მნიშვნელოვანი სიახლეები
„ალიონუშკა“

„ალიონუშკა“

ვასნეცოვის ნახატზე ალიონუშკა ვითომდა ჩვეულებრივი რუსული პეიზაჟის ფონზე ზის. მაგრამ ყველაფერი ეს რაღაცნაირად თრგუნავს მნახველს: ვერხვი ეს ის ხეა, რომელზეც იუდამ თავი ჩამოიხრჩო  და ამიტომაც ხალხურ წარმოდგენაში დაკრძალვასთან ასოცირდება. ხოლო მერცხლები იცავენ ნახატის გმირს არასწორი ნაბიჯისგან.

ვასნეცოვის ტილოს გმირი არ იყო ჩაფიქრებული როგორც ზღაპრული პერსონაჟი. 1880 წლის ზაფხულში, მოსკოვის ახლოს აბრამცევოში, მეცენატ მამონტოვების მამულში არსებულმა შემოქმედებითმა ატმოსფერომ, მუშაობის საღერღელი აუშალა დასავენებლად ჩასულ ვასნეცოვს. ბედად იქვე აღმოაჩინა „ალიონუშკას“ ტიპაჟი, უბრალო გლეხის გოგონა. ვასნეცოვმა იგი დაითანხმა მისი მოდელი ყოფილიყო.

 მხატვარი ტილოზე 1881 წლის თებერვლის ბოლომდე მუშაობდა. „პერედვიჟნიკების“  ამხანაგობის  IX  გამოფენაზე იგი პირველად იქნა წარდგენილი და „ალიონუშკა (სულელი)“ ეწოდებოდა. ზოგიერთ კრიტიკოსს უკვირდა: რატომ სულელი? თავად ავტორში გმირი თბილ გრძნობებს აღძრავდა, ასე რომ სახელი ვერ იქნებოდა ვერც დიაგნოზი და ვერც დაცინვა. ხელოვნებათმცოდნე ელეონორა პასტონის განმარტებით, ხალხში სულელებს ეძახდნენ სალოსებს და ღარიბ ობლებს, რომლებსაც არა ათვალწუნებით, არამედ გარკვეული პიეტეტითაც კი უყურებდნენ, ვინაიდან ისინი ღმერთთან უფრო დაახლოებულებად მიაჩნდათ.

 რადგან იმ დროს ვასნეცოვი უკვე ცნობილი იყო თავისი ზღაპრული სიუჟეტებით, ამიტომაც სოფლელი გოგონას პორტრეტი მალე დაუკავშირეს ფოლკლორულ სიუჟეტს ალიონუშკასა და მისი ძმა ივნუშკაზე. მხატვარსაც უარი არ განუცხადებია

 undefined

1 გოგონა. „იმდენი სევდა, მარტოობა და წმინდა რუსული ნაღველი იყო მის თვალებში, რომ პირველივე ნახვით გავოცდი“, – იხსენებს ვასნეცოვი. გმირის სახის ზოგი ნაკვთი მხატვარმა სავა მოროზოვის ქალიშვილისგან „ისესხა“, რომელსაც შემდეგ დახატავს („გოგონა ატმებით“). როცა ვასნეცოვი „ალიონუშკას“ ხატავდა, ვერა მამონტოვა 5–6 წლის იყო.

undefinedundefined

 2 წყალსაცავი. ტბორი და ნაძვნარი ვასნეცოვმა ნატურიდან დახატა. ნახატზე არცერთი ზღაპრული  დეტალი არაა. იმავდროულად პეიზაჟი გოგონას ხასიათს ზედმიწევნით გადმოსცემს. მხატვრის ძმა ფოლკლორისტი იყო, თავადაც ბავშვობა სოფლად გაატარა. ასე რომ ხალხის გრძნობები და ბუნების მოვლენები მის შემოქმედებაში მჭიდროდ იყო გადახლართული ერთმანეთში. წყალსაცავები დამდგარი წყლით, მოღუშულ და საშიშ ადგილად ითვლებოდა, სადაც ბოროტი სულები ბინადრობდნენ.

undefined

 3 ქვა. ესკიზებში გოგონა ბალახზე იჯდა, მაგრამ ვასნეცოვმა საბოლოოდ იგი დიდ ქვაზე შემოსვა, და არცთუ შემთხვევით. დათრგუნულ მდგომარეობას ასახავს ცნობილი გამოთქმა „ლოდი გულზე“ და ეს მინიშნებაც მასზეა.

undefined

4 ვერხვი. ხე რომელზეც გადმოცემით იუდამ თავი ჩამოიხრჩო. მას ქრისტიანობის გარეშეც ხალხურ ლეგენდებში „ცუდი“ რეპუტაცია ჰქონდა. ვერხვი მთრთოლვარე ფოთლებით და მწარე ქერქით, ფოლკლორისტ ტატიანა აგაპკინას აზრით მწარე ხვედრს უკავშირდება.

undefined

 5 ნაძვნარი. ნაძვი აღმოსავლეთ სლავებში მწუხარე ხეა. იგი დაკრძალვას უკავშირდება, კუბოს ხშირად ნაძვისგან ამზადებდნენ. ნაძვის ხეები ალიონუშკას უკან – მისი გაუხარელი ცხოვრებისათვის შესაფერისი ფონია.

undefined

6 ფოთლები. მათ უკვე გაყვითლება დაიწყეს და ხეებიდან ცვივიან. ეს შემოდგომის – ბუნების ჭკნობის ნაღვლიანი პერიოდის ნიშანია.

undefined

7 ტანსაცმელი. დახეული სარაფანი და პერანგი ალიონუშკას სიღარიბის ნიშანია.

undefined

8 თმები. გაწეწილი დაუვარცხნელი თმები – ან უბედობას ანდა ტრაურს ნიშნავს. პირველ ესკიზებში ალიონუშკას უფრო ღია ყავისფერი თმა ჰქონდა, მაგრამ ნახატზე იგი წითურია. ხალხური გადმოცემით ამგვარი ფერის თმები უბედურების ნიშანია. წითურ თმიან ადამიანს სოფელი ხშირად რიყავდა საზოგადოებიდან.

undefinedundefined

9 მერცხლები. სლავურ ფოლკლორში მერცხლები ქალებს და გოგონებს მფარველობენ. ისინი გაზაფხულის და იმედის სიმბოლოებს წარმოადგენენ. ალიონუშკას თავზეით  მჯდომარე მერცხლები თითქოსდა იცავენ მას არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან.