მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში The Beatles-ს "თეთრი ალბომის" იშვიათი ეგზემპლარი 790 ათას დოლარად გაიყიდა

აშშ-ში The Beatles-ს "თეთრი ალბომის" იშვიათი ეგზემპლარი 790 ათას დოლარად გაიყიდა

ფირფიტა რინგო სტარის პირად კოლექციაში შედიოდა. მყიდველის სახელი არ აფიშირდება. ვაჭრობა აუქციონის სახლის Julien's Auctions-ის მიერ კალიფორნიის ქალაქ ბევერლი-ჰილზში გაიმართა.

როგორც Julien's Auctions-ის წარმომადგენელმა განაცხადა ეს აცეტატის ფირფიტა ყველაზე ძვირია იმათ შორის, რომლებიც კი ოდესღაც აუქციონით გაყიდულა. მან "როკ-ნ-როლის მეფის" ელვის პრესლის ფირფიტის რეკორდი მოხსნა, რომელიც ამ წელს 300 ათას დოლარად გაიყიდა.

 შაბათს გაყიდული "თეთრი ალბომის" ეგზემპლარი დიდ ბრიტანეთში 1968 წელს გამოშვებული პირველი ასლია, მისი სერიული ნომერია "A0000001".

ვაჭრობაზე, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა საერთო ჯამში 800-მდე ნივთი იქნა გამოტანილი, რომელბიც რინგო სტარსა და მის მეუღლეს ბარბარა ბახს ეკუთვნოდათ.

როგორც 75 წლის სტარმა განაცხადა, რომ აუქციონის ჩატარების იდეა "გრემის" მუზეუმის თანამშრომლებს ეკუთვნით. "ჩვენ დაგვიგროვდა ბევრი ნივთი, რომელთათვისაც ბოლო 20 თუ 30 წელია ხელიც კი არ გვიხლია", - აღიარა მუსიკოსმა.

 რინგო სტარი (რიჩარდ სტარკი) 1940 წლის 7 ივლისს დაიბადა ლივერპულში. 1960 წელს ჰამბურგში The Beatles-ის მონაწილეებს გაეცნო, ხოლო ორი წლის შემდეგ მის შემადგენლობაში შევიდა. 1969-1970 წლებში, ჯგუფის დაშლის შემდეგ, სტარმა სოლო კარიერა დაიწყო. იგი 30-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.