მნიშვნელოვანი სიახლეები
ამაოების ტრფიალი

ამაოების ტრფიალი

ჰოლანდიური ნატურმორტი ეს ამქვეყნიური ტრფიალია. მაშინაც კი, როცა ტილოზე არა მდიდრული სუფრა და ღვინით სავსე თასებია გამოსახული, არამედ სიკვდილის და ამქვეყნიური მძიმე ცხოვრების სიმბოლოები.

ესპანელ ჰაბსბურგებთან ხანგძლივი ომის შედეგად XVI საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ნიდერლანდებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს (დე იურე იგი 1648 წელს გაფორმდა). ევროპაში დემოკრატიული კონსტიტუციით და კალვინიზმით, პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. ეს პოლიტიკური რევოლუცია ხელოვნებაში კარდინალური ცვლილებების მიზეზი  გახდა. კალვინიზმი კრძალავდა ყოველგვარ ზედმეტობებს და ეკლესიებში გამოსახულებების გამოფენას. თუკი ადრე მხატვრები ტაძრებისა და სასახლეების ინტერიერის გაფორმებით იყვნენ დაკავებული, ახლა მათ ეს შეკვეთები დაეკარგათ. სამაგიეროდ გაიზარდა მოთხოვნა დაზგურ ფერწერაზე – შედარებით პატარა ფორმატის ნახატებზე, რომლებიც ბიურგერების და ზოგჯერ გლეხების სახლებში ერთდროულად სამშვენისიც იყო და ინფორმაციის მატარებელიც, როგორც დღეს ტელევიზორი. ფერწერის ბუმმა უდიდესი მხატვრების მთელი პლეადა წარმოშვა: პატარა ჰოლანდიაში (ჩრდილო ნიდერლანდებისმთავარ პროვინციაში) ერთდროულად ორი უნივერსალური გენიოსი ქმნიდა – იან ვერმეერი და ჰარმენს რემბრანტი, გასაოცარი პორტრეტისტი ფრანც ჰალსი და საერთოდ მაშინდელ ნიდერლანდებში 2 ათასამდე ფერმწერი იყო.

პოპულარულები გახდნენ პეიზაჟები, კეძო ცხოვრების სცენები, ნატურმორტები, რომლებსაც ჰოლანდიაში stilleven–ს ეძახდნენ – „წყნარი, გარინდებული ცხოვრება“. ნატურმორტები „პატარა ჰოლანდიელებში“ (ასე ეძახდნენ ჰოლანდიელ მხატვრებს, რომლებიც ამ „პატარა“ ჟანრში მუშაობდნენ) გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით: საუზმე (მაგიდა კერძებითა და ღვინით), ყვავილები – მწერებით, ლოკოკინებითა და ხვლიკებით (ისე ზუსტად დახატული, რომ ბოტანიკო–ზოოლოგიურ ატლასს დაამშვენებდა), მწეველის ატრიბუტები – ჩიბუხები, საბურნუთე და სხვა, თევზის ნატურმორტები, სამონადირეო – იარაღით და ნანადირევით, მეცნიერული – წიგნებით, გლობუსებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით... ცალკე იყო ალეგორიული ნატურმორტები vanitas – „ამაოება ამაოებათა“, რომლებიც სიცოცხლის ხანმოკლეობაზე მოგვითხრობდნენ, ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებაზე და სიკვდილის გარდუვალობაზე. დასახელება ბიბლიიდან მოდისVanitas vanitatum omnia vanitas („ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლეზიასტემ, ამაოება ამაოებათა, – ყველაფერი ამაოა!“ ეკლეზიასტე 1:2). ჟანრი ნაწილობრივ სათავეს იღებს იმ თავის ქალების და ყვავილების გამოსახულებებიდან, რომლებსაც ზოგჯერ პორტრეტების მეორე მხარეს ხატავდნენ აღორძინების ხანის მხატვრები. ეს ნახატები ერთგვარი თილისმანების როლს თამაშობდნენ ცოცხალი მოდელებისათვის, რომლებიც ტილოზე იყვნენ გამოსახული (მაგიური ცრურწმენით პორტრეტი სახიფათო რამ იყო, იგი გამოსახული ადამიანის სულს იტაცებდა).

vanitas ნატურმორტები დაახლოებით 1550 წელს გამოჩნდა. მათგან ყველაზე ადრეულები თითქმის მონოქრომულები არიან, მკაცრი და მოღუშულები, როგორც წესი ფრონტალურად გამოსახული თავის ქალა (ძალიან ხშირად ნიშაში ანთებული სანთლით).

XVII საუკუნეში მათი კომპოზიცია ეპოქის გემოვნების მიხედვით უპირატესად ბაროკოს სტილში იყო, მკვეთრი ფერადოვანი კონტრასტებით, საგნებით გადატვირთული – ფუფუნების და ქედმაღლობის ატრიბუტებით, ისე როგორც ეს იურიან ვან სტრეკის ნახატზეაVanitas vanitatis, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ეს ნატურმორტები მოდური 1620–იანი წლებიდან გახდა. ამ ნატურმორტებით განსაკუთრებით მეცნიერთა ქალაქი ლეიდები ამაყობდა. სიუჟეტურად ისინი შუა საუკუნეების ალეგორიულ ნახატებთანაა ახლოს: „სიკვდილის ცეკვებთან“ და „ტრიუმფებთან“ – მათზე სიკვდილის ფერხულში არიან ყველა ასაკის და სოციალური ფენის ადამიანები ჩაბმულნი. ერთი ეგაა, რომ vanitas–ზე ადამიანები კი არა საგნები „ცეკვავენ“. მოკლედ ნახატზე დაფარული კოდების ძებნის მოყვარულთათვის ნებისმიერი ჰოლანდიური ნატურმორტი – ნაპოვნი განძია: ჩიბუხიდან ამოსული კვამლიც კი უბრალოდ კვამლი კი არაა, არამედ ჩვენი ეფემერული იმედების სიმბოლო.

undefined

წიგნი – სოფოკლეს ტრაგედია „ელექტრა“ – ამ შემთხვევაში მრავალფეროვანი სიმბოლოა. მისი კომპოზიციაში მოთავსებით, მხატვარი გვახსენებს სასჯელის გარდუვალობაზე თუ მიწაზე არა იმ ქვეყნად მაინც, ვინაიდან სწორედ ამ იდეითაა გამსჭვალული ტრაგედია. ასეთ ნატურმორტებში ანტიკური მოტივი ხშირად ხელოვნების მემკვიდრეობითობაზე მიუთითებს. სატიტულო ფურცელზე მთარგმნელის სახელია, ცნობილი ჰოლანდიელი პოეტის იოსტ ვან დენ ვონდელის. მისი ნაწარმოებები ანტიკურ და ბიბლიურ სიუჟეტებზე იმდენად საჭირბოროტო იყო რომ ამისათვის მას სდევნიდნენ კიდევაც. მხატვარს ტყუილად არ მოუთავსებია ვონდელი – არაა გამორიცხული, რომ ამა ქვეყნის ამაოებაში, მან ისურვა ძალაუფლების ამაოებაც შეეხსენებინა ზოგიერთისათვის.

undefinedundefined

მახვილი და მუზარადი – გარდამავალი საბრძოლო დიდების სიმბოლო

undefined

თეთრ–წითელი პლუმაჟი – ნახატის კომპოზიციური ცენტრი. ბუმბული ყოველთვის სახელის მოხვეჭაზე და ზედმეტ სიჩქარეზე მიუთითებდა. სწორედ მუზარადისა პლუმაჟისმიხედვით ათარიღებენ ნახატს. ლოდევეიკ ვან დერ ჰელსტმა სწორედ ასეთ მუზარადში გამოსახა სიკვდილის წინ ადმირალი სტერლინგვეფი. ადმირალის მუზარადი ვან სტრეკის კიდევ რამდენიმე ნატურმორტში ფიგურირებს.

undefinedundefined

პორტრეტი სანგინით. ზეთისგან განსხვავებით სანგინა ძალიან ცუდათ ინახება, ისევე როგორც ქაღალდი ტილოსთან შედარებით. ეს ფურცელი მხატვრის ძალისხმევის ამაოებაზე მიუთითებს. ამავე შეგრძნებას აძლიერებს ფურცლის გაცვეთილი და მოხეული ნაპირები.

undefined

ოქროს ფოჩები – ფუფუნების ამაოება. ეს ფოჩები ვან სტრეკმა კიდევ ერთხელ დახატა ნატურმორტში ლიმონით და ფორთოხლით.

undefinedundefined

თავის ქალა – ანტიკურ კულტურაში კრონოსის (სატურნის) ატრიბუტი. ფორტუნას ბორბალსაც ასევე თავის ქალით გამოსახავდნენ. ქრისტიანებისათვის იგი სამყაროს ამაოების ნიშანია, სიკვდილის აზრობრივი ჭვრეტა, განდეგილთა ცხოვრების ატრიბური. თავსი ქალით გამოსახავდნენ წმინდა ფრანცისკ ასიზელს, წმინდა იერონიმეს, მარია მაგდალინელს, მოციქულ პავლეს. თავის ქალა ასევე იესოს მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რომელიც გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, იმ ადგილას სადაც გადმოცემით ადამის თავის ქალა იყო ჩაფლული.

  თავთავი, რომელიც თავის ქალას შემოხვევია – სულის უკვდავების სიმბოლოა ( „მე ვარ პური სიცოცხლისა“ – იოანე 6:48), მარადიული სიცოცხლის იმედი.

undefined

ძველი ფურცლების დასტა –ცოდნის ამაოება.

undefinedundefined

რქის საფალიე ძეწკვზე  –  ჰოლანდიური ნატურმორტისათვის ძალიან დამახასიათებელი საგანია. აქ იგი უნდა გავიგოთ როგორც რაღაც სიკვდილის მომტანი, განსხვავებით სიუხვის რქისაგან.