მნიშვნელოვანი სიახლეები
8 დაკარგული ლიტერატურული ნამუშევარი

8 დაკარგული ლიტერატურული ნამუშევარი

ყოველთვის მიმზიდველია ფიქრი იმაზე, რომ ლიტერატურული ნაწარმოები გამოქვეყნების შემდეგ უკვდავებას ეზიარება. მაგრამ სამწუხარო სიმართლეა ისიც, რომ ხშირად დიდი ნამუშევრები ინტერესის მიღმა რჩებიან, ზოგჯერ – ხანძრის და დავიწყების მსხვერპლნიც. თუმცა ამ დაკარგულ ნამუშევრებში ასობით ნამუშევარი მაინც ვიცით, რომელთაც მართალია ვერ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ვიცით. ისინი შეიძლება დავაჯგუფოთ ჟანრში „დაკარგულები, მაგრამ არა დავიწყებულები“.

 undefinedundefined

1. ჰომეროსის “Margites”

„ილიადასა“ და „ოდისეას“ ავტორმა საფუძველი ჩაუყარა ბერძნულ ლიტერატურასა და სამხედრო ისტორიისადმი ეპიკურ დამოკიდებულებას. მაგრამ არისტოტელეს სიტყვებით, ჰომეროსმა შექმნა ასევე  მესამე ეპიკური ნაწარმოები “Margites,” რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომედიურ ლიტერატურას. ეპიკური ნამუშევრის თანამოსახელე მთავარი გმირი ვერ დაიკვეხნის ვერც აქილევსის სიმამაცით და ვერც ოდისევსის მოხერხებით. პირიქით, უფრო იდიოტი პერსონაჟია – როგორც პლატონი წერს: „მან ყველაფერი იცის, მაგრამ ზედაპირულად“. დიდი ბერძენი ფილოსოფოსები დიდად მოხიბლულნი იყვნენ ჰომეროსის მოშტერო პერსონაჟის იუმორით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ნამუშევრის ფრაგმენტებმაც კი, თანამედროვე მკვლევარები ეჭვობენ, რომ ჰომეროსი  ერთი პიროვნება არ იყო, არამედ პოეტური სკოლის ტრადიცია, რომელსაც მერე ხალხმა სახელი მიანიჭა და ბრმა პოეტის სახით შემოსახა.

undefined

2. იუნლეს ენციკლოპედია

1403 -07 წლებში 2 000 –ზე მეტი მეცნიერი შეიკრიბა მინგის სახელმწიფოს დინასტიის დედაქალაქ  ნანკინში რათა დაესრულებინათ უდიდესი პროექტი ჩინეთში. მათი დავალება ნაკარნახევი იყო პროგრესულად მოაზროვნე იუნლე იმპერატორის მიერ, რომელშიც წარმოადგენდა კრებულს, სადაც თავმოყრილი იყო ყველა ნააზრევი და დაწერილი ტექსტი.  საბოლოო ჯამში ხელნაწერი მანუსკრიფტი მოიცავდა 22 937 თავს, რომელიც დაყოფილი იყო 11 095 ტომად. დასრულებული პროექტი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დასაბეჭდად საკმაოდ ძვირი გამოდგა და მოგვიანებით, მინგისიმპერატორები გაჭირვებით აგრძელებდნენ მის საჯაროდ გამოქვეყნებას. ორიგინალი მანუსკრიპტი დაიკარგა მე17 საუკუნეში. 1860 წელს, მეორე ოპიუმის ომის დროს, მანუსკრიპტის ერთადერთი ასლი (რომელიც თარიღდებოდა 1567 წლით) დაიკარგა ინგლის–საფრანგეთის ძალების მიერ პეკინის გაძარცვისა და გადაწვისას. დღეს ორიგინალის 4% შემორჩენილი იმ დიდი ორიგინალი ენციკლოპედიისა.

undefined

3. აცტეკებისა და მაიას ტომის კოდექსები

დაპყრობა ჩვეულებრივ მოიცავს დაპყრობილი ხალხის ისტორიის წაშლას ანგადაწერას. როცა აცტეკთა მეოთხე იმპერატორმა, იცკოატლმა, გამოიყენა სამხედრო ალიანსი აცტეკთა იმპერიის კონსოლიდაციისათვის 1426 წელს, მან ბრძანება გასცა ყველა წინა ისტორიული ჩანაწერების განადგურება; ამის ნაცვლად დაიწყო აცტეკთა წარმოშობისა და ძალაუფლების ისტორიის ხელშეწყობა. მექსიკის იუკატანის რეგიონში, 136 წლის შემდეგ, სხვა ტიპის დამპყრობელი გამოჩნდა, რომელმაც მსგავსი ბრძანება გასცა. 1562 წელს დიეგო დე ლანდამ, იუკატანში ფრანცისკანული ორდერის წინამძღოლმა, ბრძანა მაიას ტომის ათასობით რელიგიური და ისტორიული არტეფაქტების განადგურება, მათ შორის 27 იეროგლიფური წარწერებიც. ლანდამ ეს ბრძანება გასცა როგორც ერთკაციანმა ინკვიციზიამ, რათა გაეწმინდა მაიას ხალხი ძველი წარმართული ტრადიციებისგან.  პარადოქსია, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც მაიას ტომის ხალხზე ვიცით, სწორედ ლანდას დამსახურებითაა – მან დაწერა ნაშრომი მაიას ტომის ხალხზე, მას შემდეგ რაც იგი ესპანეთში დააბრუნეს მისი შეუფერებელი საქციელის გამო.

undefined

4. შექსპირის დაკარგული (ან შეიძლება მცდარად დასათაურებული) პიესა  

უილიამ შექსპირის დადასტურებული კომედიები და ტრაგედიები ერთიანად შეადგენს 36 პიესას. რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ინგლისურ ენაზე. მაგრამ 400 წლიანი  ქაღალდის ნაგლეჯი გვიდასტურებს აზრს, რომ შეიძლება არსებობდეს შექსპირის ორი სხვა პიესაც, რომელიც ისტორიისათვის დაკარგულია. 1598 წლის სია შექსპირის ნამუშევრებისა მოიცავს კომედიას სახელწოდებით “Love’s Labour’s Won” (შრომით სიყვარული მოიპოვა). მკვლევართა უმეტესობადარწმუნებულია, რომ ეს არის მეორე პიესის ალტერნატიული სახელწოდება –  „ჭირვეულის მორჯულება“. მაგრამ 1603 წლის ფრაგმენტში, რომელიც მოგვიანებით იპოვეს, ორივე პიესა იყო შეტანილი. მსგავსი საიდუმლოება არის  დაკავშირებული მეორე პიესასთან, სახელად “Cardenio,” რომელიც მიჩნეულია რომ შექსპირმა და ჯონ ფლეტჩერმა ერთობლივად დაწერეს 1613 წლის ივნისს. თუ ეს პიესა ნამდვილად დაიწერა, მაშინ იგი სავარაუდოდ დაფუძნებული უნდა იყოს მიგელ დე სერვანტესის ნოველა „დონ კიხოტზე“, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში გამოჩნდა ერთი წლით ადრე.

undefined

5. ლორდ ბაირონის მემუარები

ლორდი ჯორჯ გორდონ ბაირონირომანტიკული ხანის პოეზიის ტიპური წარმომადგენელი იყო – ცხოვრობდა და წერდა ვნებით, ემოციითა და თავგდასავლებით აღსავსე. 1816 წელს ბაირონი სკანდალში გაეხვია, რასაც მოჰყვა მეუღლესთან განქორწინება და მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა ევროპის ტერიტორიაზე ხეტიალში. ის გარდაიცვალა 1824 წელს ციებ ცხელებით იმ დროს, როცა ბერძენ რევოლუციონერებს ეხმარებოდა ოტომანთა იმპერიის უღლის გადაგდებაში. მისი სიკვდილიდან რვა წლის ადრე, ბაირონმა მეგობარს თომას მურს გადაულოცა მისი ავტობიოგრაფიის ეგზემპლარი, რომელიც შედგებოდა 78 ტომი ფურცლისგან. ბაირონის ინგლისში ჩასვლის ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მურმა, გამომცემელ ჯონ მიურეისთან  და მეორე მეგობართან ერთად (ბაირონის  ყოფილი მეუღლის თანხმობით) გადაწყვიტა ამ ავტობიოგრაფიის განადგურება და იგი დაწვეს ბუხარში, მიურეის სახლში. მათი განცხადებით, ხელნაწერის დაწვით ბაირონი და მისი ოჯახი გადაარჩინეს დიდ სკანდალს, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია ამ ბიოგრაფიის გამოქვეყნებას. თავად ბაირონმა მიურეის მიწერა ამ ხელნაწერის შესახებ, რომ იგი შეეხებოდა მის ყველა სიყვარულს და კიდევ ბევრ სხვა რამეს. მათ შორის დეტალურად აღწერდა ქორწინების შესახებ, რაც მის ქვრივს არ აწყობდა.

undefined

6. გოგოლის „მკვდარი სულების“ გაგრძელება  

როგორც რუსული რომანების შავბნელი სიუჟეტისათვის არის დამახასიათებელი, სულიერი მრჩეველი დაეხმარა ნიკოლაი გოგოლს გაენადგურებინა მისი უდიდესი ნამუშევრის გაგრძელება – მისი გავლენის ქვეშ მყოფმა გაანადგურა „მკვდარი სულების“ მეორე ტომი. გოგოლის ცნობილი ნაწარმოების თემა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მე19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში – აქ მოთხრობილია თუ როგორ აგროვებს უკრაინის სოფლებში მკვდარ სულებს ერთი მებატონე და შემდეგ ჰყიდის მათ. თითქმის გამზადებული მეორე ნაწილის დაწვის მერე გოგოლმა ინანა თავისი საქციელი და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. იგი გარდაიცვალა 1852 წლის 04 მარტს.

undefined

7. ჰემინგუეის დაკარგული (და ნაპოვნი) ჩემოდანი

1922 წლის დეკემბერში, ერნესტ ჰემინგუეის პირველმა მეუღლემ, თავისი ბარგი დატოვა მატარებელში რამოდენიმე წამის განმავლობაში. როცა დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ჩემოდანი, სადაც მისი მეუღლის ყველა გამოუქვეყნელი ნაშრომი და ხელნაწერიინახებოდა, გაქრა. თავად ჰემინგუეი სასწრაფოდ პარიზში გავარდა, რათა ეცადა და აღედგინა დაკარგული ნამუშევრები, რომელიც მოიცავდა თითქმის დაკარგულ რომანს პირველ მსოფლიო ომში მის გამოცდილების თაობაზე. ზოგი კრიტიკოსის აზრით, სწორედ წარსულთან ამ წვეტამ განაპირობა მისი შემოქმედებითი გააქტიურება. 1956 წელს ასაკში შესული ჰემინგუეი კვლავ ეზიარა ჩემოდნის დაკარგვის გამოცდილებას და ამჯერად მან აღმოაჩინა დაკარგული ჩემოდანი – პარიზის რიტცის სასტუმროს სარდაფში. ეს ნაშრომები მოიცავდა ჩანაწერებსა და ესკიზებს 1920იანი წლების პარიზის მწერლისეულ გამოცდილებას, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდა 1964 წელს სახელწოდებით  „დღესასწაული, რომელიც მუდამ შენს გვერდით არის“.

undefined

8. სილვია პლათის „ორმაგი  ექსპოზიცია

როცა ამერიკელი პოეტი და ნოველისტი სილვია პლათი30 წლის ასაკში გამოეთხოვა სიცოცხლეს, მას უკვე ჰქონდა შექმნილი უამრავი ლექსი და ხელნაწერი, გაშორებული იყო ქმარს – მომავალ ფუტურის ბრიტანელ პოეტს, ტედ ჰიუს, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა. სწორედ ყოფილი ქმარი გახდა მისი შემოქმედების კანონიერი მფლობელი გახდა ინგლისური კანონების თანახმად.  პლათის ბოლო თვეები უკიდურესად ნაყოფიერი იყო: ამ დროის განმავლობაში მან დაწერა შედევრი ნაწარმოებები, რამოდენიმე მათგანი მის დაშლილ ქორწინებას შეეხებოდა. 1977 წლის მემუარებში ჰიუსმა გაამხილა, რომ პლათს დაბეჭდილი ჰქონდა ნოველის 130 გვერდი სახელწოდების „ორმაგი ექსპოზიცია“, იგი გაუჩინარდა დაახლოებით 1970იან წლებში. აქედან მოყოლებული პლათის ბევრი თაყვანისმცემელი აბრალებდა ჰიუს პასიურ მონაწილეობას დაკარგული ნოველის მოპოვებაში, იმ მიზეზად, რომ ის ნაწარმოები ავტობიოგრაფიული იყო, სადაც იგი არ იყო კარგი მხრიდან წარმოჩენილი.