მნიშვნელოვანი სიახლეები
დრონი-მხატვარი ჰაერში ხატავს (+ვიდეო)

დრონი-მხატვარი ჰაერში ხატავს (+ვიდეო)

ახალ მოწყობილობას "მფრინავი პანტოგრაფი" დაარქვეს. მასაჩუსეტსის ტენოლოგიურ ინსტიტუტში შექმნილი ეს მოწყობილობა არა მარტო დრონს მართავს, არამედ მისი დახმარებით ხატავს კიდევაც.

თქვენ რაც არ უნდა დახატოთ ჰორიზონტალურ დაფაზე, იმას მარკერიანი დრონი ვერტიკალურ დაფაზე გაიმეორებს.

პროექტ Fluid Interfaces Group-ზე თანდართულ აღწერაში წერია: "ახალი ტექნოლოგია არა მხოლოდ მექანიკურად აფართოებს მხატვრის შესაძლებლობებს, არამედ მისი საკუთარი დინამიკა და  პროგრამული ინტელექტი ახალი ვიზუალურ სახეს მიანიჭებს ხელოვნების ნიმუშებს. იგი  მჭიდრო კავშირს დაამყარებს ადამიან-მხატვარსა და ტილოს შორის. იმავდროულად იძულებითი პროგრამული დაყოვნება, საკუთარი სახის გამოსახატავად, მანქანური ესთეტიკის გამოყენების საშუალებას იძლევა".

სამ წუთიან ვიდეო-რგოლში კარგად ჩანს თუ როგორ ვითარდებოდა "მფრინავი პანტოგრაფის" ტექნოლოგია. ჯერჯერობით იგი სრულყოფილი არაა და ხატვის დროს კარგად ჩანს თუ როგორ ირხევა იგი, მაგრამ  მალე უპილოტოებს შეეძლებათ იქ შექმნან ნახატები, სადაც ადამიანი ვერ მიწვდება. გრაფიტის ხელოვნება ახალ კიბერეპოქაში შევიდა.