მნიშვნელოვანი სიახლეები
ბეთჰოვენის ავადმყოფი გული მისი მუსიკის რიტმს ადგენდა?

ბეთჰოვენის ავადმყოფი გული მისი მუსიკის რიტმს ადგენდა?

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცნობილი ნაწარმოებების ახლებურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ მის არათანაბარ გულის რიტმს შესაძლოა მისი მუსიკის რიტმი შეექმნა.

კარდიოლოგმა, მედიცინის ისტორიკოსმა და მუსიკათმცოდნემ გამოიკვლია ბეთჰოვენის რამოდენიმე ნაწარმოები, მათ შორის 130 op.–ის N13 B dur სიმებიანი კვარტეტის ბოლო ნაწილი „კავატინა“.

„მისი მუსიკა შეიძლება ყოფილიყო როგორც მეტაფორულად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით გულისდამწველი,“ განაცხადა თანაავტორმა ჯოელ ჰოველმა, რომელიც გახლათ მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო  სკოლის პროფესორი ზოგად მედიცინაში და მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის და ინოვაციის ინსტიტუტის წევრი.

„როცა შენი გული არათანაბრად ძგერს გულის დაავადებების გამო, ის ამას აკეთებს გარკვეული კანონზომიერებით. ჩვენ ვფიქრობთ მისი მუსიკის ზოგ ნაწყვეტებში ეს ისმის.“

„კავატინაში“ მუსიკა უცებ იცვლება სევდიანი და მუქ ფერებში თავისუფალი რიტმით. ეს შესაძლოა იყოს არათანაბარი გულის ფეთქვის მიხედვით. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს,  ბეთჰოვენის შენიშვნა, რომ ეს ნაწილი უნდა დაიკრას “beklemmt“–ით, გერმანულად ნიშნავს „მძიმე გულით“, თუმცა, ეს სიტყვა შესაძლოა ითარგმნოს  მწუხარებით ან აქცენტით დაკვრადაც.

“beklemmt“ შესაძლოა ნიშნავდეს სევდასაც, მაგრამ ის ასევე შეიძლება გადმოსცემდეს იმ გრძნობებს, რომელიც ბეთხოვენს გულზე ზეწოლის გამო ჰქონდა.

„არითმიის ხარისხი ამ ნაწყვეტში ეჭვს არ ექვემდებარება,“ დაწერეს მკვლევარებმა ჟურნალ „Perspectives in Biology and Medicine”. მკვლევართა გუნდის სხვა წევრები იყვნენ ზაჩარ გოლდბერგი, კარდიოლოგი ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. ასევე, სტივენ ვითინგი მუსიკათმცოდნე და ბეთხოვენის ექსპერტი მიჩიგანის უნივერსიტეტის მუსიკის,დრამის და ცეკვის სკოლაში.

ჯგუფის შესწავლილი ნაწარმოებების სხვა ნაწყვეტებში, ასევე იყო ნაპოვნი არითმიული ნიმუშები. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერასდროს დამტკიცდება, რომ რაც ბეთხოვენმა ფიზიკურად შინაგანად იგრძნო, ასახვა ჰპოვა მის მუსიკაში.

მაგრამ ჰოველმა განაცხადა, „ერთიანობა ჩვენს გონებასა და სხეულს შორის ქმნის სამყაროს ჩვენეულ აღქმას. ეს განსაკუთრებით ჩანს ხელოვნებასა და მუსიკაში, რომელიც ასახავს ადამიანთა უამრავ გამოცდილება.“