მნიშვნელოვანი სიახლეები
დაიწყო პროექტი უძველესი მსოფლიოს საოცრების, როდოსის კოლოსის აღსადგენად (+ვიდეო)

დაიწყო პროექტი უძველესი მსოფლიოს საოცრების, როდოსის კოლოსის აღსადგენად (+ვიდეო)

პროფესიონალების მრავალნაციონალურმა გუნდმა დაიწყო ამბიციური „როდოსის კოლოსის პროექტი“,  რათა აღადგინოს ელინისტური პერიოდის ყველაზე დიდი ქანდაკება. გეგმის მიხედვით 150 მეტრის სიგრძის კოლოსის შიგნით განთავსდება ათასობით უძველესი არტეფაქტის შემცველი მუზეუმი.

გამარჯვების საპატივცემულო ქანდაკება

როდოსის კოლოსი იყო მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ბოლოს აგებული.  ეს ქანდაკება  ააშენეს, რათა ღმერთებისთვის მადლობა გადაეხადათ დამპყრობელ მტერზე გამარჯვებისთვის.

ძვ.წ.ა.–ის 357 წელს საბერძნეთის კუნძული როდოსი კარიის მმართველ მავსოლეს ჰქონდა დაპყრობილი, მაგრამ სპარსელთა ხელში გადავიდა ძვ.წ.ა.–ის 340 წელს და ძვ.წ.ა.–ის 332 წელს საბოლოოდ დაიპყრო ალექსანდრე დიდმა. ძვ.წ.ა.–ის მეოთხე საუკუნის ბოლოს როდოსი გაერთიანდა პტოლემე I–თან საერთო მტრის ანტიგონე I ცალთვალას წინააღმდეგ. ძვ.წ.ა.–ის 305 წელს ანტიგონემ თავისი ვაჟი დემეტრიუსი გაგზავნა როდოსელთა დასასჯელად ეგვიპტესთან მოკავშირეობისთვის. ის კუნძულს 40 000 კაცით დაესხა თავს, მაგრამ პტოლემეს მიერ გამოგზავნილი გემები მოვიდნენ ძვ.წ.ა.–ის 304 წელს, ანტიგონეს არიმია გაიქცა და თან თავისი აღჭურვილობის უმეტეობა დატოვა. გამარჯვების აღსანიშნავად როდოსელებმა აღჭურვილობა გაყიდეს და მიღებული თანხა თავიანთი მზის ღმერთის ჰელიოსის გიგანტური ქანდაკების ასაშენებლად გამოიყენეს, რომელსაც უწოდეს როდოსის კოლოსი. გადმოცემის თანახმად კოლოსი მტრის მიერ დატოვებული დამდნარი ბრინჯაოს იარაღისგან იყო აშენებული.

ქანდაკება მხოლოდ 56 წლის განმავლობაში იდგა კუნძულზე სანამ ძვ.წ.ა.–ის 226 წელს როდოსზე მიწისძვრა არ მოხვდა. ამან ქალაქის უმეტესობა გაანადგურა, ქანდაკება მუხლებში გადატეხა და ჩამოაგდო. მისი ნანგრევები ხელშეუხებელი იყო 900 წელი, სანამ ახ.წ.ა.–ის 654 წელს არაბი დამპყრობლები მოვიდოდნენ. ქანდაკების ნამსხვრევები დაადნეს რათა მონეტები, სამუშაო და საომარი იარაღები დაემზადებინათ.

2200 წლის წინანდელი ქანდაკების ხელახლა აღდგენა

პროფესიონალების გუნდი, რომელთა შორის არიან – არქიტექტორი არი ა. პალა, არქეოლოგი კრისტოს გიანას და მარკეტინგული ურთიერთობის სპეციალისტი დიონისის მპოტსას საბერძნეთიდან, სამოქალაქო ინჟინერი ენრიკე ფერნანდეზ მენენდეზ და ეკონომისტი მატილდა პალა ესპანეთიდან, არქიტექტორი ომბრეტა იანონე იტალიიდან და სამოქალაქო ინჟინერი ერალ დუპი გაერთიანებული სამეფოდან, ახლა გეგმავენ აღადგინონ კოლოსი როგორც ევროპული ინიციატივის ნაწილი.

„პროექტის მიზანი არაა ბრინჯაოს 40 მეტრიანი სიგრძის ორიგინალი ქანდაკების ზუსტი ასლი შექმნას, არამედ იგივე გრძნობა შეუქმნას მნახველს როგორიც იყო 2200 წლის წინ,“ წერენ პროექტის გუნდის წევრები თავიანთ ვებ გვერდზე. „ეს 150 მეტრის სიგრძის ნაგებობა იქნება მუზეუმი, კულტურული ცენტრი, ბიბლიოთეკა, მაგრამ ყველაზე მეტად კი თავდაპირველი ფუნქცია დაეკისრება: გიგანტური შუქურა, ღამით გემებისთვის გზის მაჩვენებელი, რომლის სინათლეს დანახვა 56 კმ–ის მანძილზე შეიძლება გაშლილ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდანაც კი... მისი „კანი“ დაფარული იქნება მზის პანელებით, რაც მას 100%–იან ავტონომიას მისცემს: მზის ღმერთი რომელიც ცოცხლობს მზის ენერგიის დახმარებით.“

რუკაზე როდოსის დაბრუნება

ერთ–ერთი განსაკუთრებულობა ამ გასაოცარ ნაგებობაში იქნება მუზეუმი ათასობით უძველესი არტეფაქტით, რომლებიც ეხლა კუნძულ როდოსის მუზეუმებსა და არქივებში მტვერს იკიდებენ.

პროექტის მთავარი მიზანი როდოსის „ რუკაზე დაბრუნებაა“, ტურიზმისთვის დიდი ინტერესის გაჩენა. ასევე, შეიქმნას ახალი სამუშაო შესაძლებლობები და მოხდეს როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ეკონომიკის ზრდა. პროექტორები ვარაუდობენ 2 მილიადრიან ევროს ზრდას და მნახველთა 150%–იან ზრდას. უფრო მეტიც, პროექტის გუნდი წერს: „ეს გახდება დიდი მაგალითი ახალგაზრდა ხალხისთვის ევროპაში, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის შედეგებისგან იტანჯებიან.“

გასაოცარი ვიდეო აჩვენებს დაგეგმილი კოლოსის როგორც შიდა ისე გარე მხარეს.