მნიშვნელოვანი სიახლეები
დაკარგულად მიჩნეული მხატვარ -"პერედვიჟნიკის" მაკოვსკის ნახატი შესაძლოა კერძო კოლექციაში იყოს

დაკარგულად მიჩნეული მხატვარ -"პერედვიჟნიკის" მაკოვსკის ნახატი შესაძლოა კერძო კოლექციაში იყოს

მხატვარ - "პერედვიჟნიკის" კონსტანტინე მაკოვსკის ტილო, რომლის პირობითი სახელია "მრთველი", დიდი სამამულო ომის დროს დაიკარგა. სავარაუდოთ იგი შეიძლება ერთ-ერთი რეგიონალური მუზეუმის საცავში, კერძო კოლექციაში ანდა საზღვარგარეთ იმყოფებოდეს. ამის შესახებ ქალაქ ნერჩინკის (იმიერბაიკალის მხარე) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ალექსანდრე ლიტვინცევი აცხადებს. მუზეუმმა XIX საუკუნის ნახატის ძებნის შესახებ განაცხადა.

 "ნახატზე იმიერბაიკალელი ვაჭარ-ოქროსმომპოვებელის მიხეილ ბუტინის მეორე ცოლი - არია ალექსანდეს ასულია გამოსახული. იგი სავარაუდოთ სანკ-პეტერბურგში 1870-1880 წლებში დახატეს. შემორჩენილ რეპროდუქციებში ჩანს, რომ მარია ალექსანდრეს ასული გამოსახულია უკრაინულ ეროვნულ სამოსში სართავ ჯარასთან მომუშავე. ნახატის ძებნა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ვინაიდან ჩვენმა დამოუკიდებელმა ძებნამ ნაყოფი ვერ გამოიღო, გადავწყვიტეთ პრესისა და სოციალური ქსელებისათვის მიგვემართა, რათა დაკარგული ტილოსადმი ყურადღება მიგვეპყრო", განაცხადა ლიტვინცევმა.

როგორ დაიკარგა ნახატი

ლიტვინცევის სიტყვებით ХХ საუკუნის დასაწყისისათვის ნახატი  ბუტინების ნერჩინსკის მამულში ინახებოდა. "სავარაუდოთ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 1907 წელს მარია ალექსანდრეს ასულმა თავისი პორტრეტი სარატოვში დასთან წაიღო, სადაც იგი დიდი სამამულო ომის დაწყებამდე ინახებოდა. შემდგომში ნახატი ტრეტიაკოვის გალერეას გადაეცა შესანახად, მაგრამ გალერეაში გვიპასუხეს, რომ მსგავსი ნახატი მათ საცავებში არ ინახება", - აცხადებს ნერჩინსკის მუზეუმის დირექტორი.

ლიტვინცევის ვარაუდით, მარია ბუტინას პორტრეტი შესაძლოა რომელიღაც რეგიონალურ მუზეუმს გადაუნაწილდა, ანდა საზღვარგარეთ გაიტანეს, სადაც მაკოვსკის ნახატებზე დიდი მოთხოვნაა. "ერთი სიტყვით მისი კვალი დაიკარგა. ჩვენი მიზანი არაა ნახატის ნერჩინსკში დაბრუნება, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის დადგენა აუცილებელია, რათა მეცნიერულად შესწავლილ იქნას ბუტინების ოჯახის მემკვიდრეობა. ჩვენს გეგმებში შედის ასევე იმ ნახატების გამოფენის მოწყობა, რომლებიც ოდესღაც ვაჭრის მამულს ამკობდნენ", - აღნიშნეს მუზეუმში.

მხატვრის შესახებ

კონსტანტინე მაკოვსკი (1839-1915) - რუსი მხატვარი, გადასატანი  სამხატვრო გამოფენების გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიური რომანტიზმის წარმომადგენელი. ცნობილია თავისი პორტრეტებით და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებით.