მნიშვნელოვანი სიახლეები
ბერძენი ქალის დამშვიდობება: რემბრანტის ნახატში დაშიფრული 13 სიმბოლო

ბერძენი ქალის დამშვიდობება: რემბრანტის ნახატში დაშიფრული 13 სიმბოლო

პაემანის წინათგრძნობა – მოსაწყენი და გაცვეთილი თემაა, გაიფიქრა რემბრანტმა, ყველა ქალი ამ მომენტში ერთნაირია. აი პაემანის შემდეგ კი... შემდეგ კი შეიძლება ქალებში რაღაც საინტერესო დაინახო

 undefined

1.დანაე. როგორც რენტგენის სურათმა აჩვენა, თავიდან მეფის ასულის სახე სასკიას – რემბრანტის ცოლის სახეს ჰგავდა, რომელიც 1642 წელს მოკვდა. ნახატის ფინალურ ვარიანტში იგი უკვე გერტიე დიქს – რემბრანტის საყვარელს ჰგავს, რომლეთანაც მხატვარი ცოლის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა.

undefined

2.ხელის ჟესტი. „დანაეს“ პირველ ვარიანტში მეფის ასულის ხელი დაბლა იყო დაშვებული, თითქოსდა საყვარელს ეძახისო თავის სამყოფელში, ეხლა კი ჩვენ გამოსამშვიდობებლად გაწვდილ ხელს ვხედავთ, – დანაე ემშვიდობება საყვარელს.

undefined

3.ოქროსფერი ნათება – მხატვარმა სურათზე ზევსი ამგვარად გამოსახა.

undefined

4.ამური. რემბრანტმა  სიყვარულის ღმერთი ატირებული გამოსახა იმის ნიშნად, რომ ზევსის და დანაეს სიყვარული ხანმოკლე იყო. ტყუილად ელოდა მეფის ასული საყვარელს – ოლიმპოს მეფე მასთან აღარ დაბრუნდა.

undefinedundefined

5.თეთრი გადატკეცილი ლოგინი დანაეს უბიწოების სიმბოლოა. აღორძინების ხანიდან ბერძენ მეფის ასულში ღვთისმშობელ მარიამის სახეს ხედავდნენ: ვიტომდა დანაესაც მისტიკურად, ქალწულობის დაკარგვის გარეშე ჩაესახა.

undefined

6.მარგალიტების სამაჯური. მარგალიტი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სამკაულად ითვლება.

undefined

7.მარჯნის სამაჯური მიუთითებს დანაეს შვილზე პერსევსზე, რომელიც მას ზევსისგან ეყოლებ. მარჯანი მედუზა გორგონას დამმარცხებლის სიმბოლოა: ლეგენდის მიხედვით, მარკანი პერსევსის მიერ მოკლულიგველეშაპის სისხლისგან წარმოიშვა.

undefined

8.ზურმუხტის ბეჭედი – უბიწოებისკიდევ ერთინიშანი, აგრეთვე მოკვდავი ქალის და ღმერთის შეერთების მისტიური სიმბოლო.გახდილი ფეხსაცმელი. ქალის მორჩილების სიმბოლო.

undefined

9.გახდილი ფეხსაცმელი. ქალის მორჩილების სიმბოლო.

undefined

10.საწოლის ფეზებზე არწივის თავები. არწივი ზევსის სმბოლო და თანმხლები იყო.

undefined

11.მოახლე ქალი დანაეს ისტორიაში მაჭანკლის როლს ასრულებდა.სწორედ მან აჩვენა ზევს გზა ქალბატონის საძინებლისკენ, რისთვისაც მეფე აკრისიოსმა სიკვდილით დასაჯა. მოახლის თავზე მაქმანებით გაწყობილი ქუდის მაგივრად მუქი ბარხატის ბერეტი ახურავს. ფრანგი ხელოვნებათმცოდნის პოლ დეკარგის აზრით მოახლე–მაჭანკალში რემბრანტმა საკუთარი თავის გამოსახა (ავტოპ[ორტრეტებში იგი ხშირადაა ბერეტით).

undefined

12.გასაღებების შეკვრა მოახლის ხელში – ეს მოახლის უშუალო მოვალეობაზეც მიუთითებს, მას ხომ მეურნეობა აბარია, და ამავე დროს მამაკაცურ საწყისზეც მიუთითებს (ისევე როგორც კლიტე ქალურზე) – კიდევ ერთიმინიშნება მაჭანკლობაზე.

undefined

13.ქისა – ღწვთიური წყალობის ნიშანი. მასშიმოახლემ ის მონეტები მოაგროვა, რომელიც ზევსმა მოაბნია დანაეს საძინებელში წასვლისას.

ზევსის კოშკი დამწყვდეულდანაესთან შეღწევის სიუჯეტი, XVI–XVII  საუკუნის ევროპელ მხატვრებში საკმაოდ პოპულარული იყო. ისინიმეფის ასულს გამოსახავდნენ საწოლზემწოლარეს ოქროს მონეტების წვიმის ქვეშ – ასეთი სახით ეწვია ბერძნის ქალის სილამაზით დატყვევებული ზევსი. საკუთარი ასული კოშკში აკრისიუსმა გამოამწყვდია: ასე სურდა მას აეცდინა ბედისწერა. მას ხომ შვილიშვილის ხელით სიკვდილი უწინასწარმეტყველეს. მაგრამ დანაემ ზევსისგან პერსევსი გააჩინა. გაბრაზებულმა აკრისიუსმა   ბრძანა ასული და შვილიშვილი კიდობანში ჩაესვათ და ზღვაში გადაეგდოთ. კიდობანი მეთევზეებმა  დაიჭირე სბადით, წინასწარმეტყველება ახდა წლების შემდეგ: სპორტული შეჯიბრის დროს პერსევსმა უშნოდ გასტყორცნა დიკო და ბაბუა მოკლა.  რემბრანტის „დანაე“ (1636–1647), რომელიც ეხლა ერმიტაჟში ინახება, არ ჰგავს წინამორბედთა ნამუშევარს (სურათის სახელწოდება ცნობილი გახდა 1656 წელს, მხატვრის ქონების აღწერის შედეგად). მთავრი განსხვავება – ოქროს წვიმა არსადა სჩანს, ამიტომ XIX—ХХ საუკუნიის პირველნახევარში ხელოვნებათმცოდნეები ბევრს კამათობდნენ: რემბრანდტმა მართლა დანაე გამოსახა თუ სხვა სიუჟეტია ნახატზე, მაგალიტად მარსის მომლოდინე ვენერა? ზოგი ვერსიით რემბრანტს იმპერატორ კლავდიუსის მეურლე მესალინა ჰყავდა გამოსახული, განტქმული თავისი გარვნილებითა და შეუბრალებლობით. მარტალია ასეტი ვერსიები ნახატზე გამოსახულ სიმბოლოებთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.

დავა გადაწყდა 1960 წელს, როცა ნახატი რენტგენის სხივებით გააშუქეს. გამოირკვა, რომ ნახატის ქვეშ უფრო ადრეული ვარიანტი იყო (დაახლოებით 1636 წლის), რომელზეც ოქროს წვიმა იყო დახატული! ბოლო ვარიანტშიმხატვარმა ოქროს წვიმა ოქროს ნათებით ეცვალა. რემბრანტმა არა დანაეს და ზევსის შეხვედრის არამედ განშორების სცენა დახატა, როცა ღმერთი უკვე ტოვებს მეფის ასულის საძინებელს: სტიქიამ გადაიღო,  დარჩა მხოლოდ ნათება.

წინამორბედების ნამუშევარს არ ჰგავს არც მანერა, რომელშიც რემბრანტმა დანაეს სხეული გამოსახა: ეს არაა ცივი, მარმარილოს ანტიკური, არამედ თბილი, ოჯახური სილამაზეა. რად რირს მარტომეფის ასულის მუცელი, არაპროპორციულად დიდი, გამოკვეთილად მოშვებულიკუნთებით. გერმანელი ხელოვნებათმცოდნე კარლ ნეიმანი აღნიშნავდა ამის თაობაზე: „სიშიშვლეს ხშირად გამოსახავენ უფროლამაზად, მაგრამ არა ასე ბუნებრივად, ჭეშმ,არიტად, განსაცვიფრებლად, მგრძნობიარედ როგორც რემბრანტის ამ ნახატში“.