მნიშვნელოვანი სიახლეები
დელაკრუას ცნობილ ტილოში დაშიფრული 14 სიმბოლო

დელაკრუას ცნობილ ტილოში დაშიფრული 14 სიმბოლო

რევოლუცია ყოველთვის იწვევს უხერხულობის გრძნობას. ცხოვრობ შენთვის წყნარად, და უცებ – ქუჩებში ბარიკადებია, სახელმწიფო შენობები კი ამბოხებულების ხელშია. საჭიროა როგორღაც რეაგირება: ერთნი ბრბოს შეერევიან, მეორენი სახლებში გამოიკეტებიან, ხოლო მესამენი კი სურათზე გამოსახავენ ამბოხებას.

undefined

1) თავისუფლების ფიგურა.ეტიენ ჟიულის აზრით, დელაკრუამ ქალის დაწერა ცნობილი პარიზელი რევოლუციონერი ქალის– მრეცხავი ანა შარლოტას მიხედვით, რომელიც ბარიკადებზე გამოვიდა სამეფო ჯარისკაცის მიერ ძმის მკვლელობის შემდეგ და მოკლა ცხრამდე გვარდიელი.

undefined

2)ფრიგიული ჩაჩი – თავისუფლების სიმბოლო (ასეთი ჩაჩები ეხურათძველ სამყაროში აზატებს (განთავისუფლებულ მონებს)).

undefined

3)მოშიშვლებული მკერდი — უშიშობისა და თავდადების სიმბოლოა, ასევე  დემოკრატიის გამარჯვების გამოხატულებაა (მოშიშვლებული მკერდი მიუთითებს, რომ თავისუფლება უბრალო ქალივით, არ ატარებს კორსეტს).

undefined

4) თავისუფლების ფეხები.თავისუფლება დელაკრუასთან ფეხშიშველია – ძველ რომში მიღებული იყო ფეხშიშველა გამოესახად ღმერთები.

undefined

5)სამფერა — ფრანგული ეროვნული იდეის სიმბოლო: თავისუფლება (ლურჯი), თანასწორობა (თეთრი) და ძმობა (წითელი). არეულობის დროს პარიზში ის აღიქმებოდა, არა როგორც  რესპუბლიკანური დროშა (აჯანყებულთა უმეტესობა მონარქისტები იყვნენ), არამედ ანტიბურბონული დროშა.

undefined

6) ფიგურა ცილინდრში.იგი წარმოადგენს ფრანგი ბურჟუის განზოგადებულ სახეს, ამასთან მხატვრის ავტოპორტრეტიცაა.

undefined

7)ფიგურა ბერეტშიწარმოადგენს მუშათა კლასის სიმბოლოს. ასეთ ბერეტს ატარებდნენ პარიზელი მბეჭდავები, რომლებიც პირველები გამოვიდნენ ქუჩაში: რადგან კარლ მეათის ბრძანებით პრესის თავისუფლების გაუქმების წყალობით ტიპოგრაფიის უმეტესობა უნდა დახურულიყო, ხოლო დაწესებულებაში მომუშავე ხალხი დარჩნა საარსებო სახსრების გარეშე.

undefined

8) ფიგურა ბიკორნში (ორკუთხა ქუდი) – პოლიტტექნიკური სკოლის მოსწავლე, რომლის წარმოადგენს ინტელიგენციის სიმბოლოს.

undefined

9) მოყვითალო–მოლურჯო დროშა – ბონაპარტისტების სიმბოლო (ნაპოლეონის ჰერალდიკური ფერი). აჯანყებულებს შორის  არც ისე ცოტა მეომარი იყო, რომელიც იმყოფებოდა იმპერატორის არმიაში. მათი უმეტესობა კარლ მეათემ გაუშვა შვებულებაში სანახევრო ჯამაგირით.

undefined

10) მოზარდის ფიგურა. ეტიენ ჟიულის თვლის, რომიგი რეალური პერსონაჟია, სახელად  დარკოლი. მან უხელმძღვანელა  რატუშისკენ მიმავალი გრევის ხიდისკენ შეტევას, სადაც დაიღუპა კიდეც.

undefined

11) დაღუპული გვარდიელის ფიგურა — რევოლუციის სისასტიკის სიმბოლო.

undefined

12) მკვდარი მოქალაქის ფიგურა. იგი არის  ანა შარლოტას ძმა, რომლის სიკვდილის შემდეგაც მრეცხავი ბარიკადებზე გამოვიდა. ის, რომ გვამს მაროდიორები ძარცვავენ, მიუთითებს ბრბოს უმდაბლეს მისწრაფებებზე, რომელიც სოციალურ არეულობის ჟამს დღის სინათლეზე გამოდის.

undefined

13)მომაკვდავი რევოლუციონერის ფიგურა წარმოადგენს მზად მყოფი პარიზელის სიმბოლოს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისათვის სიცოცხლის გასაწირად მზად არის და გამოდის ბარიკადებზე.

undefined

14)ნოტრ–დამის ტაძრის თავზე გამოსახული სამფერა. დროშა ტაძრის თავზე წარმოადგენს თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოს. რევოლუციის დროს ტაძრის ზარები „მარსელიოზას“ უკრავდა.

ეჟენ დელაკრუას ცნობილი ტილო „თავისუფლება , რომელიც ხალხს მიუძღვის“ (რომელიც ცნობილია როგორც „თავისუფლება ბარიკადებზე“) დიდი ხანი ეკიდა მხატვრის სახლში. პერიოდულად სურათი გამოფენებზე ჩნდებოდა, მაგრამ სალონური საზოგადოება არ ღებულობდა მას – ზედმეტად ნატურალისტურიაო. ხასიათით, დელაკრუა რომანტიკოსი, რომელიც გაურბოდა ყოველდღიურ ყოფით დეტალებს. და მხოლოდ 1980 წლის ივლისში, წერდა ეკატერინა კოჟინა, ხელოვნებათმცოდნე, რომ „სინამდვილემ მის თვალში   მოულოდნელად შეიძინა სხვა თვისება“. მაინც რა მოხდა? რევოლუცია! იმ პერიოდში ქვეყანას მართავდა არაპოპულარული მეფე კარლ მეათე ბურბონიი – აბსოლუტური მონარქიის მომხრე. 1830 წლის ივლისის დასაწყისში მან ორი ბრძანება გამოსცა: აკრძალა ბეჭდვის თავისუფლება და საარჩევნო ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებს.ეს პარიზელებმა ვერ მოითმინეს.27 ივლისს დედაქალაქში არეულობა და ბარიკადული ომი დაიწყო. სამ დღეში კარლი გაიქცა, ხოლო პარლამენტს ხელმძღვანელად მოევლინა ახალი მეფე ლუი ფილიპე, რომელმაც წინა მეფის, კარლ მეათის ბრძანებები გააუქმა. ასევე პირობა მისცა ხალხს, რომ კონსტიტუციას პატივს მიაგებდა.

ათეული სურათი დაიწერა ამ თემაზე, მაგრამ დელაკრუას ნამუშევარი, მისი მონუმენტურობის წყალობით, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იმ პერიოდის ბევრი მხატვარი კლასიციზმის მანერით ხატავდა, ხოლო დელაკრუა კი „ნოვატორი გახდა და სცადა იდეალიზმი ცხოვრებისეულ სინმადვილესთან შეერწყა.“ 

პარადოქსალურია, მაგრამ თავისუფლების იდეალიზირებული სახე ფრანგებისთვის ვულგარული აღმოჩნდა. «ეს გომბიო, — წერდა მაშინდელი ფრანგული ჟურნალი La Revue de Paris, — სენ ლაზარის ციხიდან გამოქცეულს ჰგავს». ცხადია, რევოლუციონერული პათოსი ბურჟუის გემოვნების არ იყო. მოგვიანებით, როცა რეალიზმი დომინირებულიგახდა, ტილო შეიძინა ლუვრმა (1874 წელი) და ასე გახდა დელაკრუას ნამუშევარი მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი.