მნიშვნელოვანი სიახლეები
ბონდიანის 25-ე ფილმი 2019 წლისათვის გამოვა. ვინ შეასრულებს ბონდის როლს?

ბონდიანის 25-ე ფილმი 2019 წლისათვის გამოვა. ვინ შეასრულებს ბონდის როლს?

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის პრემიერა 2019 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ „ბონდიანის“ პროდიუსერები აცხადებენ. ფილმს ჯერ სახელი არა აქვს. მასში დენიელ კრეიგის მონაწილეობაც ჯერ დადასტურებული არაა.

 „ბონდიანის“ ახალი ფილმის სცენარისტები ნილ პერვისი და რობერტ უეიდი იქნებიან. მათვე ეკუთვნით ბონდის შესახებ ბოლო ექვსი ფილმის სცენარი.

ფილმის პროდიუსერები კვლავ მაიკლ ჯ. უილსონი და ბარბარა ბროკოლი იქნებიან.

 ბოლო ოთხ ფილმში ბონდის როლის  შემსრულებელს დენიელ კრეიგს კონტრაქტზე ჯერ ხელი მოწერილი არა აქვს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი როლში დაბრუნება „გადაწყვეტილი საკითხია“.

 ბუკმეკერული კანტორა Coral-ის მონაცემებით კრეიგის ბონდის როლში ნახვას აფასებენ როგორც 1-ს 5-თან. ამის მიუხედავად ზოგიერთები ფსონებს ტომ ჰარდიზე და ეიდენ ტერნერზე აკეთებენ.

კრეიგის მონაწილეობით ფილმი „007“ კოორდინატები „სქაიფოლი“  2012 წელს ბრიტანეთის ისტორიაში  ყველაზე საკასო ფილმი იყო. მაგრამ მოგვიანებით ლიდერობა ხელში ფილმმა „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებამ“ მოიპოვა.