მნიშვნელოვანი სიახლეები
დიერის წიგნი – უძველესი ხელნაწერი გაელიკურ ენაზე

დიერის წიგნი – უძველესი ხელნაწერი გაელიკურ ენაზე

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება დიერის წიგნი, რომელიც 1860 წლისთვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის ჰენრი ბრადშოვის აღმოჩენილად ითვლება. ის ერთადერთ  პრე–ნორმანულ მანუსკრიპტად ითვლება, რომელიც წარმოგვიჩენს მეათე საუკუნის შოტლანდიის კულტურას, საზოგადოებას და რელიგიურ ტრადიციებს. ასევე ესაა უძველესი გაელიკურ ენაზე შესრულებული დოკუმენტი რაც კი მოიპოვება.

მართალია წიგნი ისტორიკოსებს მრავალი მიზეზის გამო აღაფრთოვანებს, მაგრამ მის ტექსტსა და ჩანახატებზე უფრო მეტად, მისი მინაწერები არის დამაინტრიგებელი. მინაწერები შესრულებულია გაელიკური ენის ტიპზე, რომელზეც მაღალი საზოგადოება საუბრობდა მეთორმეტე საუკუნის შოტლანდიაში. მასში საუბარია კანონით მიღებული უფლებებზე, რომელიც შოტლანდიის აბერდინშაირის დიერის მონასტერს გააჩნია.

სამწუხაროდ მონასტერი არ არის აღმოჩენილი, მაგრამ თუ ეს დოკუმენტი ნამდვილია მაშინ ადრეული გაელიკური დოკუმენტები შოტლანდიაში არსებობდა საუკუნეებით ადრე, ვიდრე ამას ძველი ისტორიული ჩანაწერები ადასტურებს. ბევრი მიიჩნევს, რომ წიგნის საშუალებით შესაძლებელი იქნება მონასტრის პოვნა. 2015 წლის შემოდგომას იყო არქეოლოგიური გათხრები იმ იმედით, რომ ეპოვათ მონასტერი და შემდგომშიც აპირებენ ძებნის განახლებას.

წიგნის ტექსტში შეტანილია რვა–ექვსი ფოლიო, რომელშიც მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარების ნაწილებია. ასეთი ტიპის წიგნები, როგორც წესი პირადი გამოყენებისთვის იქმნებოდა და არა ეკლესიაში მსახურებისთვის. წიგნი კემბრიჯის უნივერსისტეტში მეფე ჯორჯ პირველის დახმარებით მოხვდა, როცა მან ეპისკოპოს ჯონ მურის ბიბლიოთეკა 1715 წელს ჩამოიტანა. სამწუხაროდ წიგნის უფრო ადრეული წარმომავლობა საიდუმლოდ რჩება. ზოგის აზრით შოტლანდიის დამოუკიდებლობის ომს შესაძლოა გარემოება შეექმნა ქურდებისთვის, რამაც წიგნი საბოლოოდ კემბრიჯში აღმოაჩინა.

ხელნაწერები, როგორც წესი ერთი და იგივე მანერით იქმნებოდა, მაგრამ წიგნზე დაახლოებით ხუთ სხვადასხვა მწერალი მაინც მუშაობდა. ზოგი ხელოვანის ნამუშევარი ყურადღების ღირსია. წიგნში გვხდება ასოების დეკორატიული ფორმები, დიდი ევანგელისტური ილუსტრაციები და მარტივი ნახატები. სტილის მიხედვით ის გავს ადრეულ ირლანდიურ მანუსკრიპტებს.

წიგნის მიხედვით, დიერის მონასტრის დამფუძვნებლები წმინდა დროსტანი და კოლუმბა უნდა ყოფილიყვნენ, როცა მათ პიქტების მმართველებმა  მიწა სახელად ბედა მისცეს. წიგნის მიხედვით მონასტერი თავისუფალი იყო ზოგიერთი გადასახადიდან. შოტლანდიის მეფე დევიდ პირველიც მოიხსენიება დოკუმენტში, რომლის მიხედვით მეფემ მონასტერს თავისუფლება მისცა და გაანთავისუფლა სხვა გადასახადებიდან. ამირგად მისი მმართველობისას მონასტერმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.