მნიშვნელოვანი სიახლეები
აუქციონზე გატანილი მოდილიანის ნახატის სავარაუდო ფასი 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება (+ვიდეო)

აუქციონზე გატანილი მოდილიანის ნახატის სავარაუდო ფასი 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება (+ვიდეო)

კრისტის აუქციონმა  გამოაცხადა ამ შემოდგომის გაყიდვების მნიშვნელოვანი ლოტები, რომელთა შორისაც იყო ამადეო მოდილიანის  "Nu Couche" (მწოლიარე ნიუ), რომელსაც შეუძლია მოხსნას იტალიელი მხატვრის რეკორდი.

ჯიოვანა ბერტაცონი, კრისტის აუქციონის სახლის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტული ხელოვნების განყოფილების საერთაშორისო დირექტორი და თავმჯდომარის მოადგილე, აცხადებს, რომ ნახატის სავარაუდო ფასი იქნება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც წინა რეკორდს - 70 მილიონ აშშ დოლარს - აჭარბებს.