მნიშვნელოვანი სიახლეები
ანტიკური პოემის ასაკი ვარსკვლავებით დაადგინეს

ანტიკური პოემის ასაკი ვარსკვლავებით დაადგინეს

არლინგტონში ტექსასის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ძველი ბერძენი პოეტის საფოს "შუაღამის პოემის" დაწერის თარიღი გაარკვიეს.

საფოს "შუაღამის პოემაში" ნახსენებია მთვარის ჩასვლა და პლეადების ვარსკვლავები:

მთვარე და პლეადები თვალს მიეფარნენ,

დიდი ხანია შუაღამე დადგა...

 პლეადები კუროს თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავების ჯგუფია. ისინი უძველესი დროიდან იყვნენ ცნობილი. ვარსკვლავების ამ კრებულის პირველი დადასტურებული გამოსახულება ფრანგულ  გამოქვაბულ ლასკოში აღმოაჩინეს.ეს ნახატები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  XVIIIXV ათასწლეულში არის შესრულებული. პლეადებს ახსენებს ჰომეროსი და იგი მოხსენიებულია ბიბლიაში. ათასწლეულების განმავლობაში იგი ჩრდილო ნახევარსფეროში ზამთრის სეზონთან ასოცირდებოდა.

 პლეადები - გაბნეული ვარსკვლავების გროვაა, რომლებიც გიგანტური მოლეკურული ღრუბლისგან დაახლოებით ერთ დროს შეიქმნენ. პლეადები იმითაა საინტერესო, რომ მრავალი ცხელი, კაშკაშა და ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შედგება. მათი დახმარებით ვარსკვლავების ევოლუციის საწყისი ეტაპების შესწავლა ძალიან მოსახერხებელია.

 სტატიის ავტორები იმ ვარაუდს ეყრდნობოდნენ, რომ საფო პლეადებს თავის მშობლიური ქალაქ მითილენადან აკვირდებოდა, რომელიც ლესბოსის კუნძულზე მდებარეობდა. სწორედ აქ გაატარა საფომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ცნობილია, რომ პოეტი ჩვენს ერამდე დაახლოებით  570 წელს გარდაიცვალა, ამიტომაც მკვლევარებმა ეს წელი საფუძვლად აიღესვინაიდან მათ არ იცოდნენ თუ იმ პერიოდში ლესბოსზე დროს როგორც საზღვრავდნენ, ამიტომ მათ დაუშვეს, რომ ამისათვის კლეპსიდრას - წყლის საათს იყენებდნენ. მეცნიერებს უნდა გაერკვიათ პლეადების შუა ღამეს, ანდა უფრო ადრე ამოსვლის დრო და  მათი დანახვის ყველაზე გვიანი დრო. ნაშრომის ავტორებმა პროგრამა Starry Night გამოიყენეს, რათა "შუაღამის პოემისდაწერის სეზონი გაერკვიათ. სისტემა Digistar 5, რომელიც  ტექსასის უნივერსიტეტის პლანეტარიუმში გამოიყენება, საფოს დროს ძველი საბერძნეთის ღამის ცის წარმოსახვის საშუალებას იძლევა.

 მეცნიერების განსაზღვით, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 570 წელს პლეადები შუა ღამეს  25 იანვარს გამოჩნდნენ, ამ თარიღამდე ისინი შუაღამემდეც ჩანდნენ. ამის შემდეგ პლეადები სულ უფრო ადრე და ადრე ამოდიოდნენ და უკანასკნელად მათი დანახვა 6 აპრილს შეიძლებოდა. ანუ  საფოს "შუაღამის პოემა" ან გვიან ზამთარში ანდა ადრე გაზაფხულზე დაიწერა.

 საფო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 630 წელს კუნძულ ლესბოსზე მითილენში ანდა ესოსში დაიბადა და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 570 წელს გარდაიცვალა. იგი ძველ საბერძნეთში ერთ-ერთ უდიდეს პოეტად ითვლებოდა. პლატონი მას მეათე მუზას უწოდებდა. ალექსანდრიის ბიობლიოთეკაში საფოს ნაწარმოებები ათ წიგნად შეკრეს, რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ 170 ფრაგმენტმა მოაღწია, მათ შორის ერთმა ლექსმა სრულად.