მნიშვნელოვანი სიახლეები
ალმასის სუტრა: მსოფლიოში უძველესი ცნობილი ნაბეჭდი წიგნი

ალმასის სუტრა: მსოფლიოში უძველესი ცნობილი ნაბეჭდი წიგნი

ვაჯრაკჩედიკა პრაჯნაპარამიტა სუტრა ( The Vajracchedika Prajnaparamita Sutra ) სანსკრიპტულად ნიშნავს ალმასის სუტრას ან ალმასის გამჭრელ სუტრას. ეს სუტრა (რელიგიურ სწავლება ან ლოცვები ბუდიზმში) ზოგადად მიჩნეულია ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად მაჰაიანას ბუდიზმში. ამ ტექსტის ასლი, რომელიც ჩინეთში, მაგაოს გამოქვაბულებში იპოვეს, მიიჩნევა „მსოფლიოში უძველეს სრულად შემორჩენილ ნაბეჭდ დათარიღებულ წიგნად“.

ალმასის სუტრა ნაწილია ადრეული მაჰაიანას სუტრების, რომელიც ცნობილია, როგორც პრაჯნაპარამიტა (რაც ნიშნავს „სიბრძნის სრულყოფა“) სუტრები. მაჰაიანას ბუდისტური ლეგენდის მიხედვით ეს სუტრები გაუტამა ბუდამ თავის მოწაფეებს უკარნახა. მისი სწავლება 500 წლის განმავლობაში დამალულად ინახებოდა და გადმოცემის თანახმად მსოფლიოს მხოლოდ მაშინ გაუჟღავნდა, როცა ის მზად იყო სწავლისთვის. თუმცა, მკვლევარები ფიქრობენ სწავლება საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა და არა რამოდენიმე წელიწადში.

 სუტრას ჩაწერა დაიწყო ძვ.წ.ა. პირველი საუკუნიდან, მაგრამ სრული სახით მხოლოდ რამოდენიმე საუკუნის შემდგომ შედგინდა.

ალმასის სუტრა მიჩნეულია მოკლე ტექსტად. ამის მიუხედავად მასში გამოთქმულია ბუდიზმის მნიშვნელოვანი სწავლებები. ალმასის სუტრაში ბუდა თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ  „გაარღვიონ რეალობის ილუზია, რომელიც გარს აკრავთ“  და ამით შეძლო იმის რეალიზირება, თუ რა არის ნამდვილი.

მიიჩნევა, რომ ალმასის სუტრა ჩინურად პირველად ითარგმნა ახ.წ.ა. 401 წელს ბუდისტი ბერი კუმარაჯივას მიერ. გადმოცემის თანახმად მომდევნო საუკუნეში პრინცმა ზაო მინგმა, იმპერატორ ვუ ლიანგის ვაჟმა, სუტრა 32 თავად დაყო და თითოეულ მათგანს სათაური მისცა. დაყოფის ეს წესი დღემდე გამოიყენება. მეორე მნიშვნელოვანი ისტორია ალმასის სუტრაზე არის ჰუინენგის განსხივოსნება, რომელიც ჩან ბუდიზმის მეექვსე და ბოლო წინამძღოლი იყო. ჰუინენგის ავტობიოგრაფიის მიხედვით სანამ ის ბერი გახდებოდა ბაზარში შეშით ვაჭრობდა, მაგრამ მან ალმასის სუტრა მოისმინა, რის შედეგადაც მიაღწია განსხივოსნებას.

სუტრას ნაბეჭდი წიგნი მე–20 საუკუნის დასაწყისში ტაოისტმა ბერმა სახელად ვანგ იუანლუმ ჩინეთში, მაგაოს გამოქვაბულში აღმოაჩინა. ვანგმა ის სხვა მრავალ ხელნაწერებთან ერთად იპოვა საიდუმლო ოთახში, რომელიც შემდეგ გამოცხადდა „მხოფლიოს უძველეს შემორჩენილ ნაბეჭდ წიგნად“.

ადამიანის ვისთვისაც წიგნი დაიბეჭდა და თარიღი თავად წერია წიგნში:

„შეიქმნა ვანგ ჯეის მიერ მისი ორი მშობლისთვის ქსიანტოგის მე–9 წელს მე–4 მთვარის მე–13 დღეს [ახ.წ.ა. 868 წლის 11 მაისი]“

1907 წელს უნგრელ–ბრიტანელმა არქეოლოგმა სერ აურელ სტეინმა მოინახულა მაგაოს გამოქვაულები და ვაუნგ იუაბლუსგან წიგნი 130 გირვანქად იყიდა. ამის  შემედგომ ინგლისელმა არქეოლოგმა წიგნი ლონდონში ჩამოიტანა. პეკინის ნაციონალური ბიბლიოთეკის 1961 წლის განცხადებით სტეინმა სუტრა „მოიპარა“. დღეს სუტრა მდებარეობს ლონდონში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში.