მნიშვნელოვანი სიახლეები
არისტოფანეს პიესები: როგორ შექმნა ანტიკური ბერძნული კომედიის მამამ თავისი მემკვიდრეობა

არისტოფანეს პიესები: როგორ შექმნა ანტიკური ბერძნული კომედიის მამამ თავისი მემკვიდრეობა

უძველეს ბერძნულ თეატრში ერთ-ერთი მთავარი დრამატული ფორმა იყო კომედია (დანარჩენი ორი იყო ტრაგედია და სატირა). ალექსანდრიელი გრამატიკოსები კომედიებს სამ ნაწილად ჰყოფდნენ - ძველი კომედია, საშუალო კომედია და ახალი კომედია. ძველი კომედია თარიღდება დაახლოებით ძვ.წ.ა.-ის 450 წლების გარშემო, როცა დემოკრატია დამკვიდრდა ათენში პერიკლეს მიერ. იმ დროს მრავალი დრამატურგი წერდა კომედიებს, მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო არისტოფანე, კაცი რომელიც ხშირად „კომედიის მამად“ იწოდება.

უცნობი პიროვნება პიესის უკან

უფრო ცოტაა ცნობილი არისტოფანეზე, როგორც პიროვნებაზე ვიდრე მის პიესებზე. მის ცხოვრებაზე უფრო მეტს მისი თეატრალური წარმოდგენებიდან ვგებულობთ. მაგალითად ბუნდოვანი მინიშნებაა მის მოგვიანო ნაწარმოებებში, რომ არისტოფანე დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.ა.-ის 446 ან 448 წელს. ასევე ისიც, რომ მის მამას სავარაუდოდ ერქვა ფილიპოსი, რომელიც ცხოვრობდა კუნძულ ეგინაზე. თუმცა, როგორც ჩანს თავად მწერალს განათლება ათენში უნდა მიეღო და დიდი ალბათობით სოფისტი ფროდიკეს მოწაფე უნდა ყოფილიყო.

 undefined

არისტოფანე ომზე

არისტოფანე წერდა იმ პერიოდში, როცა ათენი პელოპონესის ომში იყო ჩართული, ამიტომაც ზოგი მისი კომედია პირდაპირ ეხება ომის თემას. მაგალითად „ჰოპლიტები“ რომელმაც ძვ.წ.ა.-ის 424 წელს ლენაიას ფესტივალში გაიმარჯვა. იქ წარმოდგენილია კლეონის, ათენელი სახელმწიფო მოღვაწის და გენერლის კარიკატურა.

მეორე ნაწარმოებში „ლისისტრატე“ (რაც ნიშნავს ჯარის შემკრებს), რომელიც დაიწერა ძვ.წ.ა.-ის 411 წელს მოთხრობილია თუ როგორ ახერხებენ ბერძენი ქალები ომის შეწყვეტას თავიანთი ლიდერის დახმარებით. ორივე მხარის ქალები მორიგდებიან, რომ უარი განუცხადონ თავიანთ ქმრებს და საყვარლებს სექსზე, თუ არ მოაწერენ ხელს მშვიდობის ხელშეკრულებას.

undefined 

პაექრობა სოკრატესთან, ესქილესთან და ევრიპიდესთან

არისტოფანეს კომედიების თემა მხოლოდ პელოპონესის ომით არ შემოიფარგლებოდა. მაგალითად „ღრუბლებში“, რომელიც ძვ.წ.ა.-ის 423 წელს დაწერა არისტოფანე დასცინის ფილოსოფოს სოკრატეს. იქ ფილოსოფოსი წარმოდგენილია, როგორც სოფისტი, რომელიც „ფიქრების მაღაზიას“ განაგებს. ამ ადგილას ის ასწავლის თავის მოწაფეებს „ლამაზად ლაპარაკის“ ხელოვნებას.

მეორე პიესაში „ბაყაყები“, რომელიც დაიწერა ძვ.წ.ა.-ის 405 წელს ტრაგიკოსები ესქილე და ევრიპიდე მართავენ კამათს, რათა დაადგინონ თუ რომელია მათ შორის უკეთესი პოეტი. ამ დებატებში ადვილი მისახვედრია, რომ არისტოფანე დასცინის და აკრიტიკებს ორივე ტრაგიკოსს. ასევე მიიჩნევა, რომ ეს კომედია ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია.

წარსულში არისტოფანე კრიტიკოსებს ვერ გადაურჩა

არისტოფანე როგორც ჩანს სულაც არ იყო ძალიან წარმატებული დრამატურგი თავის სიცოცხლეში. მისი ნამუშევრებიდან მხოლოდ ერთმა „ბაბილონელებმა“ (ამჟამად დაკარგული) მიიღო დიონისეს დღესასწაულზე გამარჯვება. შესადარებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ სოფოკლეს და ესქილეს მაგალითები. ორივე მათგანმა ხუთჯერ მოიგო პირველი ადგილი ტრაგედიის კატეგორიაში ამ ფესტივალში. თუმცა, არისტოფანეს აქვს წარმატებები ნაკლებად პრესტიჟულ ლენაიას დღესასწაულზე, სადაც პირველი ადგილი სულ ცოტა სამჯერ მიიღო.

undefined

სახელგანთქმული კომედიანტის შექმნილი მემკვიდრეობა

მართალია დღეს არისტოფანე ერთ-ერთი სახელგანთქმული უძველესი კომედიების ავტორია, მაგრამ მისი ნაწარმოებების უმეტესობა ამჟამად დაკარგულია, ან ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ჩვენთვის ცნობილი მისი 40 პიესიდან 11 არის სრული სახით. ასევე მრავალი სხვა ნაწარმოებების პატარა ფრაგმენტებია ხელმისაწვდომი.

არისტოფანეს სტილმა, ანუ სატირიკულმა მიდგომამ სხვადასხვა საკითხებისადმი, გავლენა იქონია ევროპელ მწერლებზე საუკუნეების შემდგომ. ზოგი მათგანი დღევანდელ ცხოვრებასაც კი შეესაბამება. ეს საუკუნო გავლენა დარჩება არისტოფანეს მემკვიდრეობად.