მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთში ეკატერინე არაგონელის ციხე–დარბაზი გასაყიდათ გამოიტანეს (+ვიდეო)

ბრიტანეთში ეკატერინე არაგონელის ციხე–დარბაზი გასაყიდათ გამოიტანეს (+ვიდეო)

სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი შენობა, რომელშიც ოდესღაც ეკატერინე არაგონელი, მეფე ჰენრი VIII–ეს პირველი ცოლი ცხოვრობდა, გასაყიდათ გამოიტანეს.

ლოჯის ციხე–დარბაზი, რომელიც ქალაქ ლადლოუში, შროფშირის საგრაფოში მდებარეობს, რიელტორულმა ფირმა Balfours–მა გასაყიდათ გამოიტანა.

ეკატერინე, ესპანეთის მეფეების ფერდინანდ არაგონელის და იზაბელა კასტილიელის ქალიშვილი, ციხე დარბაზში უელსის პრიც არტურზე გათხოვების შემდეგ გადავიდა. ერთი წლის შემდეგ არტური გარდაიცვალა და ეკატერინე მის ძმაზე, ჰენრიზე გაათხოვეს.

შენობის ფასს არ ასაჯაროებენ. მაგრამ ხუთი წლის წინათ იგი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად (1,3 მილიონი დოლარი ახლანდელი კურსით) იყო შეფასებული.

Balfours–ის აღწერაში ნათქვამია, რომ ლოჯის ციხე–დარბაზი ერთ–ერთი ულამაზესი შენობაა ქალაქ ლადლოუში. იგი XIII  საუკუნეშია აგებული. 1580 წელს შენობა გადააკეთეს.

ტურისტები ახლა 3 გირვანქას (დაახლოებით 4 დოლარი) იხდიან  მის დათვალიერებაში. იგი საერთო  ბრიტანული კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.  ეს იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელს უფლება არა აქვს გადააკეთოს ანდა რაიმე ცვლილება შეიტანოს მის არქიტექტურაში, ანდა დაგეგმარებაში.