მნიშვნელოვანი სიახლეები
13 აპრილი – მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დაარსების დღე

13 აპრილი – მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დაარსების დღე

 1866 წლის 4 ივლის პარიზში ამერიკელი ტურისტებისა და მეწარმეთა ჯგუფი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ და თან ევროპის შესანიშნავ გალერეებს განიხილავდნენ. მალე ისინი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მათ ქვეყანასაც სჭირდებოდა დიდი ხელოვნების მუზეუმი. ამ იდეის სულისჩამდგმელმა იურისტმა ჯონ ჯეიმ, აშშ–ში დაბრუნებიდან ოთხი წლის  შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია ხელისუფლებისაგან ნებართვას ნიუ–იორკში შეექმნათ მუზეუმი, რომელსაც მეტროპოლიტენ – „დედაქალაქისა“ დაარქვეს.

 ევროპული გალერეებისაგან განსხვავებით, რომელთა საფუძველსაც მონარქების მიერ შეგროვებული კოლექციები ანდა სახელმწიფოს მიერ ნაყიდი ხელოვნების ნიმუშები შეადგენდნენ, მეტროპოლიტენ მუზეუმი თავიდან ცალკეული მოქალაქეების მცდელობით ივსებოდა. მისი პირველი ექსპონატი გახსნიდან ნახევარი წლის შემდეგ, გახდა III საუკუნის მარმარილოს ანტიკური სარკოფაგი, რომელიც ტარსუსში ამერიკის ვიცე–კონსულის ებდო დებასის საჩუქარი იყო.

undefinedundefined

შემდგომ, 1871 წელს მუზეუმმა შეისყიდა ევროპელ ოსტატთა 174 ნამუშევარი, რომელთა შორისაც იყო ანტონიო ვან დეიკის, ნიკოლა პუსენის და ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოს შედევრები. სწორედ ისინი გახდა პირველი გამოფენის ექსპონატები, რომელიც 1872 წლის თებერვალში გაიხსნა. სადღეისოდ მეტროპოლიტენ–მუზეუმის ექსპონატები ხელოვნების 2 მილიონამდე ნიმუშს მოიცავს