მნიშვნელოვანი სიახლეები
ძალის დაბრუნება: ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ახალი ფილმი (+ვიდეო)

ძალის დაბრუნება: ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ახალი ფილმი (+ვიდეო)

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ და მისი „გადარჩენილი“ – აი ვისზე შეიძლება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ითქვას – ძალის დაბრუნება. წინა წლის ცერემოანიაზე მომხდარი ტრიუმფი, როცა რეჟისორმა „ბერდმანისათვის“ „ოსკარი“ მიიღო, შეიძლება არა მარტო განმეორდეს, არამედ გადაჭარბებით განმეორდეს: ასე შეაფასა კრიტიკამ მისი ახალი ნამუშევარი, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

 „ჩემის აზრით ისტორია იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ ღირს რათა მასზე ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მოვყვეთ. იქ მრავალი თემაა, მაგრამ უმთავრესია დამოკიდებულება მამასა და შვილს შორის, რომელიც რასობრივი ცრურწმენის ფონზე ვითარდება. არის კიდევ თემა ვითარებებთან ბრძოლის, არის თავგადასავლების თემა, არის ეპოსი, არის მოქმედება. არის ადამიანური სიახლოვის ძალიან ინტიმური სცენები“, ჰყვება „გადარჩენილის“ ავტორი.

„მე არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ფილმში, რომელიც ამდენ მომზადებას თხოულობდა: ჩვენ ყოველი სცენის, ყოველი ეპიზოდის რეპეტიციას გავდიოდით და მხოლოდ შემდეგ ვიღებდით. ჩვენ ვმუშაობდით კამერით, ბუნებრივი განათების პირობებში, ჩვენ ვცდიდით სხვადასხვა რაკურსებს. ეს იმდენად ინტენსიური იყო, რომ ზოგჯერ რეალობის შეგრძნება გვეკარგებოდა. მე მთლიანად დავიხარჯე. აი რამდენიც ვიყავი, იმდენი მივეცი ამ ფილმს“, – განაცხადა ლეონარდო დი კაპრიომ.