მნიშვნელოვანი სიახლეები
ბიჭი თუ გოგო?

ბიჭი თუ გოგო?

პაბლო პიკასოს ტილოზე „გოგონა ბირთვზე“ თავიდან ბიჭი იყო გამოსახული.

მონმარტზე, ბოჰემისა და ღარიბების კვარტალში ესპანელი პაბლო პიკასო თავს მონატესავე სულებს შორის გრძნობდა. 1904 წელს იგი საბოლოოდ გადაბარგდა პარიზში და კვირაში რამდენიმეჯერ მედრანოს ცირკში იკარგებოდა, რომლის ხელმძღვანელიც მხატვრის თანამემამულე,  მაყურებლის საყვარელი კლოუნი ჟერომ მედრანო იყო. პიკასო ცირკის მსახიობებს დაუმეგობრდა. სწორედ მაშინ დაიწყო მან დიდი ტილოს ხატვა ცირკის მსახიობების შესახებ. ნახატზე ბირთვზე შემდგარი აკრობატი-ბავშვი იყო გამოსახული, რომელსაც მოზრდილი ამხანაგი უყურებდა. მაგრამ მუშაობის პროცესში ჩანაფიქრი რამდენჯერმე შეიცვალა. 1980 წელს შესრულებულმა რენტგენოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მხატვარმა რამდენჯერმე მთლიანად გადახატა ტილო. საბოლოოდ „აკრობატის ოჯახში“ ბირთვზე შემდგარი ბიჭი უკვე აღარა ჩანს. ესკიზებში შემორჩენილი ეპიზოდი მხატვარმა მეორე, უფრო პატარა ტილოში ასახა - „გოგონა ბირთვზე“. ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნის ჯონ რიჩარდსონის სიტყვებით (იგი პირადად იცნობდა პიკასოს) მხატვარმა ეკონომიის მიზნით იგი მამაკაცის გადაღებილი პორტრეტის მეორე მხარეს დახატა, ვინაიდან მთელი თანხა „აკრობატის ოჯახის“ ტილოზე და საღებავებზე დაიხარჯა.  

 რუსეთში „გოგონა ბირთვზე“ უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე დიდი ნახატი. იგი 1913 წელს მეცენატმა ივანე მოროზოვმა შეიძინა და ამგვარად მოსკოვში მოხვდა.

 1 გოგონა. მოზარდის პოზა ნატურიდან არ უნდა იყოს დახატული: გამოცდილი აკრობატიც კი ვერ გაჩერდება ამ პოზაში რამდენიმე წამზე მეტს. ჯონ რიჩარდსონის აზრით მხატვრის შთაგონების წყაროს 1888 წელს შესრულებული იოჰანეს გეტცის ქანდაკებაში „ბიჭი, რომელიც ბირთვზე ბალანსირებს“ წარმოადგენდა. ამ სიუჟეტის პირველ მონახაზებში, რიჩარდსონის აზრით, ბიჭი იყო და არა გოგონა.

 2 ბირთვი. ერმიტაჟის წამყვანი მეცნიერ მუშაკი ალექსანდრე ბაბინის აზრით ბირთვი, რომელზეც აკრობატი ბალანსირებს - ეს პიკასოს აზრით ბედის ქალღმერთის კვარცხლბეკია. ფორტუნას ტრადიციულად  ბირთვზე ანდა ბორბალზე მდგარს გამოსახავდნენ, რომელიც ამით ადამიანური ბედნიერების არამდგრადობას გამოსახავდა.

 3 ათლეტი. რიჩარდსონის აზრით პიკასოს მედრანოს ცირკის მსახიობი პოზირებდა. ძალოსანის ფიგურა მხატვარმა გეომეტრიული სპეციალურად  გახადა. ამით მან ახალი მიმართულების - კუბიზმის შექმნა დააანონსა, რომლის მამამთავარიც თვითონ იყო.

4 ვარდისფერი. 1904-დან 1906 წლამდე პერიოდი პიკასოს შემოქმედებაში „საცირკოდ“ ანდა „ვარდისფრად“ არის სახელდებული.  XX საუკუნის ხელოვნების  ამერიკელი სპეციალისტის კარმინის აზრით, მხატვრის ამ ფერისადმი მიდრეკილება მედრანოს ცირკის ვარდისფერმა გუმბათმა განაპირობა.

5 პეიზაჟი. ხელოვნებათმცოდნე ანატოლი პოდოკსიკი მიიჩნევს, რომ უკანა მხარეს გამოსახული გარემო ესპანეთს ჩამოგავს. პიკასომ სტაციონარულ ცირკში დაქირავებული მსახიობები კი არა, არამედ მოხეტიალე ცირკის მსახიობები გამოხატა. ამგვარი მოხეტიალე ცირკი პიკასოს სამშობლოში ბავშვობისას ბევრი უნახავს.

 6 ყვავილი.  ამ მოცემულ კონტექსტში ყვავილი თავისი ხანმოკლე სილამაზით ყოფის ხანმოკლეობაზე მიუთითებს.

7 ცხენი. იმ დროის ცირკის მსახიობებში მთავარი ცხოველი იყო. ცხენებით გადაჰქონდათ მოხეტიალე მსახიობების ფურგონები, ხოლო სტაციონარული ცირკის პროგრამაში ყოველთვის იყო ცხენოსანთა ნომრები.

8 ოჯახი. პიკასო მსახიობებს გამოსახავდა ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში. იგი მათ ბავშვებით უფრო ხატავდა, ვიდრე არენაზე. ხელოვნებათმცოდნე ნინა დმიტრიევას აზრით საცირკო დასი - ოჯახის იდეალური მოდელია: ცირკის მსახიობები ცხოვრებაშიც ერთმანეთის გვერდით დგანან. აქ მათ ბოჰემის სხვა წარმომადგენელთა დარად მარგინალებად მიიჩნევენ.

 9 კუბი. ალექსანდრე ბაბინს მოჰყავს ლათინური ანდაზა Sedes Fortunae rotunda, sedes Virtutis quadrata  („ფორტუნას კვარცხლბეკი მრგვალია, ხოლო ბრწყინვალება კვადრატული“). იგი მიიჩნევს, რომ სტატიკური კუბი ამ შემთხვევაში ბრწყინვალების ალეგორიის კვარცხლბეკია, განსხვავებით ფორტუნას  არამდგრადი ბირთვისგან.