მნიშვნელოვანი სიახლეები
აურზაური მანუსკრიპტების გამო: რამ იქონია გავლენა შექსპირის უდიდეს ნამუშევარებზე

აურზაური მანუსკრიპტების გამო: რამ იქონია გავლენა შექსპირის უდიდეს ნამუშევარებზე

ისინი შესაძლოა დაახლოებით 450 წლის წინ დაეწერათ, მაგრამ შექსპირის პიესები სიყვარულსა და ტანჯვაზე ჯერ კიდევ პოპულარულია.

ბრიტანულმა ბიბლიოთეკამ ეხლა 300 მანისკრიპტი, რუკები და ილუსტრაციები გამოაქვეყნა ონლაინში, რათა ეჩვენებინათ თუ რას შეიძლება მოეხდინა გავლენა მწერლის „ჰამლეტსა“ და „ქარიშხალზე“.

ამ ნახატებს შორის არიან მონსტრები, რომლის მიხედვით შესაძლოა კალიბანი შეექმნა, ჯადოსნური სარკე და ოკულტური პამფლეტები, რომლებსაც შესაძლოა „მაკბეტზე“ მოეხდინა გავლენა და სუვენირები ვენიდან. ასევე ერთადერთი პიესის ხელნაწერი, რომელიც შექსპირის ხელით იყო დაწერილი.

undefined

„ჩვენ გვინდოდა მოგვეწოდებინა ონლაინ ვერსია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაინტერესებულია შექსპირით და დავხმარებოდით ადამიანებს, რათა უკეთ გაეგოთ ისტორიული და კულტურული კონტექსტი რაც ტექსტებს უკავშირდება,“ თქვა ფაქ ფლეთჩერმა (Puck Fletcher), რომელიც ეხმარებოდა Discovering Literature site-ის განვითარებას.

ზებუნებრივი თემა ხშირად გვხდება შექსპირის პიესებში დაწყებული „მაკბეტიდან| დამთავრებული „ჰამლეტამდე“.

ონლაინად გამოქვეყნებულ არტეფაქტებს შორის არის ჯონ დის შემორჩენილი პორტრეტები. ის გახლდათ ელიზაბეტის სწავლული, ასტროლოგი და ჯადოქარი, რომელიც ცხოვრობდა 1527 წლიდან 1608 წლამდე  და შესაძლოა ყოფილიყო შექსპირის პროსპეროსთვის შთაგონების წყარო.

„მათ სულიერების სხვანაირი გაგება ჰქონდათ,“ უთხრა MailOnline-ს ანდრეა ვარნიმ, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა.

„მე ვფიქრობს [ელიზაბეტის ეპოქის] ხალხი სიღრმისეულად განსხვავდებოდნენ ამ კუთხით - ისინი დაინტერესებული იყვნენ მოჩვენებებით და სულებით, სერიოზულად უყურებდნენ რელიგიის მნიშვნელობას და ჯოჯოხეთს.“

undefined

ჯონ დის პორტრეტებში შედის ექვსი ფუტის მანუსკრიპტის გრაგნილი, სადაც მცდელობაა მისი საგვარეულოს კავშირი წარმოადგინოს თიუდორებთან.

ონლაინ გამოფენაში ასევე შედის მისი „შავი სულის სარკე“.

ვულკანური შუშისგან გაკეთებული სარკე მექსიკიდან ევროპაში ჩამოიტანეს 1527 და 1530 წლებს შორის, მას შემდეგ რაც ერმანდო კორტესმა დაიპყრო აცტეკთა იმპერია.

ჯონ დისა და პროსპეროს შორის კავშირს ბევრი მიიჩნევს. კოლექციის შორის არის დის წერილი მეფე ჯეიმს I-ის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დი ელიზაბეტ I-ის კარზე დაფასებული იყო, ჯეიმს I  მისი მაგიური სეანსების წინააღმდეგი აღმოჩნდა. ამიტომაც დი სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა.

undefinedundefined

ოკულტური პამფლეტები 1579 წლიდან არის ამ არტეფაქტებს შორის, სადაც გამოსახულია მოხუცი ქალი პატარა დემონით, რომელსაც რქები და კუდი აქვს. მსგავს ნამუშევრებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა ისეთი პერსონაჟების შექმნაზე, როგორიცაა „მაკბეტის“ კუდიანები და კალიბანის კუდიანი დედა სიკორაქსი პიესა „ქარიშხალში“.

გამოფენაში  გვხდება  შუა  საუკუნეების  სიზმართა წიგნი  1400 წლიდან, რომელიც გამოსახავს თუ რა სიზმარს რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და რას წინასწარმეტყველებდეს. სიზმრები და მსგავსი მოქმედებები გვხდება შექსპირის პიესა „ზაფხულის ღამის სიზმარში“.

არტეფაქტებში შედის რუკები, სადაც გამოსახულია იმდროინდელი წარმოდგენა მსოფლიოზე, რომელიც გვხდება შექსპირთანაც.

ამ ხელით დახაზულ რუკებში გვხდება ამერიკელ ინდიელთა შესახებ ერთ-ერთი პირველი წარმოდგენები.

მათ შორისაა ასევე ულამაზესი ხელით დახატული ვენეციის ყოველდღიური ცხოვრება, მსგავს ხელნაწერებს შესაძლოა შექსპირის ისეთ ნაწარმოებებზე მოეხდინა გავლენა, სადაც მოქმედება იტალიაში ხდება.

undefined

ერთ-ერთ  ასეთ წიგნში არის გონდოლას სურათი სახელად „აწიე ფარდა“. ამ მახვილგონივრულ საურათზე გამოსახულია მე-16  საუკუნის  გონდოლაზე  მოცურავე შეყვარებული წყვილი, რომლებიც გონდოლის ფარდის ქვეშ არიან დამალულები.

ეს შესაძლოა „ვენეციელი ვაჭრისთვის“ შთაგონების წყარო გამხდარიყო, სადაც გონდოლა ახალგაზრდული სიყვარულის და აჯანყების სიმბოლოა.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლორენცოსა და ჯესიკას ერთად გაქცევა. ასევე „ოტელოში“  დეზდემონა გონდოლით იპარება მავრთან შესახვედრად და დასაქორწინებლად.

ალექს ვითფილდი, British Library-ს  მენეჯერი ამბობს: „დაწყებული ამერიკელი ინდიელების გამოსახულებით „ახალი სამყაროდან“, დამთავრებული ვენეციის და ლონდონის ქუჩებით, ყველაფრის ნახვა შეიძლება. ეს საშუალებას გაძლევს საკუთარი თვალით გააცოცხლო ის პოლიტიკური, სოციალური და ისტორიული დრო, სადაც შექსპირი ცხოვრობდა და წერდა. გადალახო ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის. მოიტანო ის სამყარო ახლოს, რომელმაც მისი ფანტაზია შექმნა“.

კოლექციაში ასევე შევა ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი, რომელიც შექსპირის ხელით იყო დაწერილი.