მნიშვნელოვანი სიახლეები
ბოტიჩელის „ვენერაში“ დაშიფრული 14 სიმბოლო

ბოტიჩელის „ვენერაში“ დაშიფრული 14 სიმბოლო

სანდრო ბოტიჩელი პირველი იყო ევროპელ მხატვრებს შორის, რომელმაც შიშველ სხეულში ვერ ნახა ცოდვის კვალი. მან მასში ღვთიურიალეგორიაც კი დაინახა.

undefined

1)ვენერა.ანტიკური მითის თანახმად, მსოფლიოს პირველი მმართველი – ცის ღმერთი ურანოსი დაამხო საკუთარმა შვილმა კრონოსმა. ურანოსის სისხლის წვეთი დაეცა ზღვაში და წარმოქმნა ქაფი, რომლიდანაც დაიბადა ნიჟარაზე მდგომი ვენერა. ბოტიჩელის სურათზე ის მორცხვად იფარებს მკერდზე და სარცხვინელზე.  როგორც ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, ვენერას მოდელად პოზიორობდა სიმონეტა ვესპუჩი– პირველი ფლორენციელი ლამაზმანი, რომელიც ლორენცო მედიჩის უმცროსი ძმის, ჯულიანოს შეყვარებული იყო. ის გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში ჭლექისგან.

undefined

2)ნიჟარა — ქალის წიაღის სიმბოლო, საიდანაც ამოდის ვენერა.

undefined

3)ზეფირი — გაზაფხულის დასავლეთის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ნეოპლატონიკოსები მას ეროსთან – სიყვარულის ღმერთთან – აიგივებდნენ. ვენერას მითში ზეფირმა თავისი სუნთქვით ნიჟარაზე შემდგარი ქალღმერთი კუნძულ კვიპროსისკენ გააცურა, სადაც იგი სანაპიროზე ამოვიდა.

undefined

4) ფლორა — ზეფირის მეუღლე, ყვავილების ქალღმერთი. ზეფირისა და ფლორას კავშირი ხშირად აღიქმება როგორც მიწიერი (ფლორა) და სულიერი (ზეფირი) სიყვარულის ალეგორიად.

undefined

5)ვარდი — სიყვარულისა და სასიყვარულო განცდების სიმბოლო.

undefinedundefined

6)ლელქაში — ვენერას თავდაჭერილობის სიმბოლოა, რომელსაც თითქოსდა რცხვენია თავისი სილამაზის.

undefined

 7) ორა ტალო (მოყვავილე) — ერთ–ერთი ორათაგანი, ზევსისა და თემიდას შვილები, წელიწადის  დროებს განაგებდნენ და პასუხს აგებდნენ ბუნების წესრიგზე, მფარველობდნენ წელიწადის სხვადასხვა დროს. ტალოს ებარა გაზაფხული და ამიტომ ითვლება ვენერას თანამგზავრი.

undefined

8) ღიღილო — ნაყოფიერების სიმბოლო, რადგანაც ის იხრდება მოწიფულ თავთავებს შორის.

undefined

 9) სურო — ეს მცენარე, რომელიც ხის ღეროებს „ეხვევა“, ერთგულების სიმბოლურად წარმოადგენს.

undefined

10)მურტი — მცენარე, რომელიც ეძღვნება ვენერას (თანახმად ძველრომაელი პოეტ ოვიდიუსის თხრობისა, რომლის მიხედვითაც სიყვარულის ქალღმერთმა კვიპროსის მიწაზე დადგა ფეხი, სიშიშვლე მურტის ტოტით დაფარა) და ამიტომ ითვლება ნაყოფიერების კიდევ ერთ სიმბოლოდ.

undefined

11) ალისფერი მანტია— ღვთაებრივი ძალაუფლების სიმბოლო, რომელსაც ფლობს სილამაზე ამქვეყნად.

undefined

12)ზიზილა — უმაკოებისა და სისუფთავის სიმბოლო.

undefined

13)ფრინტა — ტრაგიკული სიყვარულის სიმბოლო, რომლის განცდაც ვენერას მოუწია მიწაზე. მითის თანახმად,ვენერას შეუყცარდა მშვენიერი მწყემსი ადონისი. მაგრამ მისი სიყვარული ხანგრძლივი არ ყოფილა: ადონისი დაიღუპა ტახზე ნადირობისას. ვენერას ცრემლებიდან დაიბადა ფრინტაც.

undefined

14)ფორთოხლის ხე— იგი წარმოადგენს მარადიული სიცოცხლის იმედის სიმბოლოს (ფორთოხალი – მარადმწვანე მცენარეა).

ბოტიჩელის მიერ წარმართულ სიუჟეტის აღება და თანაც შიშველი ნატურით, ერთი შეხედვით, უცნაურიც კია: 1480–იანი წლების დასაწყისში მხატვარმა თითქოს ქრისტიანულ ხელოვნებას უძღვნა თავი. 1481-82 წლებში ბოტიჩელიმ მოხატა რომის სიქსტინის კაპელა, 1485 წელს კი შექმნა ღვთისმშობლის ციკლი: „მადონა ყრმით“, „მადონა მაგნიფიკა“ და „მადონა წიგნით“. მაგრამ ეს გარეგნულად წინააღმდეგობრივია. საქმე იმაშია, რომ ბოტიჩელის მსოფლაღქმა ახლოს იდგა ფლორენციელი ნეოპლატონიკოსების შეხედულებებთან – იმ წრესთან, რომელთაც მართავდა ფილოსოფოსი მარსილიო ფიჩინო. იგი ისწრაფვოდა  მოეხდინა ქრისტიანული დოქტრინისა და ანტიკური სიბრძნის სინთეზი. ნეოპლატონიკოსების წარმოდგენით, შეუცნობელი ღმერთი ყოველ დროს ახდენს თავის გამოვლენას მიწიერი სილამაზის სახით, იქნება ეს სულიერი თუ ხორციელი – ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. ამგვარად, ნეოპლატონიკოსებთან წარმართული ღვთაება გახდა ღვთიური ხატის ალეგორია, რომელსაც ადამიანებისათვის მშვენიერების გამოცხადება, რომლითაც შეისაძლებელია სულის გადარჩენა. მარსილიო ფიჩინო ვენერას უწოდებდა ჰუმანურობის ნიმას, „რომელიც იშვა ზეცას ღმერთის სხვა სატრფოებს შორის. მისი სული – ესაა სიყვარულისა და ლმობიერების არსი, მისი თვალები – ღირსება და დიდსულოვნება, ხოლო ხელები –სიუხვე და  საუცხოობა, ფეხები –  მოხდენილობა და მორიდებულობა“. წარმათობისა და ქრისტიანობის ასეთი სინთეზი არსებობს ბოტიჩელის ნამუშევარშიც. „კომპოზიცია „ვენერას დაბადება“ – წერდა ხელოვნებათმცოდნე ოლგა პეტროჩუკი, – საოცარი... ფორმით ატევს ანტიკური მითის შინაარს შუასაუკუნეების ქრისტიანობის ნათლობის მკაცრ სქემაში“. წარმართული ქალღმერთის მოვლენა ამგვარი გზით სულის ჩასახვას უტოლდება – უმანკო სულის დარად, შიშველი ამოდის იგი წყლიდან... დიდი სიმამაცე დასჭირდა მხატვარს ჩაეფიქრა ქრისტეს ფიგურის ნაცვლად გამარჯვებული, ახალგაზრდა, შიშველი ქალის ფიგურა  – შეეცვალა ასკეტური გადარჩენის იდეა ეროსის ყოვლისმომცველობის იდეით...  ბოტიჩელის „ვენერა“ – პირველი გამოსახულებაა მთლიანი ტანით გაშიშვლებული სხეულისა, სადაც სიშიშვლე სიმბოლურად არ წარმოადგენს პირველ ცოდვას  (როგორც მაგალითად ევას გამოსახულება). და ვინ იცის, რომ არა ბოტიჩელის ვენერა, დაიწერებოდა კი ჯორჯონეს „მძინარე ვენერა“ (დაახლ. 1510 წელი) ან ტიციანის „ურბინოელი ვენერა“? (1538 წელი).