მნიშვნელოვანი სიახლეები
ედგარ დეგა

ედგარ დეგა

ედგარ დეგა იყო პარიზელი ხელოვანების ნოვატორული ჯგუფის წევრი, რომელთაც დაიწყეს გამოფენებზე ნამუშევრების გამოტანა 1870-იანი წლებიდან. მან გაიზიარა ბევრი მხატვარი მეგობრისტექნიკა, გატაცებული იყო სინათლის ეფექტების გამოსახვით და ურბანური დასვენების სცენების აღბეჭდვით. მაგრამ დეგას აკადემიური ცოდნა  და მისი პირადი მისწრაფება რეალიზმისაკენ, გამოარჩევდა მას სხვებისგან, ამასთან მანუარყო წოდება "იმპრესიონისტი" და თავს თავს უწოდა "დამოუკიდებელი". მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ მას საშუალება მისცა თავისი გზა მოეძებნა და მოგვიანებით კი მას შეეძლო პარიზის სამხატვრო სამყაროდან გამოყოფოდა და გაეყიდა სურათები საკუთარი შეხედულიბისამებრ. დეგას აინტერესებდა ადამიანის ფიგურა და ქალის ბევრ გამოსახულებებში - მოცეკვავეებში, მომღერლებში, მრეცხავებში- ის ისწრაფვოდა გადმოეცა მოძრაობის უჩვეულო პოზიცია. იმპრესიონისტთა კრიტიკოსებიყურადღებას ამახვილებდნენ მათ ფორმალურ ინოვაციებზე და ყველაზე მეტს სწორედ დეგას იწუნებდნენ.

დეგას შემოქმედების მთავარი მომენტები

დეგამ უარყო ტიპიური თემა, რომელიც პოპულარული იყო აკადემიკოს მხატვრებს შორის, მაგალითად ისტორაი და მითოლოგია და ამის ნაცვლად მან შემოიღო თანამედროვე ცხოვრება. რეალისტებისა და იმპრესიონისტების მსგავსად, იგი ხშირად ხატავდა შუა კლასის წარმომადგენლებს.

დეგას აკადემიურმა ცოდნამ შემოიტანა მძლავრი კლასიკური ტენდენცია მის შემოქმედებაში, რომელიც ერთგვარად უპირისპირდებოდა იმპრესიონისტთა მიდგომებს.თუ დეგა აფასებდა ხაზსა და კონტურს სურათში მყარი კომპოზიციური სტრუქტურის შემოსატანად, დანარჩენი იმპრესიონისტები არჩევდნენ ფერებს და უფრო მეტად ფერთა გარდასვლა ზედაპირის ფაქტურის გამოსახატავად.  ასევე ის ამჯობინებდა ჩანახატების გაკეთებას ტრადიციულ, აკადემიურ მანერით, ხოლო იმპრესიონისტები კი არჩევდნენ გარეთ, ჰაერზე ეხატათ (აქედან ტერმინი პლენერი "en plein air").

undefinedundefinedundefinedundefined

undefined

ადამიანის სხეულისადმიდეგასცოცხალი ინტერესი, რომელიც აკადემიურმა ცოდნამ ჩამოაყალიბა და მისი ინოვაციური მეთოდები –  ერთმანეთს შეერწყა. მან შეძლო და გამოსახა მოძრაობის მდგომარეობები სხვადასხვა კუთხიდან. უარყო ტრადიციული თემები და აიღო თანამედროვე გარემო, მაგალითად ბალეტი.

undefined

სხვა იმპრესიონისტების მსგავსად, დეგა დიდად იყო გატაცებული იაპონური ბეჭდვითი ხელოვნებით, რომელიც გამოვლინდა მის კომპოზიციებში.