მნიშვნელოვანი სიახლეები
12 ბიბლიური სიმბოლო ანდრეი რუბლიოვის „სამებაში“

12 ბიბლიური სიმბოლო ანდრეი რუბლიოვის „სამებაში“

იმპროვიზაცია სარისკო საქმეა. შეიძლება ერესში დაგდონ ბრალი. თუმცა "სამება" – საეკლესიო კანონების დარღვევის ნათელი მაგალითია. ნაცვლად აბრაამის სახლში  ტრადიციული მრავალფიგურიანი ტრაპეზის სცენისა, ანდრეი რუბლიოვმა სამი ანგელოზის საუბარი სამყაროს გადარჩენის შესახებ გამოსახა. დღეს ხატი ითვლება შედევრად, ხოლო მისი ავტორი წმინდანთა დასშია შეყვანილი.

 

1) ფიალაიგი კომპოზიციის ცენტრია – ქრისტეს იმ ტანჯვის სიმბოლო, რაც მან გადაიტანა კაცობრიობის ცოდვის გამოსახსნელად (ამ ფიალაში იქნება დაგროვებული ჯვარზე გაკრული ქრისტეს სისხლი). გვერდითა ანგელოზების ფიგურათა კონტურებიასევე იმეორებენ ფიალის მოხაზულობას.

2) ხბოს თავი. ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის სიმბოლო.

3) მამა ღმერთი. გერმანელი ხელოვნებათმცოდნის, ლიუდოლფ მიულერის სიტყვებით, „მამა როგორც „ყველაფრის საწყისი და დასაწყისი“, როგორც თანაბართ შორის პირველი, ატარებს ძალაუფლების ნიშნებს: გარდა ცენტრში დგომისა, ესა მისი მეწამული ფერის სამოსი და ოქროსფერი მოსაცმელი, რომელიც მოგდებულია მარჯვენა მხარზე“.  მარცხნივ მდგომი ანგელოზისკენ, სულიწმინდისკენ, გადახრილი მამა ღმერთი, თითქოს კითხვას სვამს, რომელიც გაიგონა წინასწარმეტყველმა ესაიამ: „ვინ გამოვაგზავნო? და ვინ წავა ჩვენთვის [ცოდვის გამოსახსნელად]?“ იმავდროულად მას ფიალისკენ მიაქვს ორი თითი კურთხევის ნიშნად.  

4) ლაჟვარდისფერი სამოსებიმამა ღმერთის არამიწიერი ყოფის ნიშანი(როგორც სამების დანარჩენი წევრების).  

5) სკიპტრაძალაუფლების სიმბოლო (მაგიდაზე მსხდომს ყველას აქვს).

6) ხეტრადიციულ იკონოგრაფიაში ეს იყო მამრეს მუხა, იგივე აბრაამის მუხა, რომლის ქვეშაც ისვენებდა აბრაამი. რუბლიოვთან მუხა გადაიქცა სიცოცხლის ხედ, რომელიც ღმერთმა ედემში დარგო.

7) სულიწმინდა.მამა ღმერთის კითხვის პასუხად, სულიწმინდა მზერას მიაპყრობსდა  მარჯვენა ხელს იშვეს მოპირდაპირე მხარეს მჯდარი ანგელოსისაკენ, ანუ ძე ღმერთისკენ. ეს ამავდროულად არის როგორც კურთხევის ჟესტი, ასევე უზენაესი ბრძანებაც.როგორც მიტროპოლიტი ილარიონი წერდა (XI საუკუნე), სულიწმინდას სურს რომ ძე წავიდეს ამ გზით, ამასთან აკურთხევს მას.

8)ალისფერი სამოსები. ეს არის ბიბლიური სიუჟეტის ალუზია, როცა სულიწმინდა  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებზე.

9) შენობა. წარმოადგენს ქრისტიანული ტაძრის სიმბოლოს, რომელიც სახელდება როგორც სულიწმინდის სახლად.

10) ძე ღმერთიმისი მორჩილად დაშვებული თავი და მზერა, რომელიც მიმართულია სამსხვერპლო ფიალისკენ, მოწმობს მის მზადყოფნას აღასრულოს დაკისრებული მისია. ქრისტეს მარჯვენა ხელი უკვე  მზად არის, აიღოს ტანჯვის ფიალა. კულტუროლოგი ვადიმ ლანკინი მიიჩნევს, რომ მის ფიგურაში შეიძლება შევნიშნოთ ადგომის სურვილი.  თითქოს აი ადგება და შემოვა მიწიერ სამყაროში.

11) მწვანეფერის ჰემატიონი (ქიტონს ზემოდან მოსაცმელი) — იმ მიწიერი სამყაროს გამოხატულება, სადაც ქრისტე უნდა მოვიდეს. ლაჟვარდისფერისა და მწვანის შეხამება ქრისტეს სამოსში ასახავს მისი ორბუნებიანობის სიმბოლოს: ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების გამოხატულებაა.

12) მთაესაა დაცემული ქვეყნის გამოსყიდვის სიმბოლო, გოლგოთას პირველსახე. ხელოვნებათმცოდნე ვლადიმერ ფროლოვის აზრით, მომრგვალებული კომპოზიცია „სამება“ექვემდებარება წრის იდეას, რომელსაც მარადიულობის, სიყვარულისა და ღვთაებრივი სამების სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რუბლიოვთან მისი აგების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გამოსახულება არ ჯდება წრეში, როგორც ეს იტალიურ ხელოვნებაშია, არამედ თავად ფიგურები ქმნიან წრეს.

 

ძველ აღთქმაში არის თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო სტუმრად წინაპარმა აბრაამმა ანგელოზები.  შუადღისას 99 წლის აბრაამი იჯდა თავისი კარვის წინ, მამრეს მუხის ქვეშ. უცებ მან დაინახა ბილიკზე მომავალი სამი მოგზაური. მათში სწრაფად ამოიცნო ღმერთი და ორი ანგელოზი. მასპინძელმა შემოიპატიჟა მგზავრები თავის კარავში. მონებმა სტუმრებს ფეხები დაბანეს, ხოლო აბრაამის ცოლმა, სარამ, გამომცხვარი პური მიართვა. თავად სახლის პატრონმა კი საუკეთესო ხბო დაუკლა. ტრაპეზის დროს ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, რომ ერთი წლის შემდეგ მას ვაჟი შეეძინებოდა, რომელსაც უკან გაჰყვებოდა იუდეველები – „დიდი და ძლიერი“. ქრისტიანობაში ამ სიუჟეტმა მიიღო ასეთი სახელი _ „აბრაამის მასპინძლობა“. იგი იყო ინტერპრეტირებული ცოტა სხვაგვარად: აბრაამს გამოეცხადა არა ღმერთი იაჰვე და მისი ორი ანგელოზი, არამედ თავად სამება: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა.  და არა მგზავრების სახით, არამედ ანგელოზების სახით. ამიტომ აბრაამის სახლში ტრაპეზს ქრისტიანები უწოდებენ „ძველი აღთქმის სამებას“. ეს სიუჟეტი ძალიან პოპულარული იყო  შუა საუკუნეების ხატმწერებში: სამი ანგელოზი, აბრაამი და სარა, წინ გაშლილი სუფრა, მსახური და დაჭრილი ხბო. XV საუკუნის დასაწყისში ამ თემას მიმართა ანდრეი რუბლიოვმაც: მას მოსთხოვეს დაეწერა სამების ხატი წმინდა სერგის სამების ლავრისათვის (ამჟამად ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში).  თუმცაღა მას უჩვეულო ქმნილება გამოუვიდა. რუბლიოვმა უარი თქვა გამოესახა ყოფითი დეტალები და მთელი ყურადღება გადაიტანა ანგელოზების ფიგურებზე, რომელიც ასახავენ სამებას. მხატვარმა გამოხატა ისინი საუბრის პროცესში: ეს ქვეყანა ჩაეფლო ბოროტებაში, ვის გავგზავნით და ვინ იტვირთავს ტანჯვას კაცობრიობის ცოდვების გამოსახსნელად? ამ კითხვას უსვამს ცენტრალური ანგელოზი (მამა ღმერთი) მარცხენა ანგელოზს (სულიწმინდას). „მე წავალ“ – პასუხობს მარჯვენა ანგელოზი, ქრისტე. ასე, ჩვენს თვალწინ, იშლება ადამიანთა გამოსახსნელად მსხვერპლის შეწირვა. პეტერბურგელი ხელოვნების ისტორიკოსი ვლადიმერ ფროლოვი დარწმუნებულია, რომ რუბლიოვს სურდა სამყაროს შექმნის მარადიული  კანონის ამოხსნა – ღვთიური სიყვარულის თავგანწირვა. „დამატებითი დეტალების არარსებობა უფრო მეტად ხსნის ამ ჩანაფიქრს და მნახველიც არ კარგავს დროს ბიბლიური სიუჟეტის შინაარსზე“ – ამბობს მკვლევარი.