მნიშვნელოვანი სიახლეები
ათეისტებისგან შერისხული რელიგიური ფილმი „მე არ მრცხვენია“ (+ვიდეო)

ათეისტებისგან შერისხული რელიგიური ფილმი „მე არ მრცხვენია“ (+ვიდეო)

რელიგიური ფილმი „მე არ მრცხვენია“ ათეისტებში ალიაქოთის მიზეზი გახდა. მრავალი მათგანისათვის უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ბოლო სცენა გახდა. ფილმის მიხედვით კოლუმბაინის სკოლის თავდასხმის პირველი მსხვერპლ რაჩელ სკოტს კლავენ, როცა ამბობს, რომ ღმერთი სწამს.

მთავარ სცენაში, დაჭრილ სკოტს მკვლელი ეკითხება „ჯერ კიდევ გწამს ღმერთის?“ რაზეც გმირი პასუხობს „შენ იცი, რომ მწამს“ ამი გამო ბოროტმოქმედი საპასუხოდ მოკვლამდე ეუბნება „ხოდა წადი მასთან“.

ThatAtheistShow.com-ის მიხედვით ეს სცენა არ არის აღწერილი 1999 წლის 20 აპრილის მოვლენებში.

„ეს სირცხვილია, რომ ისინი ფილმს არ არსებული მოვლენის მიხედვით ქმნიან. ამ დღის ჩანაწერებში არ მოიხსენიება მსგავსი შემთხვევა,“ იტყობინება ბლოგი.

ეს დიალოგი დაყრდნობილია მოწმე რიჩარდ კოსტალდოს მონაყოლის მიხედვით, რომელიც სკოტთან იმყოფებოდა, როცა ცეცხლი გახსნეს.

ფილმის პრეზენტაცია თეატრებში პარასკევიდან დაიწყება, თუმცა მან დიდი ყურადღება youtube.com-ზე ჯერ კიდევ 11 თვით ადრე მიიქცია. საიტმა „მე არ მრცხვენია“-ს ტრეილერი წაშალა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ამის გამო ფილმის მწარმოებლებმა   მარკენტიგული ზარალისთვის ჩივილი გადაწყვიტეს.

youtube -ის განცხადებით მათ საიტზე დიდი რაოდენობით ვიდეოები იდება. ხშირად უარყოფითი შეტყობინებები მოსდით სხვადასხვა მათგანზე, რის შედეგადაც მათ  ავტომატურად შლიან. მსგავსი შეცდომის შემთხვევებში კი უკან აბრუნებენ.

ფილმის ტრეილერი youtube.com-ზე ისევ აღდგენილია, თუმცა კომენტარებში მრავალ უკმაყოფილო ათეისტს თავისუფლად წააწყდები.