მნიშვნელოვანი სიახლეები
„ბარი „ფოლი-ბერჟერში“: 10 ფაქტი

„ბარი „ფოლი-ბერჟერში“: 10 ფაქტი

ნახატში „ბარი „ფოლი-ბერჟერში“, რომელიც ედუარდ მანემ სიკვდილის წინ დახატა, შთამომავლობას გამოცანა დაუტოვა: „არასწორ“ სარკეში სულ სხვა რეალობაა ასახული. მაგრამ სადაა აქ ოცნება და საც რეალური ცხოვრება?

მანეს ასე ძალიან არც ერთი ტილოს დახატვა არ გასჭირვებია. ყოველი მოძრაობა მას აუტანელ ტკივილს აყენებდა, ფეხზე ძლივს იდგა სისუსტისგან... მხატვრის ორგანიზმის სიფილისი ხრავდა. პარიზელთათვის პოპულარულ  ბარ „ფოლი-ბერჟერში“  მანე ჩანახატების გასაკეთებლად დადიოდა. როცა სიარული გაუჭირდა, თავის სახელოსნოში ბარის ასლი დაამზადებინა და მის უკან სარკეც დააკიდებინა. მუშაობდა მჯდომარე. „ბარი „ფოლი-ბერჟერში“ მისი ბოლო დიდი ნამუშევარი გახდა. მხატვარი ტილოს დასრულებიდან ერთ წელიწადში, 1883 წელს გარდაიცვალა.

 შეიძლება ითქვას, რომ ეს მანეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო საიდუმლოებით მოცული ტილო არის. არაა აუცილებელი ოპტიკის მცოდნე იყოთ, რომ მაშინვე შეამჩნევთ: ბარმენი ქალის ანარეკლი სარკეში „არასწორია“, იგი მარცხნივ ძლიერ არის წანაცვლებული. სარკე ტილოზე რეალობას კი არ იმეორებს, არამედ მას ორ ნაწილად ხლიჩავს.  ტილოს გმირი გარშემო არსებული რეალობიდან მოწყვეტილია. იგი მარტო დგას და თავის ფიქრებში არის ჩაფლული. მაგრამ სარკის ჩარჩოს მეორე მხარეს იგი თითქოსდა შერწყმულია კლიენტების ზღვასთან, მინდობილად არის დახრილი ერთი მათგანისკენ, რომელიც სავარაუდოთ მხოლოდ დასალევად არ შემოსულა.

1 პუბლიკა.კლიენტებსშორისმანემთავისიმეგობრებიჩახატა: ქალიყვითელიხელთათმანებით - მერილორანია, მაღალი წრის ქალბატონი. მის გვერდით მსახიობი ჟანნა დე მარსი და მხატვარი გასტონ ლატუშია.

2 გოგონა. მხატვარს „ფოლი-ბერჯერიდან“ ნაცნობი ბარმენი ქალი, სახელად სიუზონი პოზირებდა. ამ ბარის მომსახურე გოგონებს მწერალი გი დე მოპასანი, მანეს თანამედროვე ტყუილად არ უწოდებდა „სასმელებისა და სიყვარულის გამყიდველებს“.  კურტოს ინსტიტუტის თანამშრომლები - რობერტ ბრიუს-გარდნერი, ჯერი ჰედლი და ქეროლაინ ვილერსი - თვლიან, რომ მთავარი გმირის გამოსახულების  სარკეში „გაორებით“ მანემ მის ორმაგ ცხოვრებაზე მიგვითითა.

3 ყვავილები.  გოგონას მკერდზე ჭკნობა შეპარული ვარდები ალბათ წარმავალი სილამაზის სიმბოლოა, ისევე როგორც ჰოლანდიურ და ფლამანდურ ნატურმორტებში vanitas-ი.

4 სარკე. Vanitas-ის ჟანრში იგი ამქვეყნიური ამაოების სიმბოლოა. სარკეში გაბრდღვიალებული დარბაზის და გამოპრანჭული საზოგადოების გამოსახვით მომაკვდავი მხატვარი დარდობდა  „ფოლი-ბერჟერში“ გართობაზე. მაგრამ ესმოდა, რომ ეს ყველაფერი ხანმოკლეა, ისევე როგორც მისი დარჩენილი სიცოცხლე. თუმცა ვარიეტე „ფოლი-ბერჟერი“ ჩვენს დროსაც კვლავ განაგრძობს მუშაობას იგივე შენობაში.

მამაკაცი. მანესთვის მისი მეგობარი მხატვარი-ბატალისტი ანრი დიუპრე პოზიორობდა.

6 სანათები. ევროპულ ფერწერაში ელექტრონათურების პირველი გამოსახვა - იმ დროს სიახლე იყო.

7 აკრობატი.  „ფოლი-ბერჟერში“ არა მხოლოდ კონცერტებს, არამედ სპექტაკლებს და საცირკო წარმოდგენებსაც მართავდნენ.

 8 ლუდი. ეტიკეტზე სამკუთხედის მიხედვით  ეს ინგლისური ნათელი ლუდი Bass-ი უნდა იყოს, რომელსაც მაშინ უმსხვილესი ლუდის კომპანია აწარმოებდა. გერმანულზე წინ ინგლისური ლუდის დაყენება, ხელოვნების ისტორიკოს კენეტ ბენდინერის აზრით „ფოლი-ბერჟერის“ ადმინისტრაციის, ანდა თავად მხატვრის ანტიგერმანულ განწყობაზე მიუთითებდა, რომელიც საფრანგეთ-პრუსიის ომში მათი ქვეყნის დამარცხებაზე მიუთითებდა.  ლუდი Bass-ი დღემდე ისხმება.

 9 ფორთოხლები. ხელოვნების ისტორიკოსი ლარი ლიგო აღნიშნავს, რომ ფორთოხლები მანეს ხელოვნებაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ასოცირდება.

10 შამპანური ბოთლები ყინულიან სათლში არ დევს, როგორც ეს წესად არის მიღებული. ეტყობა მანეს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი ბარმენ გოგონას გვანან - ისეთივე გასაყიდად გამოტანილ საქონელს წარმოადგენენ.