მნიშვნელოვანი სიახლეები
დალი ფროიდის ფსიქოანალიზის  მიხედვით: "სიზმარი, გამოწვეული ფუტკრის ფრენით..."

დალი ფროიდის ფსიქოანალიზის მიხედვით: "სიზმარი, გამოწვეული ფუტკრის ფრენით..."

"მე მგონია, რომ მათ თავიანთ წმინდა მფარველი ვგონივარ", - იცინოდა ფროიდი სურრეალისტებზე, რომელთაც სულელებს ეძახდა. დალი კი პირიქით ფსიქოანალიზის მამის წიგნებს ბევრჯელ კითხულობდა. ცდილობდა ტილოზე გამოესახა უგონო ძილში წარმოშობილი სახეები.

მხატვარს განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა - მუშაობის დროს ეძინა. თუ ვენდობით დალის მონაყოლს, მას მოლბერტთან ეძინა და ხელში გასაღები, ფუნჯი ანდა კოვზი ეჭირა.  როცა ნივთი ხელიდან უვარდებოდა და დაბლა დადებულ თეფშზე ეცემოდა, ხმაური მხატვარს აღვიძებდა და იგი მაშინვე ხატვას იწყებდა, სანამ ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში იყო. ტილოზე "სიზმარი, გამოწვეული ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით, გაღვიძებამდე ერთი წამით ადრე"ისმის  ხმა, რომელიც წამიწამს შეწყვეტს გმირის ძილს, ამასთანავე ქმნის მის სიუჟეტს, რომელიც მძინარეს მთელ რიგ ასოციაციურ წარმოსახვას უქმნის.

ნახატი დალიმ ამერიკაში შექმნა, სადაც რამდენიმე წლით წავიდა მეუღლესთან - გალასთან ერთად, რათა მოშორებოდა ფაშისტურ საფრთხეს (ახლა ტილო მადრიდში, ტისსენ-ბერნემისის მუზეუმში  ინახება). 18 წლის შემდეგ იგი ტილოს შესახებ იტყვის: "მიზნად დავსახე პირველად წარმომედგინა ფროიდის მიერ აღმოჩენილი ხანგძლივი დაკავშირებული ძილის ტიპი, რომელიც გამოწვეულია მყისიერი ზემოქმედებით, რისგანაც გამოღვიძება ხდება". ფსიქოანალიტიკოსი კი იტყვის, რომ ნახატის გმირი ხედავს კლასიკურ ფროიდულ სიზმარს - კაცისა და ქალის საწყისის დაპირისპირებაზე, დათრგუნულ სექსუალურ ნდობაზე და ამავე დროს ნდომის შიშზე. გასაგებია, რომ მაყურებელს ამ დასკვნისკენ მხატვარი უბიძგებს.

დალიმ რამდენჯერმე სცადა ფროიდს შეხვედროდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა, 1938 წელს. მეცნიერის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. ორივე ერთმანეთის უკმაყოფილო დარჩა.

1. ქალი. ეს გალაა, რომელსაც მხატვარი თავის შთაგონების წყაროს და მეორე "მეს" უწოდებდა. იგი ხედავს სიზმარს, რომელიც ტილოზეა გამოსახული და ორი სამყაროს საზღვარზე დგას - რეალურის და ილუზორულის, ერთდროულად ორივეშია.

undefined

2. ფრენა. მძინარე არ წევს კლდეზე, ის მის ზემოთ ლივლივებს, რაც კლასიკური ფსიქოანალიზის თვალსაზრისით ლაპარაკობს დათრგუნულ ნდომაზე.  "ფროიდის დამსახურებით ჩვენ ვიცით ყველაფრის ეროტიულ მნიშვნელობაზე, რაც კი ფრენასთანაა დაკავშირებული", წერდა დალი.

undefined

3. ფუტკარი. მწერი და ნაყოფი - რეალური სამყაროს ნაწილია; ფუტკრის ბზუილი - ძილის და გაღვიძების პირველადი მიზეზია.

undefined

4. ბროწეული. ანტიკურ და ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს ნიშნავს  აღორძინებას და ნაყოფიერებას. "მთელი ცხოველმყოფელი ბიოლოგია წარმოიშობა გახეთქილი ბროწეულისგან", ასეთ კომენტარს ურთავდა ტილოს თავად მხატვარი.

undefined

5. ხიშტიანი თოფი. ესაა ფუტკრის ნესტრის ტრანსფორმაცია, ასევე გაღვიძების,  ძილის დანგრევის მუქარა. ფროიდის მიხედვით - მამაკაცის გენიტალიის სიმბოლო.  "ქალების საშინელ სიზმრებში დიდ როლს თამაშობს დანიანი, ანდა თოფიანი კაცისგან დევნა", - აღნიშნავდა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი თავის ლექციებში.

undefined

6. ვეფხვები. ზოლიანი მბრდღვინავი მტაცებლები - სიზმრის სამყაროში ფუტკრის ბზუილის და გარეგნობის ანარეკლია. ეს სახე დალის საცირკო აფიშამ უკარნახა.

undefined

7. თევზი. მისი ქერცლიანი სხეული, შესაძლოა სიზმრის სამყაროში ფუტკრის ფასეტური თვალის ანარეკლი იყოს.

undefined

8. სპილო. "უკანა ფონზე ბერნინის სპილოს ობელისკი და პაპის ატრიბუტი მოაქვს", - მხატვარი მიგვანიშნებს იმ ძილზე, რომელიც რომის პაპის დაკრძალვამ გამოიწვია, ფროიდს ზარების რეკვა ჩაესმა და იგი ფსიქოანალიტიკოსმა მოიყვანა როგორც სიუჟეტისა და გარე გამაღიზიანებელი ფაქტორის კავშირის მაგალითი. რომის მინერვის მოედნის სპილო, რომელიც ბაროკოს ეპოქის ოსტატმა ჯოვანი ლორენცო ბენინიმ შექმნა როგორც პედესტალი ძველეგვიპტური ობელისკისა. დალი მას შემდეგშიც გამოსახავდა თავის ტილოებზე და სკულპტურაში. თხელი სახსრებიანი ფეხები ირეალურობის და სისუსტის სიმბოლოა, რომელიც ძილს ახლავს.

undefined

9. ობელისკი. ქვა სპილოს ზურგზე - დომინირების ნიშანი, ნათლად გამოსახული მამაკაცური საწყისის სიმბოლო.

undefined

10. მთვარე. ეს ქალური საწყისის სიმბოლოა, ასევე ღამის ატრიბუტი - სიზმრების დროისა

undefined

11. ზღვა.  დალის შემოქმედებაში უსასრულობას ნიშნავს. ფროიდი ადამიანის მეხსიერებას აისბერგს ადარებდა, რომლის 9/10 ნაწილი შეუგრძნობელის წყალშია ჩაძირული. ისტორიკოსისა და ხელოვნებათმცოდნის ნათანიელ ჰარისის აზრით, სწორედ ესაა ტილოზე გამოსახული.