მნიშვნელოვანი სიახლეები
დაზიანებული შედევრი სასწაულებრივად აღადგინეს (+ვიდეო)

დაზიანებული შედევრი სასწაულებრივად აღადგინეს (+ვიდეო)

ახლახანს დიდი ფერწერული ტილო საბოლოოდ აღდგა და თავისი თავდაპირველი მშვენიერება დაიბრუნა. მრავალს ის სამუდამოდ დაკარგული მიაჩნდა.

ზუსტად 50 წლის წინ 1966 წლის 4 ნოემბერს არნოს მდინარე ადიდდა და მთელი ფლორენციის ქუჩებში მიედინებოდა. ეს ქალაქისთვის საუკუნის ყველაზე საშინელი წყალდიდობა იყო.

წყალი და ტალახი არა მარტო საცხოვრებელ, არამედ სახალხო შენობებშიც შევიდა. შედეგად ათასობით ფრესკა, ნახატი, ქანდაკება და იშვიათი წიგნი დაზიანდა. მრავალთათვის ეს თანამედროვეობის ყველაზე საშინელ კულტურულ კატასტროფად ჩანდა.

მრავალი ახალგაზრდა მოხალისე - რომლებსაც „წყალდიდობის ანგელოზები“ შეარქვეს - მთელი და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მივიდნენ ფლორებციის საგანძურის გადასარჩენად.

ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უახლეს და საუკეთესო მეთოდებს იყენებდნენ, რათა აღედგინათ დაზიანებული ხელოვნების ნიმუშები.

თუმცა, ერთი შედევრი განწირულად მიიჩნეოდა. ჯიორჯო ვაზარის „საიდუმლო სერობა“, დიდი ტილო ხუთი ხის პანელისგან, რომელიც ორმოცი წელი ელოდა აღდგენას, მაგრამ რესტავრატორები ხელის შეხებასაც ვერ ბედავდნენ, რადგან წყალდიდობისას ყველაზე მეტად დაზიანდა.

„ესაა ახდენილი ოცნება,“ თქვა მარკო ციატიმ, აღდგენითი ცენტრის ხელმძღვანელმა.

8 ფუტის სიმაღლისა და 21 ფუტის სიგანის ტილო ცნობილმა მოქანდაკე და მხატვარმა ვეზარიმ 1546 წელს დაასრულა. ნამუშევარი  სანტა კროსეს ეკლესიის მუზეუმში იმყოფებოდა, როცა მდინარე ადიდდა და 12 საათის განმავლობაში ტალახიან და ზეთიან წყალში დაჰყო.

წყალდიდობიდან პირველი საათის შემდგომ, რესტოვატორთა ჯგუფმა უმბერტო ბალდინის მეთაურობით პანელები დაჰყვეს და დამცავ ქაღალდებში გაახვიეს, რათა საღებავი არ აქერცლილიყო.

როცა პანელები 10 წლის შემდგომ ხელახლა ნახეს, მხოლოდ შავი ქერქი იყო. 40 წლის მანძილზე ბევრს ეგონა, რომ ნახატის აღდგენა უშედეგოდ დამთავრდებოდა.

თუმცა, ათი წლის წინ რობერტო ბელუჩი, ოპიფისიოში მთავარი მხატვარ რესტავრატორი მიხვდა, როგორ შეიძლებოდა მისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ.

„ფერები ჯერ კიდევ იქ იყო, ჭუჭყის, წებოსა და ქაღალდის ქვეშ. ბალდინის გარეშე ნახატი სამუდამოდ დაკარგული იქნებოდა,“ თქვა ციატიმ, რომელიც ფერწერული ტილოს აღდგენას ხელმძღვანელობდა.

„შედეგი გასაოცარია. უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდი. ჩვენი წარმატება ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი რესტავრატორების დიდი ძალისხმევის შედეგია“.

ხელოვნების ნიმუში ეხლა გამოფენილია ოპერა დი სანტა კროსეს დაცულ და კლიმატ კონტროლირებად შუშაში.

„რესტავრატორი ნახატს თავის პირვანდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნებს. „საიდუმლო სერობა“ დარჩება განსაკუთრებით დაცულ და ფრთხილ გარემოში. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ტენიანობისგან გამოწვეული ცვლილებები,“ თქვა ციატიმ.