მნიშვნელოვანი სიახლეები
15 სიმბოლო, რომელიც დაშიფრულია პოლ გოგენის ყველაზე ცნობილ ტილოში

15 სიმბოლო, რომელიც დაშიფრულია პოლ გოგენის ყველაზე ცნობილ ტილოში

როგორც კი პოლ გოგენმა დაამთავრა ნახატი „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? სად მივდივართ?“, მაშინვე აიღო შხამით სავსე კოლოფი და გაემგზავრა მთებში, რათა იქ მომკვდრიყო.

ტილოს „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? სად მივდივართ?“ გააჩნია ერთი თავისებურება: ის „იკითხება“ არა მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ მარჯვნიდან მარცხნივ, მსგავსად კაბალისტიკური ტექსტებისა, რომლითაც ინტერესდებოდა გოგენი.

undefined

1)   მძინარე ბავშვი სიმბოლიზირდება ადამიანურ სულთან მის მიწიერ ხორცშესხმამდე.  ხელოვნებათმცოდნე მარინა პროკოფიევას სიტყვებით, „გოგენი იყო მისტიკოსი, თეოსოფიით გატაცებული და თვლიდა, რომ ადამიანური სულები დედამიწაზე მოსვლამდე იმყოფებიან ჩვილის ნეტარებაში ზეცაში“. 

undefined

2)     ძაღლი — უბედურების სიმბოლო, რომელიც ადამიანს მიწაზე ელოდება.

undefined

3)    სამი ქალი სიმბოლიზირდება ადამიანის სულისხორციელ გარსში ყოფნის პირვე სტადიასთან, სანამ მასში გაიღვიძებს თვითშემეცნებისკენ სწრაფვა. „ეს ქალები  არ არიან ჩაფლულნი თვითჩაღრმავების პროცესში, არამედ უაზროდ მიეცნენ მატერიალური ყოფითი სიხარულის განცდას“ – შენიშნავს მარინა პროკოფიევა.  

undefined 

4)    მამაკაცი, რომელიც სიკეთისა და ბოროტების ხიდან კრეფს ნაყოფს – წარმოადგენს ადამიანში მსოფლიო საიდუმლოებათა შეცნობისკენ სწრაფვის გამოღვიძების სიმბოლოს. როგორც თეოსოფი, გოგენი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო საიდუმლოებათა წვდომა ადამიანში თავიდანვე არის ჩადებული. მაგრამ ზოგიერთში ის იღვიძებს, ზოგიერთში კი – არა.

undefined

5)    თავზე ხელშემოჭდობილი ფიგურა განასახიერებს ადამიანის სულის განვითარების მეორე ეტაპს, როცა ის სასოწარკვეთილებაში ვარდება ყოფის „წყეულ კითხვებზე“ პასუხის პოვნის შეუძლებლობის გამო.

 undefined

6)    ორი წითელი ფერის ფიგურა.„გოგენის ნახატზე ისინი განასახიერებენ სულიერი განვითარების მესამე საფეხურს“ – გვიყვება მარინა პროკოფიევა – „იმ ეტაპს, როცა ადამიანი იძენს  ანალიზის უნარს“.

undefined

7)    ჩიტი— ესაა სულირი გზის გამომხატველი სიმბოლო, რომელიც გოგენმა ძველეგვიპუტური ხელოვნებიდან აიღო.

undefined

8)    შავებში ჩაცმული ქალი წარმოადგენს განვითარების უმაღლეს საფეხურზე მყოფ სულს, როცა ის აღწევს  თავისი მიწიერი ხორცშესხმის არსს.  ის მდგომარეობს იმაში, რომ  სულისათვის აუცილებელია  განსაცდელში გამოწრთობა.„შავებში ჩაცმული ქალი ძაძებშია, მაგრამ მშვიდად გამოიყურება“ – აღნიშნავს პროკოფიევა – „რამდენადაც მისთვის ცხადია, რომ იმ ტანჯვისათვის, რასაც ამ სამყაროში სულიერ გზაზე დამდგარი ადამიანები განიცდიან, ელოდება საიქიო სამაგიერო –  ბედნიერი სიმშვიდე“.

undefined

9)    წყარო — უკვდავების სიმბოლო.

undefined

10)ღვთაების ქანდაკება ასახავს აღდგომის იმედს და ზეცაში სულთა განთავისუფლებას.

undefined

11)მოზარდის ფიგურა სიმბოლიზირდება იმ სულთა განვითარების ჩანასახოვან დონეს, რომელშიც თვითშემეცნებისკენ სწრაფვა არ გახსნილა და მათთვის მხოლოდ სხეულის ცხოვრებაა ცნობილი.

undefined 

12)თხა, კნუტი და ლეკვი  — გოგენის სიტყვებით, ისინი წარმოადგენენუდარდელი არსებობის სიმბოლოებს, რომელშიც იმყოფება მატერიალური ბუნების სამეფო, მისთვის უცნობია სულიერი ძიებების ტანჯვანი.

undefined

13)შიშველი ფიგურა — გრძნობებით ტკბობის სიმბოლო, რომელსაც მისდევენ  ისინი, ვინც ცხოვრობენ მატერიალური სამყაროს კანონებით.

undefined

14)მოხუცი ქალიასახავს სიკვდილის გარდაუვალობას. „მისი განუვითარებელი სული განწირულია ამორფული არსებობისათვის „  – შენიშნავს მარინა პროკოფიევა – „არ ეცოდინება ტანჯვა, მაგრამ ვერც სიხარულს გაუგებს გემოს.“

15)ფრინველიკლანჭებიან ხვლიკზე – გოგენის სიტყვებით, ეს არის გარდაუვალი სიკვდილის საათის  სიმბოლო.

undefined

16)ნახატის ფრანგული სახელწოდება— D’ouvenonsnous? Quesommesnous? Ouallonsnous? დღეს დღეობით ნახატი დაცულია სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში (ბოსტონი, აშშ).

გოგენის ცხოვრება – ეს გაქცევაა, მანიაკალური გაქცევა ცივილიზაციისგან. პოლი დაიბადა პარიზში, მაგრამ შვიდ წლამდე იზრდებოდა ბიძასთან მამულში. მას ყოველთვის უყვარდა ეგზოტიკური ბუნება,  ზომიერი ცხოვრება და უბრალო ადამიანური ურთიერთობები. საფრანგეთი, სადაც ის დედასთან ერთად 1855 წელს დაბრუნდა,  ვერ გახდა მისი მშობლიური სახლი. სწორედ ამიტომ მხატვარს შორეულ ქვეყნებში მგზავრობა უყვარდა.

როცა მას შეუსრულდა 47 წელი (1895 წელს), გადაწყვიტა სამუდამოდ გადაბარგებული პოლინეზიაში, ტაიტიზე, სადაც უკვე იყო ნამყოფი. თუმცა ამჯერად კუნძულზე მისი ცხოვრება ვერ აეწყო. გოგენი წაეჩხუბა ადგილობრივ კოლონიალურ ადმინისტრაციას და ამიტომ ვერაფრით მოეწყო სამსახურში. დაგროვებული ფულები მალე ამოიწურა. დარჩა მხოლოდ ნახატის ხატვა და მათი საფრანგეთში გაგზავნა გასაყიდად. თუმცა მეცენატებს მაინცდამაინც არ მოსწონდათ გოგენის შემოქმედება და მხატვარი თავით ფეხებამდე ვალებში გადაეშვა. ამასთან მას დაეწყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა:  შეუსივდა ფეხები, დაუავადმყოფდა გული, აწუხებდა ეგზემა, თავს არ ანებებდა სისხლის ამოხველება. „ მე პურის ნაჭერიც არ მაქვს, – წერდა გოგენი მეგობარს, დანიელ მანფრედს, 1897 წლის შემოდგომაზე – რათა  ძალები აღვიდგინო. ამიტომ თავს წყლით ვიმხნევებ, ზოგჯერ  მანგოსა და გუავას ნაყოფს მივირთმევ, და კიდევ კრევეტებს“. გოგენს მწარე დეპრესია სჭირდა და გადაწყვიტა თავი მოეკლა. მაგრამ სიკვდილის წინ მას სურდა ბოლო ნამუშევარი შეექმნა, რომელიც  მისი სულიერი ანდერძის მაგივრად დარჩებოდა. „მე ვფიქრობ – წერდა მეგობარს მხატვარი – რომ ეს ტილო... გადააჭარბებს ყველა ჩემს ნამუშევარს... მე მასში ჩავდევი.. მთელი ჩემი ენერგია, ჩემი ვნებები“.

1897 წლის დეკემბრის ბოლოს აღნიშნული ნამუშევარი უკვე მზად იყო. ხოლო 1898 წლის იანვრის თვეში გოგენმა აიღო დარიშხნით სავსე კოლოგი და გაემგზავრა მთებში. იქ განიზრახა მან სიცოცხლესთან დამშვიდოდება. თუმცა მხატვარმა ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა: მან იმდენი დარიშხანი მიიღო, რომ შეუჩერებელი გულისრევა აიტეხა. ამან გადაარჩინა გოგენი.  შეუმდგარმა თვითმკვლელმა მთელი ღამე იწვალა, მაგრამ დილისკენ, როცა ჩაეძინა, ძალები აღიდგინა და გადარჩა. გაღვიძების შემდგომ მან სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი იგრძნო. ფსიქოლოგებისათვის ცნობილია შემთხვევები, როცა სუიციდის მცდელობა დეპრესიას კურნავდა.

1898 წელს ბედისწერამ მხატვარი დაინდო: ნახატები ნელ–ნელა იყიდებოდა, მან შეძლო სამუშაოზე მოწყობა საზოგადოებრივ საქმეთა მართვის განყოფილებაში საქმისმწარმეობლად. მთელი თავისუფალი დრო მხატვარი მოლბერტთან ატარებდა. მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: გოგენმა მთელი ციკლი შექმნა ნახატების, რომელთა თემატიკა ახლოს იყო მის „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? სად მივდივართ?, მაგრამ უკვე ახლა, მზიანი პალიტრით გაჯერებული ტონები ჭარბობდნენ.