მნიშვნელოვანი სიახლეები
ანარეკლის მხრიდან

ანარეკლის მხრიდან

ველასკესის „მენინები“ უნიკალურია, როგორც ხელოვანის ოსტატობის შედეგი, ასევე სასახლის დაფარული ცხოვრებისგამოსახულება.

მეფე ფილიპ IVსასახლის კარის მხატვარმა – დიეგო ველასკესმა „მენინებზე“ მუშაობა დაასრულა 1656 წელს. რა სცენა გამოსახა მხატვარმა, დღემდე საკამათოა ხელოვნებათმცოდნეებს შორის. ასე მაგალითად, პოლ ლეფორტი თვლის, რომ ტილოზე საერთოდ არაა გამოსახული სიუჟეტი და წარმოადგენს რაღაც მომენტალური ფოტოგრაფიის სახეობას. უფრო ფართოდ არის გავრცელებული სხვა მოსაზრებები. ერთის მიხედვით, ველასკესმა გამოსახა  ესპანეთის მეფისა და დედოფლის პორტრეტზე მუშაობის მომენტი, როცა სახელოსნოში მათი შვილი შევიდა – ინფანტა მარგარიტა. მეორე ვერსიით – ინფანტა თავად იყო მხატვრის მოდელი, ხოლო მისი უავგუსტესი მშობელები შვილის სანახავად მივიდნენ სახელოსნოში. არის ასევე ფილოსოფიური ინტერპრეტაცია. ასე მაგალითად, ვოლტერ ფონ ლოგა აღნიშნავს, რომ მხატვრის მზერაში გადმოცემულია თავისი გვირგვინოსანი პატრონისადმი მოწიწება და პატივისცემა.

ამის სრულიად საწინააღმდეგო ვერსია გააჩნია ალექსანდრე იაკიმოვიჩს, რომელიც მიიჩნევს, რომ ტილო – ესაა მხატვრის თავისუფლების მანიფესტი, რომელიც განთავისუფლდა  სასახლის კარის პირობითობისა და შეზღუდვებისგან. სიუჟეტის განმარტების ყველაზე საინტერესო ახსნა ეკუთვნის ვლადიმერ კემენოვს, რომელიც  ვარაუდობს, რომ ველასკესმა გამოსახა სურათი სურათში. ის ხატავს „მენინებს“ იმაზე თუ როგორ ხატავს „მენინებს“, სარკისებური ანარეკლის მიხედვით. ამისთვის არსებობს შესაბამისი არგუმენტაციაც.

undefined

ინფანტა მარგარიტა— ესპანეთის მეფის ფილიპე IVდა დედოფალ მარიანა ავსტრიელის ხუთი წლის შვილი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ველასკესი მისი პორტრეტით არის დაკავებული – დიდი ტილო, რომელზეც მუშაობს მხატვარი სრულიად არ შეეფერება პატარა გოგონას გამოსახულებას. ასეთი ზომა (დაახლ. 3X3მ) გააჩნია მხოლოდ„მენინებს“.

undefined

სარკე. მათში ასახულია ინფანტა მარგარიგას მშობლები. ვერსია, რომ ისინი პოზირებენ მხატვარს შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს – არ არის მტკიცებულება, რომ  ასეთი პორტრეტი არსებობს. მეფესა და დედოფალს ყოველთვის ცალ–ცალკე ხატავდნენ. ამასთან, მხატვრის წინ მდებარე ტილოს ზომა არ გამოდგება პორტრეტისათვის.

undefined

დიეგო ველასკესიმხატვრის ერთდერთი, ჩვენამდე მოღწეული ავტოპორტრეტი. 

undefined

გასაღებების აცმა ველასკესის ქამარზე – ნიშანი იმისა, რომ მას სასახლეზე თანამდებობა უკავია: მხატვარი პასუხს აგებს კარებების გაღება–დაკეტვაზე.  

undefined

სანტიაგოს რაინდული ორდენის ჯვარი ველასკესის მკერდზე. ცნობილია, რომ ველასკესი ძალიან ნატრობდა რაინდად კურთხევას. მისი ოცნება ასრულდა „მენინების“ დამთავრებიდან სამ წლის შემდეგ და მხატვარმაც წითელი ჯვარი სპეციალურად მიუხატა თავის კამზოლს. როგორც გასაღებები ქამარზე, ასევე ორდენის ნიშანი ეჭვქვეშ აყენებს იმ ვერსიას, რომ ველასკესი უჯანყდებოდა სასახლის კარის ტრადიციებს.  

undefined

მენინები. მენინები ერქვათ გოგონა–ფრეილინებს.მარჯვნივ დგას დონია იზაბელა დე ველასკო, ხოლო მარცხნივ დონია მარია ავგუსტინა დე სარმენტო.

undefined

დარბაზის შორეული კედლის სურათი.  მარჯვნივ  – „აპოლონი რომელიც მარსიას ტყავს აძრობს“, მარცხნივ – „ათენა და არაქნე“. ორივე მითოლოგიური სიუჟეტია, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ დასაჯეს ოლიმპოელმა ღმერთებმა თავხედი მოკვდავები, რომელთაც მოინდომეს მათთან შეპაექრება სახვით ხელოვნებაში. ველასკესმა გამოსახა თავის თავი ამ სურათთა წინაშე სწორედ ამაღელვებელი მუშაობის მომენტში. იაკომოვიჩის მომხრეთ აზრით, სწორედ ეს უსვამს ხაზს, რომ მხატვარმა თავისი თავი მითოლოგიურ პერსონაჟებთან გააიგივა და ხაზგასმით აღნიშნა მხატვრის უფლება იყოს ყველანაირ შეზღუდვისგან თავისუფალი – მიწიერი ან ზეციური. შევთანხდეთ, რომ ეს ნაკლებად ერგება ველასკესის შეხედულებებს.

undefined

დოქი.თუკი მეფის ბავშვს სურდა წყურვილის დაკმაყოფილება, მაშინ ეთიკეტის თანახმად, წყლით სავსე დოქი მოჰქონდა პაჟს. ჩვენს შემთხვევაში ეს დონია მარიაა. ის დგას  ცალ მუხლზე და მარგარიტას გაუწოდებს ვერცხლის ლანგარს, რომელზეც მომცრო ზომის, წითელი ფერის, თიხის დოქია.

undefined

ინფანტას დუენია (დამრიგებელი) დონია მარსელა დე ულოა. მას ნახევრად მონაზვნული სამოსი აცვია, გარდაცვლილი ქმრისადმი  გლოვის  ნიშნად.

undefined

გვარდადამასი — სასახლის კარის მოხელის თანამდებობაა. იგი ასრულებდა ქალთა საპატიო ესკორდის როლს.

undefined

დონ ხოსე ნიეტო ველასკესიშესაძლოა მხატვრის ნათსავი, გოფმარშალი – სასახლის უფროსი მსახურთუფროსი.

undefined

მარია ბარბოლა – ინფანტას საყვარელი ჯუჯა.

undefined

ნიკოლასიტო პერტუსატო—ჯამბაზი –ჯუჯა.