მნიშვნელოვანი სიახლეები
ექსპერტების დასკვნით ვან გოგს ფსიქოზის შემოტევები ჰქონდა

ექსპერტების დასკვნით ვან გოგს ფსიქოზის შემოტევები ჰქონდა

სახელგანთქმულ ჰოლანდიელ მხატვარს ვინსენტ ვან გოგს თავისი ცხოვრების ბოლო წელიწადნახევარი ფსიქოზის განმეორებადი შეტევები აწუხებდა. ამის შესახებ ამსტერდამელი ექსპერტები აცხადებენ.

მკვლევართა ჯგუფმა (მათში ექიმებიც და ხელოვნებათმცოდნეებიც შედიოდნენ) საბუთების დიდი რაოდენობა შესწავლეს, მათ შორის ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტების მიმოწერები.

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნერვული აშლილობა, რომელმაც 1888 წელს მხატვარს ყური მოაჭრევინა, შესაძლოა სტრესისა და ალკოჰოლის ზედმეტად მიღების ბრალი ყოფილიყო.

მაგრამ მხატვრის ნერვულ-ფსიქიური მდგომარეობის შესახებ საბოლოო დიაგნოზის დასმა მაინც ვერ შეძლეს.

 ვან გოგის ჯანმრთელობის შესახებ პოპულარული თეორიები ამბობენ, რომ მას ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია და სიფილისი სჭირდა.

„მაგრამ ეს მის შესახებ მთლიან სურათს მაინც არ გვაძლევს“, - ამბობს მედიცინის პროფესორი არკო ოდერვალდი.

ვან გოგი 1890 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც თვლიან მან თავი მოიკლა.

2016 წლის ივლისში ახალი გამოკვლევა გამოჩნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვან გოგმა ყური მთლიანად მოიჭრა და არა მისი ნაწილი, როგორც აქამდე თვლიდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც ვან გოგმა მოჭრილი ყური გადასცა და უთხრა „შეინახე ეს გულდასმით“, ფერმერის ქალიშვილი იყო, ვინმე გაბრიელ ბერლატიე.