მნიშვნელოვანი სიახლეები
დიდი ჰოლანდიის მუზა

დიდი ჰოლანდიის მუზა

ვერმეერს ყველა იცნობს როგორც საყოფაცხოვრებო ფერმწერს, მაგრამ მის ნამუშვერებს შორის არის ალეგორიული ტილო, რომელიც მისი სამშობლოს დიდებას ეძღვნება.

  1. კლიო ტრადიციულად ისტორიის მუზად ითვლება, მაგრამმისი მფარველობის ქვეშაა არა მხოლოდ ჰუმანისტი–მეცნიერი, არამედ მხატვრებიც, ვინაიდან ერთნიც და მეორენიც წარსული დიდებას ხოტბას ასხავენ. ამიტომაც  კლიოს კიდევ დიდების მუზასაც ეძახიან.
  2. დაფნის გვირგვინი – დიდების და კეთილშობილების სიმბოლო, რომლითაც კლიოგმირებს აჯილდოვებს.
  3. საყვირი – გამარჯვების სიმბოლო, გამარჯვებას საყვირით უმღერიან.
  4. წიგნი – ისტორიული ცოდნის ალეგორია. წარმოსახვის გასაძლიერებლად ჩვეულებრივ ან ჰეროდოტეს „ისტორიას“ ანდა ფუკიდიდეს „ისტორიას“ გამოსახავდნენ, რომელიც პელოპონესის ომებს ეძღვნება.
  5. ნიდერლანდების რუკა, ვერმეერის სამშობლოს დიდების სიმბოლო. მასზე გამოსახულია ე.წ. ჩვიდმეტი პროვინცია, რომლებიც XVI საუკუნის ჰოლანდიაში შედიოდნენ. იმ დროს გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის შემადგენლობაში ჰოლანდიის ტერიტორია თავის მაქსიმალურ ზომას აღწევდა. შემდგომში ესპანეთთან ომის შედეგად ეს მიწები ორად გაიყო – ჩრდილოეთი, თავისუფალი (ჰოლანდია) და სამხრეთი, რომელიც ესპანეთის ხელქვეით დარჩა (ფლანდრია).
  6. ფერმწერის ტანსაცმელს ბურგუნდიული დუბლეტი ქვია. XVII საუკუნის ბოლოს იგი უკვე მოძველებული იყო. მაგრამ ვერმერმა თავისი თავი სწორედ მასში დახატა და ამაშიც თავისებური პოლიტიკური კონტექსტია დაფარული. ბურგუნდიის ოკრუგი – ასე ერქვა ტერიტორიას, რომელშიც შედიოდა ნიდერლანდები XVI საუკუნეში.
  7. რუკის ზემოთ წარწერა გვაუწყებს: „შიდა გერმანიის ახალი ჩვიდმეტი პროვინციას (ნიდერლანდები) აღწერილობით, ზუსტი მონაცემებით და ახალი ცნობებით, მოგროვებული ნიკოლაი პისკატორის მიერ“ (NOVA XVII PROV[IN]CIARUM [GERMANIAE INF] ERI[O]RIS DESCRIPTIO ET ACCURATA EDIT[A P]ER NICOLAUM PISCATOREM). 
  8.  ქალაქების გრავირებული ხედები – ბრიუსელი,ლუქსემბურგი, ამსტერდამი, ჰააგა, ანტვერპენი და სხვა – გარს უვლიან რუკას მარჯვნიდან და მარცნიდან. განსაკუთრებით გამოყოფილია ჰააგა. კლიოს საყვირი მის გასწვრივ უჭირავს. ეს ქალაქი XVI საუკუნის რევოლუციის დროს ესპანეთის ბატონობისგან განთავისუფლებული ნიდერლანდების პირველი მთავრობის რეზიდენცია იყო. თავად რევოლუცია – ჰოლანდიელების ეროვნული სიამაყის უპირველესი წყაროა.
  9. მაგიდაზე ვილჰელმ ორანელის ნიღაბი დევს. ვილჰელმი იყო რევოლუციური ნიდერლანდების პირველი შტატჰალტერი (ნაცვალი).
  10. ორთავიანი არწივი კანდელაბრზე – ჰაბსბურგთა დინასტიის ღერბი. ვერმეერი ყოველთვის სიმპატიით იყო განწყობილი კათოლიკე მეფეების მიმართ. იგი თვითონაც კათოლიკე იყო. თუმცა ჰოლანდიელების უმეტესობა პროტესტანტია.

ნახატს „ფერწერის ალეგორია“, ჰოლანდიელი მხატვრის იან ვერმეერის (1632–1675) შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ერთადერთი ნახატი იყო, რომელიც ოსტატმა არ გაყიდა, მიუხედავად დიდი ვალებისა. მან მემკვიდრეებს ანდერძად დაუტოვა შეენახათ ეს ნახატი მის სახსოვრად. „ალეგორია“ – ნახატი –პრეზენტაციაა იმ შემთხვევისათვის, თუკი მხატვრის სახელოსნოში ყველა ნახატს შემკვეთები წაიღებდნენ, შესაძლო დამკვეთს რომ რაიმე ენახა. მასზე გამოსახულია კლიო, ისტორიისა და ფერწერის მუზა. მას ხელში წიგნი და საყვირი უჭირავს – იკონოგრაფიული ატრიბუტები, რომლებიც იმ დროს ალეგორიისთვის იყო დამახასიათებელი. მაგრამ ამით ნახატის შიფრი არ ამოიწურება. მასზე გამოსახული ინტერიერი – სიმბოლოების განსაკუთრებული სამყაროა, რომელიც ნახატის შექმნის დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მოგვითხრობს (1673).

იმ დროს საფრანგეთ–ჰოლანდიის ომი მიმდინარეობდა. თავიდან წარმატება ჰოლანდიელების მხარეზე იყო, რამაც ეროვნული სულის გამოღვიძება გამოიწვია და ვერმეერიც არ ჩამორჩა თანამოქალაქეებს ამ სიხარულში. სწორედ ამიტომაა ნახატზე ამდენი რამ რაც ვერმეერის სამშობლოს განადიდებდა. კლიო ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ ოსტატის მუზა კი არაა, არამედ მისი ერის სამხედრო გამარჯვებების მახარობელიც.