მნიშვნელოვანი სიახლეები
ამედეო მოდილიანის გამოფენა ბუდაპეშტში (+ვიდეო)

ამედეო მოდილიანის გამოფენა ბუდაპეშტში (+ვიდეო)

უნგრეთის ეროვნული გალერეა ამედეო მოდილიანის ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენის ადგილი გახდა. სიღარიბეში გარდაცვლილი და დღეს უკვე ერთ–ერთ ყველაზე ძვირ მხატვრად შერაცხული იტალიელი ხელოვანის 80–მდე ნამუშევარი იქნა გამოფენილი.

ექსპოზიციის კურატორი ანა კოვაჩი: „იგი ბევრ შიშველ ნატურას ხატავდა და თუკი მას „ნიუ“ არ მოეწონებოდა, ნამუშევარს უბრალოდ არ ამთავრებდა. იგი ღარიბი იყო. მას არ ჰქონდა ფული არც ტილოების და არც საღებავების შესაძენად. ამიტომაც იგი საღებავს ფხეკდა და ძველ ტილოებს იყენებდა“.

როგორც იძახიან მოდილიანმა 30–მდე ქანდაკება შექმნა. ერთი მათგანი ექვსი წლის წინათ აუქციონზე გაიტანეს და მისმა ფასმა 65 მილიონი ევრო შეადგინა. მას შემდეგ მოდილიანის ნამუშევართა ფასმა კიდევ უფრო მოიმატა.

„მოდილიანი ქანდაკებით 1909–1914 წლებში იყო გატაცებული. იგი მუშაობდა არტ–უტოპიზმის სტილში და საკუთარ ქანდაკებებს გიგანტურ ძვირფასეულობებს ეძახდა“, – აღნიშნავს ანა კოვაჩი.

ბუდაპეშტში გამოფენა ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.