მნიშვნელოვანი სიახლეები
ბატონ როჩესტერის თავშესაფარი. (+ვიდეო)

ბატონ როჩესტერის თავშესაფარი. (+ვიდეო)

 დრამატული შუა საუკუნეების სამამულო სახლი, სადაც გათამაშდდა შარლოტა ბრონტეს კლასიკური რომანტიკული ისტორია

ჰავორტი დასავლეთ იორკშაირში დები ბრონტეების სინონიმია, მაგრამ მხოლოდ ექვსი მილის მოშორებით არის თორნტონის სოფელი, რომელსაც აქვს ისეთივე და შესაძლოა უფრო მეტი პრეტენზია ლიტერატურულ ოჯახზე – ესაა ადგილი სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ. თორნტონის სამამულო სახლი, შვიდ საძინებლიანი საკუთრება, განლაგებული სოფლის გულში, დიდ ტერიტორიაზე ითვლება თორნფილდის სასახლის საფუძველად, ბატონი როჩესტერის სახლად შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარიდან.

undefined

თავად შარლოტა თავის დებთან: ჯეინთან და ანასთან ერთად ადრეულ წლებში ცხოვრობდა ჭირვეულ ძმასთან ბრანველთან, თორნტონის სამამულო სახლის მოპირდაპირე მხარეს. ამ საკუთრების ახლოს იდგა სამრეკვლო, სადაც მსახურობდა პატრიკ ბრონტე.

თორნტონის სამამულო სახლი თარიღდება შუა საუკუნეების პერიოდით, აქ ცხოვრობდნენ უაითექერების ოჯახი 1980–იანი წლების დასაწყისიდან – და ბარი უაითექერმა, ყოფილი ქსოვილების მანქანების ფირმის უფროსმა, რომალმაც თავისი საქმე  სახლის დიდი ხნის ისტორიის მცველობა გახადა.

მე–16 საუკუნეში მამულის მფლობელი იყო სერ რიჩარდ ტემპესტი, ჰენრი VIII–ის რაინდი და გვიან მე–19 საუკუნეში როცა მეზობელი ბრონტეები მოვიდნენ და წავიდნენ, ეს იყო ბრადფორდის ქსოვილების მაგნეტის ჯონ ფოსტერის რეზიდენცია. მან თავიდან ააშენა შენობის ზოგი დანგრეული ნაწილი.

„თორნტონი ძალიან მნიშვნელოვანია ბრონტეებისთვის და რადგან დები უყურებდნენ ამ სამამულო სახლს თავიანთი მშობლიური სოფლიდან მიიჩნევა, რომ მას გავლენა უნდა მოეხდინა შარლოტაზე როცა ის წერდა ჯეინ ეარს,“ თქვა ბარიმ.

undefinedundefined

ახალი და ძველი ისტორიის მიხედვით შენობა ორი ეპოქის ნარევია. ის ფასდდება 850 000 გირვანქა სტერლინგად. აქ არის ბუხარი, რომელიც შუა საუკუნეებისაა, მაგრამ აქვს განსაკუთრებული მორთულობა.

„მამული ხელახლა აშენდა 1570 წელს და ბიბლიოთეკის ბუხარი კი, ამაზე ადრეულია. როცა ფოსტერმა იყიდა ეს ადგილი, მან მოიყვანა უილიამ მორისი, რომ შეექმნა მოჩუქურთმებული მორთულობა ბუხრისთვის,“ ახსნა ბარიმ.

გარდა მათი კავშირისა ბრონტეებთან, ეს სახლი ასევე უკავშირდება მატყლის ინდუსტრიასაც, რომელმაც ბრანდფორდი გახადა ერთ–ერთი უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში ინდუსტრიული დიდების უმაღლესი მწვერვალისას.

ბარიმ თქვა: „ადრე ამბობდნენ, რომ წინა საუკუნის გადატრიალებისას ბრადფორდში უფრო მეტი როლს–როისები, იყო ვიდრე ლონდონსა ან მანჩესტერში.“

სანამ დიდების დღეები გასულია, თორნტონის სამამულო სახლი ითმენს. ასევე შვიდი საძინებელი და ბიბლიოთეკა, მდიდრულად მოწყობილი სამზარეულო, მისაღები ოთახი, საცხოვრებელი ოთახი, სასადილო და სასაუზმო სამზარეულო მომარაგებული დიდი გაზქურით, კიბეებით რომელსაც ჩაყავხარ გუმბათოვან მარანსა და საქვაბე განყოფილებაში. ტიპიური სასადილო ოთახი აგენტის დახასიათებით არის „სამუზეუმო ადგილივით“, დიდი ღუმელით და მდიდრული მუხის იატაკით.

სახლთან მიახლოებისას მნახველს მართლაც გაუჩნდება შეგრძნება თითქოს ბრონტეების დროში გადავიდა; ბრონტეების საზოგადოების წევრები მისი ხშირი მნახველები არიან წლების განმავლობაში. აქ შეიგრძნობა სახლის დიდი ხნის ისტორია – ხეხილი ბაღში 1638 წლით თარიღდდება და ბაღის კედლები ითვლის ოთხ შუა საუკუნეების კედლის ნიშას.

შენობის მარჯვნივ მდებარეობს ვიქტორიანული ფორნის შესანახი. ის შეიძლება გამოდგეს როგორც ფარეხად მანქანებისთვის და ასევე სამი ცხენის დასაბინავებლადაც დარჩეს ადგილი. აქ ასევე არის სათივე, სადაც კიბით ახვალ.

ეხლა როცა უათექერების ოთხი შვილი გაიზარდა და დატოვეს მამული – ორი ამერიკაშია, ერთი საფრანგეთში – წყვილმა გადაწყვიტა, რომ მათ უნდა შეემცირებინათ საცხოვრებელი სახლი.

ბარიმ თქვა: „თორნტონი საყვარელი პატარა საზოგადოებაა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი სულ რამოდენიმე მილითაა ბრადფორდიდან, ჰალიფაქსიდან და ლიდსიდან მოშორებით. ძალიან კარგი სკოლები და მაღაზიებია ახლო–მახლო, არადა სახლიდან მოხლოდ რამოდენიმე მილის გავლა მოგიწევს.“

უათექერები უფრო ხშირად მოინახულებენ თავიანთ მიმოფანტულ შვილებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მოენატრებათ თორნტონის სამამულო სახლი.

ბარი ამბობს: „ზაფხულობით ბაღებში ძალიან სასიამოვნოა. სასადილო ოთახი გადმოყურებს საჩოგბურთო მოედანს და სოფლის მხარეს. ეს ასევე საუკეთესო ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად.“