მნიშვნელოვანი სიახლეები
ბ. მურილიოს ფერწერული ტილო „ბიჭი ძაღლით“

ბ. მურილიოს ფერწერული ტილო „ბიჭი ძაღლით“

საინტერესოა, რომ ის ვისაც მე-17 საუკუნის ესპანეთის უდიდეს ფერმწერს ეძახიან - ბარტოლომე ესტებან მურილიო - ოჯახში მე-14 ბავშვი იყო და დედის გვარი ასახელა.  მას ხატვა თვით ხუან დე კასტილიომ ასწავლა, რომელიც იტალიელი მხატვრების დიდი თაყვანისმცემელი იყო. იგი ბარტოლომეს არქიტექტურული ძეგლების და ქანდაკებების ხატვას ასწავლიდა, რომლებიც დროში გაყინულებს გვანდნენ. მაგრამ მურილიო ერთ-ერთი იმათგანი იყო ვინც სიცოცხლეს აფასებდა მის ყველა გამოვლენაში.

იგი ხატავდა წარმტაც და ლეგენდარულ სიუჟეტებს საეკლესიო თემატიკიდან და საოჯახო ცხოვრებიდან. ის სევილიაში ყველაზე "ჰიტური" მხატვარი გახდა. მის ნახატებს ითხოვდნენ ღარიბებიც და მდიდრებიც. მდიდრები მურილიოს არნახულ თანხებს უხდიდნენ, ღარიბებისგან კი იგი ფულს არ იღებდა. იგი მათ სახეებში ახალ ტიპაჟებს ეძებდა - მხატვარი მდიდარი იყო.

მურილიოს სევილიაში სამხატვრო აკადემიის დაარსება სურდა, მაგრამ მარცხი განიცადა.

 ამის მიუხედავად მას კლიენტები არ დაუკარგია, რომლებიც მისი ნამუშევრების რეალიზმს დიდად აფასებდნენ. ისინი მხოლოდ მკვეთრი ფორმებით კი არა, არამედ სულიერი ძალით, ემოციური სახეებით და ენერგიით სავსე ცხოვრებით გამოირჩეოდნენ.

 მურილიო უკვე მაშინ იყო ცნობილი როგორც ლირიული მხატვარი, რომელიც გამომხატველ სახეებს ხატავდა, ხაზს უსვავდა განწყობის ინტიმურობას. იგი უბრალო ადამიანებს განსაკუთრებულად გულთბილებს ხატავდა და ამით ზოგადად მათ იდეალიზაციას უწევდა პროპაგანდას.

 ესპანური რელიგიურობა არ უშლიდა მხატვარს დაეხატა მათხოვრები, ვაჭრები და რაღა თქმა უნდა ბავშვები, რომელთა პროტოტიპებს იგი ქუჩაში პოულობდა. უბრალო საყოფაცხოვრებო სცენები - აი პირველ რიგში რითი იყო ცნობილი მურილიო.

 ასეთი შემოქმედების ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება ნახატი "ბიჭი ძაღლით", რომელზეც ღარიბი ბავშვია გამოსახული. ჩვეულებრივ თარგზე შეკერილი მუქი ქურთუკი, ყვითელი ჟილეტი და თეთრი პერანგი - აი უბრალო ხალხის ტრადიციული სამოსი. ბიჭს ხელში კალათი უჭირავს, რომელშიც თიხის ჭურჭელია, თვალებში კი ისეთი ბედნიერება ჩანს, როგორიც მხოლოდ ბავშვობაში იცის ხოლმე. იგი გულღიად იღიმება და იმდენ დადებით ენერგიას აფრქვევს, რომ თვითდაუნებურად თქვენც გაგეღიმებათ.  დაგატყვევებთ ძაღლი, რომელსაც ნახატის გმირი სასუსნავს სთავაზობს - იგიც სიხარულითაა აღსავსე და ერთგულად უყურებს პატრონს. ეს ცხოველი უჯიშოა, ასეთი ასობით დარბის სევილიის ქუჩებში, ამის მიუხედავად იგი მაყურებელს იზიდავს.

 მიუხედავად ბიჭის ეშმაკური გამოხედვისა, მას მაინც უპოვნია დრო თავისი  ძაღლისათვის, თავისი მეგობრისათვის. იგი სავსეა სიცოცხლით, მოძრაობით და ბედნიერებით, მურილიომ კი ამ ტილოზე შესანიშნავი კოლორიტული ბალანსის დემონსტრაცია მოახდინა. ლურჯი ცა და ბიჭის ყვითელი ჟილეტი ჰარმონიულად ეხამება ქურთუკის ყავისფერს.  მიაქციეთ ყურადღება თუ როგორ გადადის ცის სილურჯე ნაცრისფერში და უერთდება ჰორიზონტის ხაზს.

 ბიჭი ხელს იშვერს ძაღლისკენ, თითქოს მისი მოფერება სურსო, ძაღლი კი ამას მხოლოდ მიესალმება - იგი ეტყობა დიდხანს ელოდა პატრონს. მისი სხეული მიართულია შესახვედრად და თითქოსდა ცოტაც და თავად შეეხებაო ცხვირით პატრონის ხელს. მხატვარი ეტყობა თვითონ გახდა ამ საყოფაცხოვრებო სცენის მოწმე და ამ ღია მეგობრობით აღფრთოვანებულმა თითქოსდა დეტალებს ყურადღებას აღარც აქცევსო და ყურადღებას უფრო ბიჭის ფიგურას და მის ოთხფეხა მეგობარს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. კომპოზიციის ასეთი ლაკონურობა, მურილიოს დამახასიათებელი თვისებაა.

 "ბიჭი ძაღლით" - მურილიოს სწორედ ის იშვიათი ტილოა მისი შემოქმედების გვიანი პერიოდიდან, რომელშიც არაა პათოსი და დამყარებულია ამ წამიერებას.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების თანამედროვე ისტორიკოსების თეორიით, სწორედ ეს ბიჭი დახატა მურილიომ მეორე ტილოზე "ბიჭი ფანჯარაში", რომელიც ახლა ლონდონის ეროვნულ გალერეაში იმყოფება.

 მურილიო მე–17 საუკუნის ყველაზე ამოუცნობი ესპანელია, მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ მკითხაობა და თეორიების განვითარება შეიძლება. იქნებ ამიტომაც იგი თავის ნამუშევრებს თარიღებს არ აწერდა. მისი შემოქმედება ეს ნახატია დროის გარეშე, ისინი თავის ცალკე ცხოვრებით ცხოვრობენ განსაკუთრებულ სივრცეში, რომელშიც შესვლა მხოლოდ გულღია ადამიანს შეუძლია.

სრულად მურილიოს ნახატების აღქმა შეიძლება მხოლოდ იმ დროის ესპანეთის კულტურასთან, მის ისტორიულ განვითარებასთან კონტექსტში. დიახ ეს ადამიანი  რელიგიური იყო და მისი ყველა ანგელოზი და მადონა ბრწყინვალეა.  იგი ქმნიდა პერიოდში როცა რელიგიურ შუა საუკუნეებს, რენესანსი ცვლიდა. ესპანეთი ხომ ის ქვეყანაა რომელმაც ყველაზე ბოლოს დააღწია თავი ინკვიზიციას და ეკლესიის ყოვლის შემძლეობას. სწორედ ამას ადასტურებს მურილიოს მთელი შემოქმედება. მისი ნახატები ეს ისაა რაც სურდა ყოველ ესპანელს: ბავშვების ნათელი სახეები, ბრწყინვალე ანგელოზები და მშვენიერი მადონები. ისინი არიან ყველა კეთილის და მშვენიერის აღმნიშვნელები, რაც კი არის სამყაროში თანამედროვე ადამიანისათვის.