მნიშვნელოვანი სიახლეები
ბოსხის ადრე უცნობი ტილო აღმოაჩინეს

ბოსხის ადრე უცნობი ტილო აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში გამოფენენ ნახატს, რომელშიც ხელოვნებათმცოდნეებმა ჩრდილო აღორძინების ოსტატის  ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევარი ამოიცნეს.

ნახატი 1930-იანი წლებიდან ამერიკულ კანზას-სითიში, ნელსონ-ატკინსის სამხატვრო გალერეაში იმყოფებოდა. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ნამუშევარს ინფრაწითელი ტექნოლოგიების დახმარებით ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა და მივიდა დასკვნამდე, რომ ნახატის ავტორი თვით ბოსხი იყო.

 ნახატს, რომელსაც "წმინდა ანტონის ცდუნება" ჰქვია, გამოხატულია ჯოხზე დაყრდნობილი წმინდანი, რომელიც დოქს წყლით ავსებს. სავარაუდოთ ნამუშევარი ტრიპტიხის ნაწილს წარმოადგენს.

ტილო სავარაუდოთ 1500-1510 წლებშია დახატული. იგი მეცნიერთა აზრით ჰოლანდიელი ოსტატის ნამუშევრების ისედაც მცირე კოლექციისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

ნახატი ბოსხის მშობლიურ ქალაქ ხერტოგენბოსეს მუზეუმ Noordbrabants-ში იქნება წარმოდგენილი. ნიშანდობლივია, რომ ეს აღმოჩენა მხატვრის გარდაცვალებიდან 500 წლიან იუბილეს დაემთხვა. ეს უპრეცენდენტო რეტროსპექტივა 13 თებერვალს გაიხსნება.

 ჰიერონიმუს ბოსხის სრული ტილო

undefined