მნიშვნელოვანი სიახლეები
ერთი ბობოქარი იტალიელი მხატვრის ცხოვრება

ერთი ბობოქარი იტალიელი მხატვრის ცხოვრება

კარავაჯო დაიბადა 1571 წლის 29 სექტემბერს. მისი სრული სახელია, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო, რომელიც იყო იტალიელი და სავსებით ახლებური სტილი შემოიტანა ბაროკოს ხელოვნებაში. მისი შემოქმედება იყო ისეთივე უნიკალური, როგორც თავად მისი პიროვნება. დახვეწილი და იდეალიზირებული მხატვრობის ნაცავლად, კარავაჯომ დახატა ხალხი ისეთი, როგორსაც ხედავდა: ჭუჭყიანი ფრჩხილებით, დაკოჟრილი ფეხები, ნაოჭებით სავსე სახე და ა.შ. აღნიშნული აღარ წარმოადგენდა საოცარ ფაქტს, მაგრამ რელიგიურ ნამუშევრებში, სადაც წმინდანები და რელიგიური სიმბოლოები იყო გამოსახული, რეალური, ქუჩაში შემხვედრი ადამიანების დახატვა, წარმოუდგენელი იყო. მისი ფიგურები არ სხედან მოოქროვილი სუფრის ფონზე ან სხვა ძვირფას სახლში, უფრო პირიქით, ისინი იმყოფებიან ტავერნაში, მტვრიან ქუჩაში და ღარიბულ მაგიდასთან

კარავაჯოასევე ცნობილია როგორც ნახატში შუქის ერთი წყაროს გამომსახველი,რომელიც საშუალებას იძლევა სიბნელიდან გამოიკვეთოს ფიგურები, რაც უფრო აძლიერებს და ხაზს უსვამს დრამატულ მომენტს.  მის რელიგიურ ნამუშევარში, ეს ასპექტი გამოხატულია გარკვეული სიმბოლოთი: სინათლე ღმერთს განასახიერებს. ბევრი ხელოვანი, კარავაჯოსა და თანამედროვე პერიოდის, სესხულობს კარავაჯოსგან ამ უნიკალურ გამომსახველობით ხერხს, ნახატში სინათლის წყაროს დრამატული შემოტანით.

ბაროკოს ხელოვნება ცნობილია მისი თეატრალური მანერებით, ხოლო კარავაჯო ამ ტენდეციის წინა მხარეს იდგა. მისი „ პავლეს მოქცევა“ (დაახლ. 1601 წელი) სანტა მარია დელ პოპოლოს ტაძარში, რომი, იტალია, წარმოადგენს ამ სტილისტური  მახასიათებლების პირდაპირი ილუსტრაციაა. წმინდა პავლე, რომელიც მხატვრის თანამედროვე სამოსშია გამოწყობილი, მიემგზავრება დამასკოში. სცენა სავსებით რეალურია, თუმცა ფაქტობრივად, სურათის დიდი წილი უკავია ცხენის ფიგურას, ვიდრე თავად პავლეს (საკამათო გადაწყვეტილება, რაზეც დამკვეთი გაღიზიანდა). ამის მიუხედავად, სინათლსი წყარო გვიყვება რაღაც უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ცხენის მოძრაობაა. ის ეცემა პავლეს და მის ზეცად აპყრობილ ხელებს. კარავაჯო გვიჩვენებს პავლეს მოქცევის სწორედ რომ შესაბამის მომენტს. ტილო ნატურალური ზომისაა, მნახველს იპყრობს და განაცდევინებს ზუსტად იმას, რასაც სურათის მთავარი გმირი, ამგვარად ჩვენც ვმონაწილეობთ ამ ინტიმურ, სულიერ გარდაქმნაში.

კარავაჯოს ძალიან დრამატული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ის გადავიდა რომში, რათა მოეპოვებინა მხატვრის სახელი და გამხდარიყო ცნობილი, თუმცა მან მალე მოიპოვა პოპულარობა არა როგორც ნიჭიერმა მხატვარმა, არამედ როგორც ბობოქარი ბუნების პატრონმა. მიქელანჯელო იყო ფიცხი, რის გამოც ხშირად ებმოდა ჩხუბსა და დუელებში, რის გამოც, მას მოუწია რომის დატოვება 1606 წელს ერთ–ერთ დუელში ადამიანის მოკვლის გამო. ის გადადიოდა ქალიქდან ქალაქში, იძენდა ნიჭიერი მხატვრის სახელს, მაგრამ ტოვებდა გაუწონასწორებელი პიროვნების შეხედულებასაც.

იგი გარდაიცვალა გაურკვეველ და საეჭვო გარემოებაში 1610 წლის ზაფხულში, სულა რაღც 38 წლისა.ზოგი ეჭვობს, რომ იგი მოკლეს, ხოლო სხვანი ფიქრობენ რომ ციებ–ცხელებამ იმსხვერპლა, მესამენი მიიჩნევენ, რომ ტყვიის გამო მოიწამლა, რომელსაც იმ პერიოდში პიგმენტის მისაღებად იყენებდნენ. 

მიზეზის მიუხედავად, კარავაჯომ დიდი კვალი დატოვა მხატვრობაში, მისმა შემოქმედებამ ბევრი მხატვარი გაიტაცა და ბევრზე მოახდინა გავლენა. არტემისია  ჯენტილეჩი, ჟორჟ დე ლატური, რუბენსი, რემბრადტი და ველასკესი მათ შორის არიან.  სწორედ კარავაჯოს დრამატული, რეალისტური სტილის გადამუშავების წყალობით მათ მოახდინეს თავიანთი უნიკალური შედევრებისშექმნა.