მნიშვნელოვანი სიახლეები
„ამერიკულ გოთიკაში“ დაშიფრული 13 სიმბოლო

„ამერიკულ გოთიკაში“ დაშიფრული 13 სიმბოლო

კარიკატურა, პატრიოტის მანიფესტი თუ საგა ოჯახური საიდუმლოს შესახებ? აშშ–ს ფერწერის ისტორიაში არცერთ ტილოს არ გამოუწვევია იმდენი აზრთა სხვადასხვაობა და შემდგომ კი პაროდიები, რამდენიც „ამერიკულ გოთიკას“.

undefined

1 მამაკაცი. ვუდმა იგი თავისი დანტისტის, ბაირონ მაკკიბისგან დახატა, რომელიც საკმაოდ მხიარული ადამიანი იყო. „მე მომწონს თქვენი სახე, – როგორღაც უთხრა ვუდმა მას. – იგი მთლიანად თითქოსდა სწორი ხაზებისგან შედგება“. მაკკიბი პოზირებაზე დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მას ამ სურათზე ვერ იცნობდნენ. ვუდმა სიტყვა გატეხა და პერსონაჟი ძლიერ დაამსგავსა მოდელს, თუმცა კი მხატვრის სიტყვებით – არა გამიზნულად.

undefined

2 ქალი. სურათზე მამა და შვილია გამოსახული, ამაზე მოდელმა, მხატვრის დამ ნენ ვუდ გრეჰემმა დაიჟინა, თუმცა კი ბევრ ჟურნალისტს ისინი ცოლ–ქმარი ეგონა. სახენათელი და სიცოცხლისმოყვარე ნენი პოზირებდა დაღვრემილი შინაბერას როლში, მაგრამ მაინც ეწყინა, რომ ნახატზე თავის 30 წელთან შედარებით გაცილებით უფროსი ჩანდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ვუდმა სიდარ–რაპიდში უფრო შესაფერისი მოდელი ნახა, მაგრამ მას პოზირების თხოვნა ვერ შეჰბედა. „გირჩევთ ეს სურათი თქვენს ერთ–ერთ ყველის ქარხანაში დაჰკიდოთ, აიოვაში, – გაზეთ  Des Moines Register–ს ირონიით წერდა ფერმერის ცოლი მისის ერლ რობინსონი. – ამ ქალის სახის გამომეტყველებით აუცილებლად ამჟავდება რძე“. მინდა, რომ ამ შურიანმა ქალმა თავისი ფოტო გამომიგზავნოს, – ვალში არ დარჩა ნენი. – მე ნამდვილად ვიცი სადაც დავკიდებ...“

undefined

3 ფიწალი. ფანქრის ესკიზზე კაცს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების სიმბოლოდ ფოცხი ეჭირა, მაგრამ ვუდს სურდა, რომ იარაღი პერსონაჟის ხელში ძველ დროში თივის მოგროვებასთან ასოცირდებოდეს და არა მებაღეობასთან (რამაც ზოგიერთი ტექნიკურად განათლებული ფერმერი აღაშფოთა). ამასთან ფოცხის ვერტიკალური კბილები ასოცირდებოდა ნახატის სხვა ვერტიკალურ ხაზებთან.

undefined

4 „სამკბილა“. მამაკაცის ჯინსის კომბინიზონის ნაკერები და ზოლები პერანგზე, ისევე როგორც ფანჯრის და ტერასის ჩარჩოები, მცენარეები უკანა პლანზე, ფარდულის სახურავი, იმეორებენ ფიწლის მოხაზულობას. ვუდს უყვარდა სურათის კომპოზიციაში გაემეორებინა გეომეტრიული მოტივები.

undefined

5 სათვალე. დოქტორი ბაირონ მაკკიბი, რომელიც მოდელად იყო, რვაკუთხა ლინზების მქონე სათვალეს ატარებდა, ხოლო  მრგვალი მხატვრის მამას ჰქონდა. ვუდი მას მეხსიერებაში ინახავდა სახსოვრად, ხოლო როცა მიუნჰენიდან დაბრუნდა, თავისთვისაც ასეთი შეუკვეთა. XIX საუკუნის ბოლოს პროვინციულ ამერიკაზე ბავშვური მოგონებები ვუდისათვის პირველ რიგში მის მშობლებთან და მათ ნივთებთან ასოცირდებოდა.

undefined

6 წინსაფარი. ვუდის მშობლიური მხარის ფერმერთა ცოლების ტანსაცმლის ტიპიური ელემენტი, ასეთს ატარებდა მხატვრის დედაც. მოძველებული ფასონის კანტი ნენმა ვუდის თხოვნით იმ წინსაფარზე დააკერა, რომლითაც პოზირებდა. „ეს თასმა მოდიდანაა გამოსული – იხსენებს ნენი, – მაღაზიაშიც არ იყო. მე ისინი დედის ძველ კაბებს ავარღვიე...“

undefined

7 გულსაბნევი „პერსეფონა“. ანტიკურ კამეაზე სტილიზაცია. ვუდმა ეს სამკაული ევროპაში დედისათვის იყიდა იმიტომ, რომ მასზე გამოსახული გოგონა ნენს ჰგავდა. მსგავსი კამეები ძალიან პოპულარული იყო ვიქტორიანულ ეპოქაში.

undefined

8 კულული. 1941 წელს ვუდი წერილში წერდა თავის ნახატის გმირის შესახებ: „ მე ერთი კულული ცალკე დავხატე, რათა ყველაფრის მიუხედავად მეჩვენებინა პერსონაჟის ადამიანურობა“.

undefined

9 სახლი დურგლის გოთიკის სტილში. შენობა რომლისგანაც იგი ვუდმა გადახატა, 1881–1882 წლებში აიოვას შტატში, ელდონში ააგეს ადგილობრივმა დურგლებმა ბიუზიმ და ჰერალდმა.

undefined

10 ბეგონია და სანსევიერა. შუა დასავლეთში საყვარელი სახლის მცენარეები იყვნენ, რომლებიც ქალის მეოჯახეობას ანსახიერებდნენ.

undefined

11 ეკლესიის შპილი. ამერიკული პროვინციის კონსერვატორული მცხოვრებნი, პურიტანი გადმოსახლებულების მემკვიდრეები, როგორც წესი წესიერ მრევლს წარმოადგენდნენ. მხატვრის მშობლებმა პრესვიტერიანულ ეკლესიაში გაიცნეს ერთმანეთი: ჰეთი უივერი თავისუფალ დროს ეკლესიაში ორღანზე უკრავდა, ხოლო მერვილ ვუდი საკვირაო სკოლას ედგა სათავეში.

undefined

 12 წითელი ბეღელი. იგი ელდონის შენობის გვერდით არ ყოფილა, მაგრამ ტილოს გმირის უკან მდგარი მის ხელობაზე მიუთითებს, ისევე როგორც მცენარეთა ქოთნები ქალის უკან. წითელი ბეღელი ვუდის მამის მიერ დამზადებულ სამზარეულოს კარადაზე იყო დახატული, – ავეჯის ერთადერთ ნაწილზე, რომელიც ვუდის დედამ ფერმიდან ოჯახის გადასვლისას თან წაიღო. ვუდისათვის ეს კარადა ყოველთვის სახლის სიმბოლო იყო.

 გრანტ ვუდი, მხატვარი რეგიონალისტი, აიოვას შტატის იქით არც თუ ისე ცნობილი იყო. იგი არ ელოდა ასეთ რეზონანს მის ნამუშევარზე, რომელიც გაიგზავნა  1930 წლის შემოდგომაზე ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონკურსზე. პროვინციუელი წყვილის პორტრეტი დახატული იყო ძველმოდურ მანერაში. მძიმე გამოხედვის მქონე მამაკაცი თითქოსდა მაყურებელს ფიწლით ხელში თავის ტერიტორიაზე– ქალისკენ და ყრუდ დახურულ ფანჯრიანი სახლისკენ შესვლას უშლის, რომელიც თითქოსდა ინგლისური გოთური რომანის საიდუმლოებებთან ქმნის ასოციაციას. ტილო არა მხოლოდ კონკურსის პრიზიორი, არამედ აშშ–ს პრესაში ყველაზე განსახილველი ხელოვნების ნიმუში გახდა. მან წერილების და გამოხმაურებების ზვავი გამოიწვია. ვიღაცამ „ამერიკული გოთიკა“  შუა დასავლეთის სოფლის მშრომელთა სიმბოლოდ წარმოიდგინა. მაგრამ მასში უფრო  ხშირად პროვინციალებზე რაღაც შემზარავ ქვეტექსტს, ანდა სატირას ხედავდნენ. ერთი ფერმერი ქალი მხატვარს ყურის მოჭმითაც კი დაემუქრა.

 ეს აოცებდა ვუდს,რომელსაც არც კი უფიქრია სატირაზე. სოფლის მცხოვრებთა შვილმა, ადრეული წლები ფერმაში გაატარა. შემდგომში ბავშვობის მოგონებები, სოფლური ცხოვრების წესი, საოჯახო ალბომები ვიქტორიას სტილში, მისი შემოქმედების მამოძრავებელი ძალა გახდა. 1930 წლის აგვისტოში, ქალაქ ელდონში, მან ხის სახლი შენიშნა, რომლის ფანჯარაც შუა საუკუნეების ტაძრებს აგონებდა. სტილი რომელიც XIX საუკუნის ბოლოს შუა დასავლეთში პოპულარული იყო, დურგლის გოთიკის სახელითაა ცნობილი:  პროვინციელი ოსტატები შენობებს ახალგოთური ვიქტორიანული მოტივებით ამშვენებდნენ. ვუდს მოეწონა გარსაცმის ვერტიკალური ხაზები, რომელიც ფანჯრების ხაზებს ერითმებოდა. მან ჩანახატები გააკეთა და წავიდა სახლში რათა ჩანაფიქრი ტილოზე გადაეტანა.

„მე არ ვწერდი სატირას, – წერდა გაოცებული ვუდი. – მე ვცდილობდი დამეხატა ეს ადმიანები ისეთები, როგორებიც მახსოვდა იმ ცხოვრებიდან, რომელიც მე ვიცოდი“. ტილოს მძაგებლები და მაქებარნი ერთ რამეში ერთიანდებოდნენ: მხატვარმა დაიჭირა რაღაც ნამდვილად ამერიკული. 1950 წელს ნახატი ფაქტიურად გადაიქცა იმად, რასაც ეხლა მემს ეძახიან: თუკი საჭირო იყო ვინმეს დაცინვა, ანდა რაიმეს რეკლამირება, მაშინვე ხატავდნენ ამ ტილოს მორიგ პაროდიას – პოლიტიკოსებზე, იდეაზე, საკვებზე. გრანტ ვუდის ნახატზე პაროდიები დღესაც იხატება.