მნიშვნელოვანი სიახლეები
9 შემთხვევა მიქელანჯელოს ცხოვრებიდან

9 შემთხვევა მიქელანჯელოს ცხოვრებიდან

მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა იტალიის ქ. კაპრეზეში 1475 წლის 06 მარტს. 70–ზე მეტი წლიანი კარიერის მანძილზე, მან თითქმის მითიური სახელი შეიძინა, როგორც ევროპის ყველაზე ცნობილი „რენესანსის მამაკაცი“, ხოლო მეფეები და პაპები მის თაყვანისმცემელთა და პატრონთა შორის იყვნენ. ბობოქარი ტემპერამენტის მქონე მიქელანჯელომ რამდენიმე შედევრი შექმნა, მათ შორის „დავითი“, „პიეტა“, „სიქსტის კაპელის“ ჭერის მოხატულობა.

1. ახალგაზრდობაში ეჭვიანმა მეტოქემ ცხვირი გაუტეხა მიქელანჯელოს.
სიყრმის ასაკში, მიქელანჯელო სასწავლებლად გაგზავნეს ლორენცო მედიჩის სახლში, რომელიც მთელს ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი პატრონი იყო ხელოვანებისათვის.მას მტკიცე ხელებში ეჭირა საჭრეთელი და ფუნჯი, რომლის გამოც ბევრ თანატოლში გამოიწვია შური. ერთ–ერთმა  მეტოქემ, სახელად პიეტრო ტორიჯანომ, რომელსაც მიქელანჯელოს ნიჭისა შეშურდა – ჩხუბში ცხვირი გაუტეხა. ხელოვანს მთელი ცხოვრება დარჩა გატეხილი და დეფორმირებული ცხვირი.

2. იგი ავიდა  დიდების მწვერვალზე  წარუმატებელი თაღლითობის შემდეგ.
კარიერის დასაწყისში, მიქელანჯელომ გამოაქანდაკა კუპიდონის ქანდაკება ძველბერძნულ სტილში, რომელიც ახლა დაკარგულია. ამ ნამუშევრის ხილვისას, მისმა პატრონმა ლორენცო დი პიერფრანჩესკო დე მედიჩიმ შესთავაზა  რთული სვლა. „თუ შენ ქანდაკებას მისცემ ისეთ ელფერს, ვითომ მიწიდან ახლახანს ამოვიღეთ“, უთხრა მედიჩიმ, „მაშინ მე მას რომში გადავაგზავნი და გავყიდი ანტიკვარულ მაღაზიაში“. მიქელანჯელო დაეთანხმა და ყალბი კუპიდონი მიჰყიდეს კარდინალ რაფაელე რიარიოს, როგორც ახლახანს აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთი. მალე რიარიოს მიუვიდა ხმა, რომ ქანდაკება ყალბი იყო და მოითხოვა ფულის უკან დაბრუნება, თუმცა კარგად რომ დაფიქრდა, მას მოეწონა მიქელანჯელოს უნარი და ის მოიწვია თავისთან რომში. ახალგაზრდა ოსტატი რომში რამდენიმე წელი დარჩა, საბოლოოდ მიიღო დავალება გამოეკვეთა „პიეტა“, ნამუშევარი, რომელმაც მას დიდი ხელოვანის სახელი მოუტანა.

undefined

3. მან „დავითი“ დაწუნებული მარმარილოს ბლოკისგან გამოჭრა  
მიქელანჯელო იყო ძალიან მიზეზიანი და ჭირვეული ხასიათის მარმარილოსთან დაკავშირებით, თუმცა მისი ცნობილი „დავითი“გაკეთებულია იმ ბლოკისგან, რომელიც სხვა ოსტატებმა დაიწუნეს.  მეორენაირად ცნობილი როგორც „გიგანტი“, მარმარილოს ეს მასიური ბლოკი განკუთვნილი იყო სკულპტურათა სერიისათვის, რომლის პროექტიც მალევე მიატოვეს. საბოლოოდ იგი დაიწუნეს. წლების მანძილზე იგი გაცვთა და გაუხეშდა და იმ დროისათვის, როცა მიქელანჯელომ მოკიდა ხელი, 1501 წლისათვის, მას უკვე ასობით მოქანდაკის საჭრეთელის კვალი ეტყობოდა. საბოლოოდ მიქელანჯელომ მისგან წარმოუდგენელი ნამუშევარი გააკეთა. „დავითის“ უახლესმა ანალიზებმა ცხადჰყო ქვის დაბალი ხარისხი, რომელიც დროთა განმავლობაში იწვევს ქანდაკების უფრო სწრაფად დაშლას, ვიდრე სხვა ქანდაკებების შემთხვევაში.

4. მან ცხრა პაპისათვის შეასრულა დავალებები.
1505 წლიდან დაწყებული მიქელანჯელომ  ცხრა მომდევნო პაპთან იმუშავა, იულიუს მეორედან პიუს მეოთხემდე. მისი  ნამუშევრები ვატიკანში ძალიან ბევრია, მათ შორის არის ორნამენტული მორთულობები პაპის საწოლისათვის და სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობა. მიქელანჯელოს პაპებთან ყოველთვის სასიამოვნო ურთიერთობა არ ჰქონდა. მას  დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პაპ იულიუს მეორესთან; მთელი სამი წელი მუშობდა ლეო მეათის მარმარილოს ფასადზე, რომელიც შემდეგ პაპმა გააუქმა.

undefined

5. მან ზოგიერთ ნამუშევარში თავისი თავი გამოსახა.  
მიქელანჯელო იშვიათად აწერდა ხელს თავის ნამუშევრებს და ფორმალური ავტოპორტრეტები არ დაუტოვებია, მაგრამ მან შემთხვევით  გამოსახა საკუთარი თავი სტილიზირებული სახით ნახატებსა და ქანდაკებებში.  ამ დამალულ ავტოპორტრეტებს შორის ყველაზე ცნობილია 1541 წლის სიქსტის კაპელას ფრესკა „უკანასკნელი სამსჯავრო“, სადაც წმინდა ბართლომეს ხელში უჭირავს ცოდვილის კანი, რომლის სახეც წარმოადგენს სწორად ხელოვანის პორტრეტს. მიქელანჯელომ ასევე გამოსახა თავისი თავი წმინდა ნიკოდიმის პორტრეტში ე.წ. ფლორენციის პიეტაში და ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ  თავისი თავი უნდა ჰყავდეს გამოსახული „წმინდა პეტრეს ჯვარცმის“ კომპოზიციაშიც.

6. მან დააპროექტა სამხედრო ფორტიფიკაციები ფლორენციისათვის.
1527 წელს , მიქელანჯელოს მშობლიური ფლორენციის მოქალაქეებმა  გააგდეს მმართველი მედიჩის ოჯახი და დაამყარეს რესპუბლიკური მთავრობა. მედიჩი პაპის კლემენტ VIIსამსახურში მყოფმა მიქელანჯელო დაეხმარა მოქალაქეებს და დაუპროექტა ქალაქის ფორტიფიკაციული  ნაგებობები. ის საქმეს სერიოზულად მიუდგა. თუმცა მისი პროექტები სერიოზულ წინაღობად იქცა, როცა პაპის არმია მოადგა ქალაქს და ფლორენცია 10 თვე იმყოფებოდა  ალყაში, რომელიც დასრულდა ქალაქის დამარცხებით 1530 წლის აგვისტოს თვეში. მიქელანჯელო იოლად შეიძლებოდა დასჯილიყო როგორც მოღალატე, მაგრამ პაპმა კლემენტმა აპატია მას აჯაყებაში მონაწილეობა და კვლავინდებურა დაიქირავა იგი. ხელოვანის ბედი კვლავ მედიჩის კონტროლის ქვეშ მყოფ ფლორენციაში დაიძაბა და როცა პაპი გარდაიცვალა 1534 წელს, მან ფლორენცია მიატოვა და რომში გადაბარგდა.

7. ის იყობრწყინვალე პოეტი.
მიქელანჯელო ცნობილია არა მხოლოდ ხელოვანი,  არამედ როგორც პოეტიც. მანდ დაწერა რამოდენიმე სონეტი და მადრიგალი. მიქელანჯელოს პოეზიაში სიტყვების თამაშია გამოყენებული და იგი შეეხება ყველა თემას. თუმცა მისი არცერთი სონეტი არ დაბეჭდილა ხელოვანის სიცოცხლეში, მაგრამ ისინი გავრცელდნენ ხალხში მე16 საუკუნეში და ზოგიერთ სონეტზე კომპოზიტორებმა მუსიკაც კი დაწერეს.

8. მას სიკვდილამდე არ შეუწყვერია მუშაობა.
მიქელანჯელომ თავისი ოქროს წლები გაატარა ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის მშენებლობაზე. სიბერის წლებშიც კი, როცა ფიზიკურად არ შეეძლო სამშენებლო ადგილას მისვლა, სახლიდან ხელმძღვანელობდა სამუშაოებს, აგზავნიდა ნახაზებსა და პროექტებს. სკულპტურა მიქელანჯელოს ჭეშმარიტ სიყვარულად დარჩა – იგი სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი სამუშაო სტუდიოსი ატარებდა დროს და საჭრეთელს არ აგდებდა ხელიდან. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე (გარდაიცვალა 88 წლისა), ის კვლავინდებურად მუშაობდა ქანდაკებაზე – ე.წ. „რონდანინის პიეტა“, რომელიც ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების კომპოზიციას წარმოადგენს.

9. მისი ორი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ვანდალიზმის მსხვერპლად იქცა.
1972 წელს, გონებრივად გაუწონასწორებელმა გეოლოგმა, სახელად ლასლო ტოტმა აიღო ჩაქუჩი და მიქელანჯელოს „პიეტას“, რომელიც  წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იყო დადგმული, ჩაარტყა. ამ ვანდალიზმის შედეგად, დაზიანდა ღვთისმშობლის გამოსახულების ცხვირი და მკლავი. რესტავრატორებმა მოგვიანებით მთლიანად აღადგინეს ჩამომტვრეული ნაწილი. 10 თვე დასჭირდა ამ პროცესს და ამჯერად „პიეტა“ ჩვეულებრივი ექსპონატი აღარ არის, მას ტურისტებისგან მინის დამცავი ფენა აშორებს. მსგავსი ბედი ჰქონდა „დავითსაც“ 1991 წელს, როცა საჭრეთლით შეიარაღებული მნახველი მივარდა და ქანდაკების მარცხენა ფეხის თითი ჩამოატეხა.