მნიშვნელოვანი სიახლეები
დიდოსტატის საიდუმლო

დიდოსტატის საიდუმლო

რაფაელ ტამარგომ (Rafael Tamargo), ჯინ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის (John Hopkins University, აშშ), ნეიროქირურგიის განყოფილების პროფესორმა, კოლეგასთან, იან სუკთან (Ian Suk), სამედიცინიო ილუსტრატორთან ერთად,  აღმოაჩინა თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის და ზურგის ტვინის გამოსახულებები ვატიკანში სიქტის კაპელიას ფრესკებზე, რომელიც მიქელანჯელო ბუონაროტიმ (Michelangelo Buonarroti) დახატა. ამ აღმოჩენამ შეიძლება ნათელი  მოჰფინოს ერთ-ერთ ფრესკაზე სხეულების სადაო მოხაზულობას.

მიქელანჯელო ცნობილია იმით, რომ ჯერ კიდევ სიყმაწვილიდან სწავლობდა ადამიანის სხეულს და გვამებს კვეთავდა. ეს ანატომიური ცდები დაეხმარა მას დაწვრილებით გამოესახა ადამიანის სხეულის ნაკვთები ისეთ ნამუშევრებზე, როგორიცაა დავითის ქანდაკება ფლორენციაში და სიქსტის კაპელის ფრესკები, ვატიკანში. მართალია ფრესკაზე მრავალი ობიექტი ანატომიურად სწორად არის გამოსახული, მაგრამ ხელოვნების სისტორიკოსები და მეცნიერები დაობდნენ ღმერთის გამოსახულების კისრის თაობაზე, ფრესკაში "ნათელისა და ბნელის გაყოფა". ამ ნაწილში კისერი მომრგვალებულია, წვერს კი ნიავი წეწავს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამოსახულების უჩვეულო ნაკვთები წარმოადგენს თავის ტვინის ღეროვან ნაწილის სპეციალურ ქსოვილს, რომელიც ზურგის ტვინს აერთებს თავის ტვინთან. " ეჭვს გარეშეა, რომ მიქელანჯელომ იცოდა თუ როგორ გამოესახა კისერი. გამოცანა იმაში მდგომარეობდა, თუ მაინც და მაინც ეს კისერი რატომ გამოსახა ასე უცნაურად", - განმარტა ტამარგომ.

 ეს თვალსაზრისი ხსნის ფრესკის სხვა საიდუმლოსაც. ღმერთი გამოსახულია წითელ სამოსში. მას მკერდზე უცნაური ცილინდრული გამინაშვერი აქვს. სხვა გამოსახულებებზე ეს გამონაშვერი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ზომით და ადგილმდებარეობით ემთხვევა ზურგის ტვინს.

მანამდე სპეციალისტთა ჯგუფმა ბრიტანეთის მუზეუმში (British Museum), უფრო გვიანდელი ჩანახატების ქვეშ მიქელანჯელოს რამდენიმე ესკიზი აღმოაჩინეს. ახალი ტექნიკა, რომელიც სამეცნიერო ტესტების და ნარკოტიკების აღმოსაჩენად შექმნეს, კარგად გამოდგა მხატვრის მიერ წაშლილი ხაზების გამოსავლენად. ერთი ჩანახატი წარმოადგენს მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკების "ბრიუგეს მადონას" (Bruges Madonna) ესკიზსს, რომელიც მენატურე მამაკაცისგან ჩაიხატა. მხატვრის სიცოცხლის დროს ქალი მენატურეები ნაკლებად პოზირებდნენ მხატვრებისათვის. ჩანახატი აღმოჩნდა უკვე დამთავრებული სკულპტურის ესკიზის ქვეშ.

2007 წელს ვატიკანის არქივებში აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ნახაზი, რომელიც მიქელანჯელოს ხელით იყო შესრულებული. ლაპარაკია პატარა ნახატზე, რომელიც 1563 წელს წელს არის შესრულებული, როცა მხატვარი უკვე 88 წლის იყო.

 ნახაზზე გამოსახულია წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათის დოლის ერთ-ერთი პილასტრია გამოსახული. სავარაუდოთ ეს დიდოსტატის ხელით შესრულებული ბოლო ნახატია.