანელი თაღლითი აცხადებს, რომ მან მსოფლიო  გაასულელა

100 მილიონ გირვანქად ღირებული ლეონარდო - ბრიტანელი თაღლითი აცხადებს, რომ მან მსოფლიო გაასულელა

 

ხელოვნების სამყაროსთვის ეს ძალიან მტკინვეული საკითხია.  არის თუ არა La Bella Principessa — ცარცსა და მელანში შესრულებულიელეგანტური პროფილი, რომელიც თავადის ქალს ეკუთვნის - არის თუ არა მე–15 საუკუნის შედევრი, რომელიც ღირს 100 მილიონი გირვანქა? თუ ეს არის 1978 წლის სალის სკეტჩი, რომელიც ბოლტონში საკმაო გავლენა ჰქონდა?

თუ დავუჯერებთ შაუნ გრინჰალგს, გასული საუკუნის ერთ-ერთ ცნობილ გამყალბებელს, La Bella Principessa არის წმინდა წყლის ნაყალბევია, რადგან, მისი მტკიცებით, იგი დახატულია მის მიერ.  

undefined 

54 წლის გრინჰალგი, რომელიც ახლა სხვა საქმიანობით არის დაკავებული, 2007 წელს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ოთხი წლით და რვა თვით, მას შემდეგ რაც პოლ გოგენისა და რომაული ანტიკვარული ნივთების გაყალბებების სერიაში ამხილეს.

როცა ის დააკავეს, იმ მომენტში იგი მორიგ ნაწარმოებს აყალბებდა მშობლებთან ერთად, რომლებიც ხატვის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ მეტწილად მთელ საქმეს თავად გრინჰალგი ასრულებდა.  

გასულ კვირას გამოცემულ თავის ავტობიოგრაფიაში, იგი აცხადებს, რომ მან გააყალბა ყველა პერიოდისა და სტილის ხელოვნების ნიმუშები - დაწყებული ფრანგი იმპრესიონისტებიდან, დამთავრებული მოდერნისტი მოქანდაკეებით.

2010 წელს, მისი სასამართლოს შემდეგ, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმმა გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოადგინა გამყალბებელის ნამუშევრები და ნათელი მოჰფინა არტ დანაშაულს.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა - თუ ეს მართალია - მისი ყველაზე დიდი აფიორა უნდა იყოს და ვინჩის ახალგაზდა თავადი ქალის პორტრეტი. შესრულების ტექნიკა და დეტალები ისე დახვეწილი და ოსტატურია, რომ წამყვან ექსპერტებსაც კი აერიათ ნამდვილ ლეონარდოში.   

როგორც გრინჰალგი ამბობს: "ეს ნახატი მე დავხატე 1978 წელს." ტილოს დაძველებისთვის მან იყიდა იმავე პერიოდის გრაგნილი. საფუძვლად გამოიყენა  ძველი ვენეციური სკოლის დაფა, ხოლო მელნისთვის მიმართა ძველრომაულ რეცეპტებს. და აი ასეთი მომზადების შედეგად, მან შექმნა ლეონარდოსეული შედევრი. ასეთი მომზადების გაშიფრვა ძნელი საქმეა. პარიზში გაგზავნილმა, სურათიდან აღებულმა ცარცის ანალიზმა დაადასტურა, რომ ამ ცარცის ასაკი სულ ცოტა 250 წელია. ამის პასუხად, გრინჰალგი აცხადებს, რომ ყველა მისი ინგრედიენტი (პიგმენტი იქნება ეს თუ ჩარჩო), აღებულია საუკუნოვანი ბუნებრივი წყაროებიდან. ნივთების დაძველებაში ის გენიოსი აღმოჩნდა. მაგალითად, ანგლო-საქსონური ბროშის გაყალბების მიზნით, მან ათასჯერ გახსნა-დახურა, ცდილობდა მრავალმხრივი გამოყენებისთვის მიებაძა.

ლეონარდოს ამ კონკრეტული ნაწარმოების ისტორია ბუნდოვანია. ჩანაწერების მიხედვით, La Bella Principessa დღის შუქზე გამოვიდა მხოლოდ 1998 წელს, როცა ის გაიყიდა კრისტის აუქციონზე ნიუ იორკში ვინმე ჯინ მარჩიგის, ცხოველთა უფლებების დამცველის აქტივიტის, მიერ. მან გაყიდა თავისი ბოლო ქმრის, მხატვარ ჯანინო მარჩიგის კოლექცია, სადაც შედიოდა ეს ნამუშევარიც და ქალმა ივარაუდა, რომ უნდა ყოფილიო მე–15 საუკუნის იტალიური სკოლა. მისი მტკიცებით, ეს სურათი მისი ქმრის კოლექციაში მოხვდა 1955 წლიდან, გრინჰალგის დაბადებამდე 6 წლით ადრე.

ფრენსის ბორნი, კრისტის სააუქციონე სახლის ექსპერტი, არ იყო აღფრთოვანებული ამ ტილოთი. მან ეს ნახატი კატალოგში შეიყვანა მე–19 საუკუნის, დავინჩის სკოლის გერმანულ ასლად და გაყიდა 14 500 გირვანქად. 2007 წლიდან, პიტერ სილვერმანმა, კანადელმა, რომელიც ფლობს ამ ნამუშევარს და  დარწმუნებული იყო რომ ეს ორიგინალი ლეონარდოა,  უარი თქვა შემოთავაზბეულ 53 მილიონ გირვანქაზე. 2010 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ კემპმა მონოგრაფიაც კი დაწერა ამ ნახატთან დაკავშირებით, სადაც ის ცდილობდა არგუმენტებით დაესაბუთებინა, რომ ნახატის ტექნიკა, დეტალები, მასალები, ფორმა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო. 

ერთი რამ უდავოა: გრინჰალგი არის ნიჭიერი გამყალბებელი, რომელსაც დაბალი მორალური ღირებულებები გააჩნია. ერთხელ ბიბლიოთეკაში წააწყდა წიგნს, რომელმაც ბრწყინვალე იდეა მიაწოდა: ეს იყო წიგნი დაკარგულ შედევრებზე. მოკლედ, რომ ვთქვათ, მას შეუძლია პრაქტიკულად ყველაფრის ასლი შექმნას. თავის დროზე მან ეგვიპტური ალებასტრის სკულპტურა გააყალბა და მოატყუა სოტბისა და ბრიტანული მუზეუმის ექსპერტები. ამისთვის, მან სერიოზული, დეტექტიური შრომა განახორციელა. შეიძნა 1892 წლის გაყიდვების კატალოგი,  სადაც წააწყდა ბუნდოვან აღწერას  ქალის დრაპირებული ფიგურის, 5 მარმარილოს ქანდაკებისა და რვა ეგვიპტური ფიგურის შესახებ. გრინჰალგმა თავისი ნამუშევარი, ამარნას პრინცესა, "გაასაღა" როგორც ერთ-ერთი  ამ რვა ფიგურიდან. მოხერხებულმა თაღლითმა იცოდა, რომ შეიძლებოდა არ დაეჯერებინათ, რადგან შეერთების კვალი ჩანდა. ამიტომ, როცა „შემთხვევით დაუვარდა“ ფიგურის ნატეხები, მიაწება არალდიტის სუპერ წებოთ. ყველაფერი თავის ადგილზე ჩაჯდა. ქანდაკება ბოლტონის მუზეუმმა  შეიძინა 440 000 გირვანქად 2003 წელს.

ასეთი მრავალმხრივი ისტორიის ფონზე დასმული შეკითხვა მოითხოვს პასუხს. არის თუ არა ლეონარდოს "La Bella Principessa" ორიგინალი, ეს ექსპერტებმა კვლევებით უნდა დაადასტურონ.