მნიშვნელოვანი სიახლეები
„ბიტლზების“ უიშვიათესი ფირფიტა აუქციონზე გაიყიდება

„ბიტლზების“ უიშვიათესი ფირფიტა აუქციონზე გაიყიდება

ჯგუფ „ბიტლზების“ უაღრესად ძვირფასი ფირფიტა, რომელიც შემთხვევით ნახეს სხვენში, მარტში აუქციონზე გაიყიდება.

ფირფიტაზე, რომელსაც უკვე „წმინდა გრაალი“ უწოდეს, ორი სიმღერაა ჩაწერილი – There Was You და Hello Little Girl.  რარიტეტი რამდენიმე ათწლეული სხვა ინგლისური ჯგუფის Gerry and the Pacemakers–ის მუსიკოსი ლეს მაგუაირისსხვენში, სხვა ძველმანებთან ერთად ინახებოდა.

 მაგუაირის განცხადებით ეს ალბომი ჯგუფის შემდგომი წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა.

 გრამფირფიტის იარლიყზე ჩანს „ბიტლზების“ მენეჯერის ბრაიან ეპსტაინის მიერ გაკეთებული წარწერა.

 ყველაზე მოკრძალებული გაანგარიშებით ფირფიტა, რომელიც წუთში 78 ბრუნზეა გათვლილი,  ჯგუფის მიერ 1962 წლის ბოლოსაა ჩაწერილი. სწორედ ამის შემდეგ აღზევდა ჯგუდი ჰიტ–პარადების მწვერვალებზე. მას სავარაუდოთ 10 ათას გირვანქად გაყიდიან (14 ათასი დოლარი), მაგრამ ნივთის უაღრესი იშვიათობის გამო  ფასზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია.

  გრამფირფიტა, რომელზეც წერია, რომ იგი ჯგუფმა Paul McCartney & The Beatles ჩაწერა, დამზადებულია ლონდონში ოქსფორდ–სთრითზე, მაღაზა HMV–ში. შემდეგ იგი გუნდის მომავალ პროდიუსერს, ხმისჩამწერი კომპანიის EMI–ის წარმომადგენელს ჯორჯ მარტინს წარუდგინეს. „ბიტლზს“ კომპანია EMI–სთან ალბომის გამოშვებაზე კონტრაქტის გაფორმება სურდა.

74 წლის მაგუაირმა დისკი ეპსტაინისგან 1963 წელს მიიღო, რომელსაც იგი თავის მხრივ მარტინმა გადასცა.

 ფირფიტა იდეალურ მდგომარეობაშია, მან ხომ სხვენში 50 წელზე მეტი გაატარა. მაგუაირმა იგი თავის შვილიშვილს აჩუქა, რომელიც მისი გაყიდვით აღებული ფულით ბინის ყიდვას აპირებს.

 მარტინის ეჭვების მიუხედავად, ლივერპულის ოთხეულმა საბოლოოდ მაინც გააფორმა ხელშეკრულება EMI–სთან 1962 წელს და ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი გახდა.