მნიშვნელოვანი სიახლეები
ექსპერტმა ვოინიჩის მანუსკრიპტის შესაძლო ავტორი გამოთვალა

ექსპერტმა ვოინიჩის მანუსკრიპტის შესაძლო ავტორი გამოთვალა

მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე უფრო მეტად წინააღმდეგობებით აღსავსე,  ლიტერატურული საიდუმლო შეიძლება ნაწილობრივ ამოხსნილად ჩაითვალოს. ვოინიჩის საიდუმლო და ჯერჯერობით ამოუკითხავი ხელნაწერის ავტორად  ჩრდილო იტალიაში მცხოვრები ებრაელი ექიმი იქნა იდენტიფიცირებული.

ვოინიჩის მანუსკრიპტი - 1404-1438 წლებში დაწერილი ილუსტრირებული კოდექსია, რომელიც უცნობმა ავტორმა, უცნობ ენაზე უცნობი ალფავიტით დაწერა. დღემდე ვერავინ შეძლო ვერც ხელნაწერის გაშიფრვა. ისიც კი ვერ დაადგინეს წიგნი რაიმე გააზრებულ ტექსტს შეიცავს თუ არა. არადა მის გაშიფრვას კრიპტოანალიზის საუკეთესო მცოდნეები ეცადნენ. ვერც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო შიფრების ამომცნობები და ვერც სუპერკომპიუტერები ვერას გახდნენ. წიგნი ანტიკვარ ვილფრიდ ვოინიჩის სახელს ატარებს, რომელმაც იგი 1912 წელს შეიძინა. ამჟამად წიგნი იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკა „ბეინეკეშია“ დაცული.

 შუა საუკუნეების ხელნაწერთა ექსპერტმშუა საუკუნეების ხელნაწერთა ექსპერტი სტივენ სკინერი თვლის, რომ წიგნის ავტორის შესახებ მინიშნება მანუსკრიპტის ყოველ თავშია. სკინერმა თავისი დასკვნები წიგნის ავტორის შესახებ მანუსკრიპტის მთელი რიგი ილუსტრაციების მიხედვით გააკეთა. კერძოდ ერთ ილუსტრაციაზე აუზში მწვანე წყალში მობანავე შიშველი ქალებია გამოსახული. აუზში რაღაც „შლანგის“ მსგავსია ჩაშვებული.

ექსპერტის აზრით ეს აუზი სხვა არაფერია თუ არა  ებრაული აბანო, მიქვა. მას ორთოდოქსი ებრაელები დღემდე იყენებენ მშობიარობის და მენსტრუაციის შემდეგ ქალების გასაბანად. მიქვა - ეს „ევროპაში იმ დროს ერთადერთი ადგილია სადაც ერთად მობანავე ქალები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ“, - ამბობს სკინერი.

ექსპერტი ასევე მიუთითებს მანუსკრიპტში ქრისტიანული სიმბოლიკის არარსებობაზე - ეს შუა საუკუნეების ხელნაწერისათვის ძალიან უჩვეულო ფაქტია. ამას გარდა ვიზუალურად ჩანს, რომ წიგნის ავტორი ებრაელი ექიმი, ანდა ბალახებისმცოდნეა. ბევრი სამკურნალო მცენარე ასტრონომიული რუკების გვერდითაა დახატული  - მაგალითად ოპიუმი ანდა სელი. იმ დროში მკურნალები დაავადების ხასიათს და მკურნაობის მეთოდს ვარსკვლავებიანი ცის დახმარებით იგებდნენ.