მნიშვნელოვანი სიახლეები
და ვინჩის ჟესტი

და ვინჩის ჟესტი

დენ ბრაუნმა სურათის თავისი აღწერით შეძრა ქრისტიანული ტრადიცია. ფრესკაში ბესტსელერის შემთხზველმა რაღაც საიდუმლო აზრი დაიჭირა, რომელიც მხატვრის მიერ შეგნებულად იყო ჩადებული. ბრაუნი ამტკიცებს, რომ იესოს მარჯვნივ და ვინჩიმ იოანე კი არ გამოსახა, როგორც აქამდე თვლიდნენ, არამედ მარიამ მაგდალინელი და თანაც არა როგორც ქრისტეს თანამგზავრი, არამედ როგორც ცოლი. იესოსა და მაგდალინელს შორის სივრცე მას დაშიფრული ლათინური ასო V ჰგონია  – ქალური საწყისის სიმბოლო. ხოლო ერთად მათი ფიგურები თითქოსდა ქმნიან ასო М–ს –მარიამ მაგდალინელის ნიშანს. რომანის ინტრიგა იმაშიმდგომარეობს, რომ თითქოსდა მარიამს დაიესოს ჰყავდათ შვილი, რომელიც მარსელში წაიყვანეს და მისგან მოდის მეროვინგების დინასტია, რომელმაც ტახტი VIII საუკუნეში დაკარგა. მას შემდეგ არსებობს დახურული საზოგადოება, რომელიც ინახავს ამ საიდუმლოს და მის წევრებს სურთ იესოს დინასტიის დაბრუნება. ოდნავ მარცხნივ დანიანი ხელია გამოსახული, რომელიც მწერლის აზრით არცერთ მოციქულს არ ეკუთვნის და მეროვინგების მოწინააღმდეგე ძალებს გამოსახავს. მარჯვნივ იგი დააინტერესა თომას აწეულმა თითმა – ჟესტი, რომლითაც კანონიკური იკონოგრაფია მხოლოდ იოანე ნათლისმცემელს გამოსახავდა (თუ ეს ასეა, მაშინ სურათიდან კიდევ ერთი მოციქული გაქრება და მის მაგივრად მკვთრედით აღმდგარი იოანეა, რომელიც მონაწილეობას იღებს მთელს ამ ისტორიაში). მაგრამ ბრაუნის ნააზრევი ეყრდნობა მხოლოდ კანონების არცოდნასა და მდიდარ ფანტაზიას.

 იოანე მოციქულის იკონოგრაფიული ტიპი ყოველთვის ქალურობის ნიშნით გამოირჩეოდა და არსებობს უამრავი სურათი სადაც იგი ისევეა გამოსახული, როგორც ლეონარდოსთან. ასოები V და М მთელს სურათში ყველგან შეიძლება განალაგო, ისევე როგორც შეიძლება იპოვნო სხვა „შიფრები“, მაგალითად ასო W – ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ჰერმაფროდიტის სიმბოლო. ეჭვი არაა, რომ დანიანი ხელი პეტრეს ეკითვნის: ეს დანა ბევრ ევანგელისტურ სიუჟეტშია. მაღლა აწეული თითი  – მოწმედ ზეციური ძალების მოხმობის უნივერსალური ჟესტია.

სანამ ლეონარდო ხატავდა, მის ნამუშევარს ყოველდღე ამოწმებდა მონასტრის პრიორი და იგი რაღა თქმა უნდა მიაქცევდა ყურადღებას ახალი აღთქმის თავისუფალი ინტერპრეტაციის სულ პატარა ნიშანსაც კი. ყოველ შემთხვეაში ჩვენ არა გვაქვს არავითარი მიზეზი, რათა ისიც მეროვინგების მომხრეთა კავშირის წევრად ჩავთვალოთ. და ვინჩის ფრესკა სულაც არაა საინტერესო ამ მცდარი  მისტიური ფერწერით. სინამდვილეში ესაა პირველი საიდუმლო სერობის სურათი, სადაც მოციქულები უძრავი სტატისტების როლში არ არიან გამოყვანილები. ავტორი ქმნიდა ნახატ–დრამას, ნახატს სადაც გადმოცემულია მოწაფეთა რეაქცია მასწავლებლის ფრაზაზე: „ერთი თქვენთაგანი გამცემს მე“ (სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ფრესკაზე).  როგორც შეიძლებოდა ამ რეაქციის ფრესკაზე გადმოცემა? აქ ჟესტების გარეშე ვერაფერს იზავ. ჟესტების ენა კარგად იყო დამუშავებული კანონიკურ ტრადიციაში, მაგრამ და ვინჩიმ მნიშვნელოვნად გააფართოვა ეს “ლექსიკონი“. „საიდუმლო სერობა“ აღსავსეა კანონიკური სიმბოლოებით, მაგრამ გმირების მრავალი ჟესტი ლეონარდოს მიგნებაა, რომლებიც შემდგომში სხვა მხატვრებმაც გადაიღეს, როგორც უკვე მზა ფორმები.

undefined 

 იესო. აქ წმინდა კანონია: მისი მარჯვენა ხელის ცერა თითი სუფრას ეხება, დანარჩენი კი აწეულია, ეს დანანების ტრადიციული ჟესტია: ქრისტე დანაღვლიანებულია იმით, რომ მისმა სიტყვებმა მოციქულებია ასე ააღელვა. მარცხენა ხელის გული მაღლაა მიმართული – შინაგანი სიმშვიდის  და მამის ნებასთან დამორჩილების ნიშანი.

undefinedundefined

იოანე. გაშეშებული მოციქულის თითებიკრუჩხვისგან ერთმანეთშია გადაგრეხილი. ეს ჟესტი ლეონარდოს შემდეგ პასიურობას, თვითჩაღრმავებას, აქტიურიმოქმედებების შეუძლებლობას აღნიშნავდა.

undefined

 იუდა.  როგორც საზოგადოების ხაზინადარს მარჯვენა ხელში ქისა აქვს ჩაბღუჯული. მარცხენა, რომლითაც მოციქული თითქოსდა თავს იცავს, იგი სამარილეს აქცევს: ქრისტიანობაში და სხვა მრავალ კულტურაში  – უბედურების ნიშანი.

undefined

 პეტრე. წამომართული ეკითხება იოანეს: მისი აზრით ვინ ჰყავს მხედველობაში მასწავლებელს (ეს თავად ლეონარდოს  მიხედვით). მას წუხილი და ბრაზი ავსებს და როგორც მოქმედ ადამიანს,  მარჯვენა ხელში დანა უჭირავს, რათა მოღალატე დასაჯოს. ამ დანით შემდეგ ქრისტეს დასაჭერად მოსულ გუშაგებიდან ერთ–ერთს ყურს მოაჭრის.

undefined

 ანდრიამ ხელები გაასავსავა, ისე იმოქმედა მასზე მასწავლებლის სიტყვებმა. კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ჟესტი აღნიშნავს მისი ბუნების უბრალოებას და პირდაპირობას (ტყუილად ხომ არ არის პირველწოდებული): მოციქულს გულწრფელად არ ესმის თუ როგორ შეიძლება ასეთი რამ – ჩაიდინო ღალატი.

იაკობ ალფესი. როგორც ერთ–ერთ წერილში ლეონარდო განმარტავდა, მას პეტრეს მიერ ჩაბღუჯული დანა უფრო ადარდებს. მარცხენა ხელით იგი პეტრეს ზურგს ეხება რათა შეაკავოს მისი მგზნებარება.

undefined

ბართლომე  მთელი ტანით ქრისტესკენაა გადახრილი. მას – უმეტესობა კრიტიკოსების აზრით – არასგზით არ შეუძლია ქრისტეს სიტყვების გააზრება.

undefined

თომა. თითის აწევით იგი მამა ღმერთს იმოწმებს. ეს ჟესტიც კანონიკურია. იგი შეიძლება აღნიშნავდეს ღვთიური  ნების გარდუვალობას და ამავე დროს ქრისტეს ბედისადმი გულგრილობის გამო, ზეცისკენ მიმართული გულისწყრომაცაა.

იაკობ ზებედესი. მას საშინელებისგან  ხელები გაუშლია, იგი ისეთივე ფიცხია,როგორც პეტრე, მაგრამ ლეონარდოს სურს გადმოგვცეს, რომ მისი ემოცია მოქმედებაში კი არ გარდაისახა არამედ შინაგან ძახილში.

undefined

ფილიპე. ფიგურა მკერდში ჩახუტებული ხელებით ბევრ შუა საუკუნეების ნახატებში შეგხვდებათ. ეს სიყვარულის დამტკიცებას ნიშნავდა.

undefined

 სიმონი. მოციქულებში ყველაზე აზრიანი. მისი ხელები თითქოს გვეუბნებიან:  „ასეთი რამ შეუძლებელია“ – მისი რეაქცია, მკვლევართა აზრით წმინდა ანდრიას რეაქციის მსგავსია, მაგრამ უფრო თავშეკავებულია, ვინაიდან იგი გონებიდანმოდის და არა გრძნობიდან.

undefined

მათე – ყველაზე ემოციური მოციქულებში.ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ლეონარდომ იგი იმ მომენტში გამოსახა,როცა სიმონს უმტკიცებს, რომ ღალატი სავსებით შესაძლებელია. ჯესტით იგი თითქოსდა ქრისტეს მოუწოდებს კიდევ ერთხელ გაიმეოროს თავისი სიტყვები.

undefined

 იუდა იაკობისი. მის ხელი მომართულია იმგვარად,  რომ ნათქვამის ჭეშმარიტებას ადასტურებს. იუდა იაკობისი გამცემლობაში ტრაპეზის ერთ–ერთ წევრზე აქვს ეჭვი. სავარაუდოთ მისი სახით ლეონარდომთავისი თავი გამოსახა.