მნიშვნელოვანი სიახლეები
ეძღვნება ჰერტრუდას

ეძღვნება ჰერტრუდას

პარიზში (საფრანგეთი), იყო გაიხსნილი გამოფენა, რომლის ცენტრალური ექსპოზიცია ეძღვნებოდა ანრი მატისის (Henri Matisse) და პაბლო პიკასოს (Pablo Picasso) მეტოქეობას. გამოფენის სახელწოდება იყო „სტაინების ოჯახი“.

სტაინების ოჯახის ისტორია ასეთია: მილლი (Milly) და დანიელ სტაინები (Daniel Stein) ცხოვრობდნენ პიტსბურგში, პენსილვანიის შტატი, აშშ. 1865 წელს მილლის პირველი შვილი მაიკლი (Michael) ეყოლა, 1872 წელს ქვეყანას ლეო (Leo) მოევლინა, ხოლო ორი წლის შემდეგ – ჰერტრუდა (Gertrude). ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი მცირე ხნით პარიზში გადავიდა. 1891 წლის შემდეგ მაიკლმა თავისი მამა შეცვალა სან–ფრანცისკოში კომპანია Omnibus Railway and Cable–ს ხელმძღვანელის პოსტზე. ოჯახის კეთილდღეობა იმდენად გაიზარდა, რომ მათთვის მუშაობა ზედმეტი გახდა.

ახალგაზრდა სტაინებს, კარგად აღზრდილ და განათლებულ ამერიკელებს ძალიან იზიდავდა ძველი სამყარო, მათ მოიარაეს მთელი ევროპა და იტალიასა და საფრანგეთში დაფუძნდნენ. მათი დროის გასაყვანი ადგილები გახდა მუზეუმები და ანტიკვარების მაღაზიები.

1903 წელს ლეომ იყიდა პოლ სეზანის (Paul Cezanne)  ტილო. იმავე წელს ლეოსთან, ფლერიუსის ქუჩაზე საცხოვრებლად ჰერტრუდა გადავიდა. ეს ბინა პირველ მსოფლიო ომამდე და მერეც გახდა პარიზის მხატვრული და ლიტერატურული ცხოვრების ცენტრი.

 ჰერტრუდა სტაინი აგროვებდა და პროპაგანდას უწევდა ახალ ხელოვნებას (პირველ რიგში კუბიზმს), აგროვებდა პიკასოს, ბრაკის, შაგალის, მოდილიანის, გრისის, პასკინის ნამუშევრებს. მხარში ედგა პარიზის სკოლის მხატვრებს. იგი მეგობრობდა და დიდი ხანი მიმოწერა ჰქონდა მატისთან, პიკასოსთან, მაქსიმ ჟაკობთან, ჰემინგუეისთან, ფიცჯერალდთან, უაილდერთან.

 პიკასოსთან და მატისთან ჰერტრუდას განსაკუთრებით მყარი მეგობრობა აკავშირებდა, მათი შემოქმედებითი ძიებანი სტიმულს აძლევდა ჰერტრუდას ექსპერიმენტალური ლიტერატურისადმი ინტერესს. პიკასოსთან მეგობრობამ სტაინს უბიძგა შემოქმედებით მეტოქეობისაკენ, რომლის შედეგადაც მივიღეთ სიტყვიერი „პორტრეტების“ სერია და ნივთების, საკვების და შენობების „კუბისტური“ გარდაქმნა, რომლებიც შემდეგ, 1914 წელს გამოქვეყნდა.