მნიშვნელოვანი სიახლეები
და ვინჩის "მონა ლიზას" გამოსახულების ქვეშ სხვა ქალის პორტრეტი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

და ვინჩის "მონა ლიზას" გამოსახულების ქვეშ სხვა ქალის პორტრეტი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

ფრანგმა მეცნიერმა პასკალ კოტმა, "ჯოკონდას" შესწავლას10 წელი მოანდომა. იგი სინათლის სხივების არეკვლაზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიით მუშაობდა. "ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ, თუ რა იმყოფება ტილოზე საღებავების ფენის ქვეშ და ფაქტიურად ფენა–ფენა ხახვის ფურცლებივით გავხსნათ იგი. ჩვენ შეგვიძლია ნახატის შექმნის მთელი ქრონოლოგია აღვადგინოთ",  -აგვიხსნა პასკალ კოტმა. სწორედ მისი შექმნილია ეს ახალი ტექნოლოგია.
            მკვლევარის აზრით და ვინჩის შედევრის ანალიზმა მოულოდნელი შედეგი მისცა - მან კიდევ ერთი ქალის პორტრეტი აღმოაჩინა, რომელიც იგივე პოზაში ზის, როგორშიც მონა ლიზა, მაგრამ მას ცნობილი "ჯოკონდას ღიმილი" არ აქვს. "როცა მე დავამთავრე ლიზა გერარდინის გამოსახულების რეკონსტრუქცია, ჩემს წინ ქალის პორტრეტი აღმოჩნდა, რომელიც სულაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ცნობილი მონა ლიზა. ეს სხვა ქალია", -  ამტკიცებს კოტი.

მაგრამ სპეციალისტები არ ჩქარობენ დაეთანხმონ მის აზრს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი მარტინ კემპი აღიარებს, რომ ფრანგი მეცნიერის კვლევა ორიგინალურია და და ვინჩის შრომის ეტაპების შესწავლისათვის ინტერესს წარმოადგენს. მაგრამ ჰიპოთეზა სხვა პორტრეტის შესახებ საკმაო საფუძველს არ ეყრდნობა.

"მე არ ვფიქრობ, რომ ნახატზე რაიმე დაფარული ელენტებია, რომლებიც სხვა პორტრეტს ეკუთვნის. მე ეს უფრო ერთი უწყვეტი პროცესი მგონია, ერთი პორტრეტის ევოლუციის პროცესი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მონა ლიზა (ახლანდელი) ეს სწორედ მონა ლიზაა", - ამბობს მარტინ კემპი.