მნიშვნელოვანი სიახლეები
ალეპოს კოდექსის საიდუმლო

ალეპოს კოდექსის საიდუმლო

ალეპოს კოდექსი ბიბლიის ყველაზე ავტორიტეტული ხელნაწერია. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგრამ გასული საუკუნის 40-იან წლებში ის დაიკარგა, ხოლო როცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს, ტექსტის თითქმის ნახევარი დაკარგული იყო.რა გადახდა ხელნაწერს სინამდვილეში?

 კოდექსის ბედის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს ებრაელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი ავი დაბახი. ამასთან ასეთი არჩევანი მას შემთხვევით არ გაუკეთებია: მისი დიდი პაპა ქალაქ ალეპოში იმ დიდი სინაგოგის მცველი იყო, სადა ბოლო 600 წელი ინახებოდა მანუსკრიპტი.

ხახამი ეზრა დაბახი ლითონის სეიფის ორიდან ერთ-ერთ გასაღებს ინახავდა. სეიფი სინაგოგის სარდაფში იდგა და ხელნაწერიც მასში ინახებოდა."ბავშვობაში მე მსმენია, რომ სეიფის გასაღებად ორივე მცველს გასაღები ერთდროულად უნდა  გადაეტრიალებინათ. ბევრი ებრაელი სპეციალურად დადიოდა ამ სინაგოგაში სალოცავად, ვინაიდა აქ სიწმინდე ინახებოდა. რაც შეეხება მისთვის ხელის შევლებას, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო", - გვიამბობს ავი დაბახი. თავისი დიდი პაპა, რომელიც სირიიდა იერუსალიმში 1925 წელს იჯახით გადმოვიდა, არ უნახავს, ვინაიდან მოგვიანებით დაიბადა.

 ბავშვობაში ავი დაბახი მანუსკრიპტის ისტორიით იყო დაინტერესებული - მით უფრო, რომ მის ოჯახს მასთან უშუალო შეხება ჰქონდა. ასაკთან ერთად ეს ინტერესი მხოლოდ იზრდებოდა და ბოლოს აკვიატებულ იდეად იქცა. "მე გადავწყვიტე გადამეღო ფილმი კოდექსის შესახებ, რათა მასზე და მისი გაუჩინარების ვითარების შესახებ სიმართლე გამერკვია".

თანახის ხელნაწერი, რომელსაც შემდგომში "ალეპოს კოდექსი" ეწოდა,  Xსაუკუნის პირველ ნახევარში ტვერიაში შეიქმნა. კოდექსი დიდი ხანი თანახის ყველაზე ავტორიტეტულ ხელნაწერად ითვლებოდა. თავიდანვე ხელნაწერი იერუსალიმის კარაიმთა თემს ეკუთვნოდა, მაგრამ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1099 წელი) იგი ქრისტიანი რაინდების ხელში მოხვდა. იერუსალიმიდან კოდექსი კაიროში, ხოლო უკვე XIVსაუკუნეში - ალეპოში აღმოჩნდა. დიდი ებრაელი ბრძენი მაიმონიდი ალეპოს დოკუმენტს თანახის ყველაზე სრულყოფილ და სანდო ვერსიად თვლიდა. ამ დოკუმენტის განსაკუთრებული ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ მკვდარი ზღვის გრაგნილებიდან და გვიან ანტიკური, ანდა ადრეშუასაუკუნეების სხვა ებრაული დოკუმენტებისგან განსხვავებით, მასში დასმულია სახმოვნე ნიშნები (ნეკუდოტი) და კანტილაციები (ინტონაციები).

undefinedundefined

 რამდენიმე საუკუნე კოდექსი ალეპოში ინახებოდა, მაგრამ 1947 წელს, როცა ცნობილი გახდა გაეროს გადაწყვეტილება პალესტინის ორად გაყოფის შესახებ, იქ ანტისემიტური არეულობები დაიწყო.

ერთ-ერთი დარბევის დროს სინაგოგა და მასთან ერთად ძვირფასი მანუსკრიპტის ნაწილი დაიწვა. ათწლეული დოკუმენტი დაკარგულად ითვლებოდა. 1958 წელს იგი მოულოდნელად ხელში ჩაუვარდა არაბულ ქვეყნებში ებრაული თემების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებს. ეს ინსტიტუტი ქვეყნის მეორე პრეზიდენტის იცხაკ ბენ-ცვის ინიციატივით შეიქმნა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაირკვა, რომ დოკუმენტი ისრაელში ერთი სირიელი ებრაელის მიერ კონტრაბანდული გზით  (სარეცხის მანქანაში დამალული) იქნა ჩამოტანილი. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ალეპოდან ჩამოსულთა მთავარი რაბინის ხელში მოხვედრილიყო, კოდექსი "სოხნუთის" თანამშრომლებს გადაეცათ, მათ კი იგი ბენ-ცვის ინსტიტუტს გადასცეს. როგორც დადგენილია დაკარგულად ითვლება მანუსკრიპტის დაახლოებით 200-მდე გვერდი (მთლიანი მოცულობის 40%), თითქმის მთელი ხუთწიგნეული.

 2013 წელს კოდექსის ისტორიისადმი მიძღვნილი მატი ფრიდმანის წიგნი The Aleppo Codex: In Pursuit of one of the World’s Most Coveted, Sacred, and Mysterious Books გამოვიდა. ავტორის აზრით დაკარგული 200 გვერდი არ დამწვარა. იგი იერუსალიმშივე ბენ-ცვის ინსტიტუტის რომელიღაც თანამშრომლის მიერ იქნა გატაცებული. 80-იან წლებში გადაეცა წიგნის ტაძარს- იერუსალიმში ისრაელის მუზეუმის ერთ-ერთ ქვედანაყოფს.

undefinedundefined

 დაბახის აზრით ალეპოს კოდექსის ბედი ძლიერ ჰგავს ისლამური სახელმწიფოებიდან ისრაელში 50-იან წლებში რეპატრიანტების მიერ ჩამოტანილი რელიქვიების ბედს. "ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსული ებრაელების კულტურული მემკვიდრეობის მასობრივ ძარცვას ჰქონდა ადგილი, - დარწმუნებულია იგი. - ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როცა მაგალითად იემენიდან ჩამოტანილი წიგნები მოულოდნელად გაქრნენ, ანდა სახელმწიფომ მიითვისა. მაშინდელ აშკენაზურ ელიტას არაბული ქვეყნებიდან გამოსულები პრიმიტიულებად მიაჩნდათ და თვლიდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ამ საგანძურის სათანადოთ დაცვას და შესაბამისად ყველა ამდაგვარი რელიქვიები სახელმწიფოს ხელში გადადიოდა".

ავი დაბახი თავის მომავალ ფილმში შეეცდება არა მხოლოდ ლეგენდარული წიგნის ბედი გაარკვიოს, არამედ ალეპოს ებრაული თემის ისტორიაც დაგვანახოს, საიდანაც თვითონაა წარმოშობით. "არა მგონია, რომ ფილმის გადაღების პროცესში ტანჯული კოდექსის ისტორიის რაიმე ახალ ფაქტს მივაკვლიო. მაგრამ ის მომენტი, რომ მე ალეპოს სინაგოგის მცველის შვილისშვილის შვილი ვარ, ბევრს ნიშნავს და მჯერა, რომ ეს ბევრ კარებს გააღებს ჩემს წინ", - დარწმუნებულია კინემატოგრაფისტი.