მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროპის 10 გამოფენა, რომელიც ამ ზაფხულისთვის შეგიძლიათ ნახოთ (+ვიდეო)

ევროპის 10 გამოფენა, რომელიც ამ ზაფხულისთვის შეგიძლიათ ნახოთ (+ვიდეო)

წარმოიდგინე ვან გოგი

10 სექტემბრამდე პარიზში ზაფხულის წარმოდგენებია. უნიკალური გამოფენა Grande Halle de la Villette-ში, სადაც წარმოდგენილია დანიელი მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, 11 მეტრი სიმაღლის დიდ პანელებში. ჯამში უმცირეს დეტალებში  200 სკანირებული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას თან ახლავს მოცარტის, ბახის ან ერიკ სატიეს მუსიკა... ესაა დაუვიწყარი მოგზაურობა ვინსენტ ვან გოგის სამყაროში.

 

ერის სული: შავკანიანთა ძალა ხელოვნებაში

22 ოქტომბრამდე ლონდონში სეირნობის შემთხვევაში არ გამოტოვო ერის სული. როგორც იქნა შავკანიანთა ხელოვნება სინათლეზე გამოჩნდა. გამოფენაზე წარმოდგენილია შავკანიანთა ხელოვნების 20 წლის ისტორია და აქტივიზმი ამერიკაში. დაწყებული 1960-იან წლებიდან 80-იან წლებამდე, სანამ “Black Power”-ი გაჩნდებოდა. ის მიზნად ისახავს მნახველებს დაეხმაროს დღევანდელი ამერიკის გაგებაში.

 

“Bienalle arte” 2017

1895 წლიდან დაწყებული დღემდე  ვენა მასპინძლობს ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების გამოფენებს, რომელიც წელს 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. რამოდენიმე დღე დაგჭირება, რათა ყველა ნამუშევარი შეაფასო “Bienalle arte” 2017-ზე. ესაა ადგილი ხელოვნების მუდმივი მოყვარულებისთვის. ესაა მშვენიერი საშუალება, რათა მსოფლიოს ყველა ქალაქიდან უცნაურ და ახალ ნამუშევრებს გაეცნო, გაიგო მათ ისტორიასა და კულტურაზე. გამოფენა ქალაქის გარეთ იმართება და 50-ზე მეტი ქვეყნის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

 

ბილ ვიოლა, Retrospective

9 ნოემბრამდე თუ ბილბაოში გადაწყვეტთ გასეირნებას, თქვენ არა მარტო გამოფენას, არამედ ფრენკ გერის მსოლიოში ცნობილ მუზეუმსაც ნახავთ, ესაა ექსტრაორდინალური გემი, რომელიც ბასკეთის ქალაქ ბილბაოს გულში დგას. გუგენჰაიმი ბილ ვიოლას, ვიდეო ხელოვნების ერთ-ერთ პიონერი გახლავთ. წარმოდგენილი იქნება 1970-იანი წლების ადრეული ნამუშევრები და მისი ბოლო უახლესი ტექნოლოგიებით შემნილი.

საკაიფო ბრუსელის ჰიპ-ჰოპის თაობა!

17 სექტემბრამდე ბრიუსელში შეგიძლიათ გაეცნოთ ნიუ-იორკის ქუჩების ჰიპ-ჰოპის 35 წლიან ისტორიას. ქუჩის ამ მიმდევრობის პირველი დღიდან დღემდე, მათ შორის ჰიპ-ჰოპის ისტორია ბელგიაში წარმოდგენილია ოთხი ფორმით: ცეკვა, გრაფიტი, დჯინგი (ელექტრონული მუსიკის სახეობა) და რეპი. ყველაფერი კაიფისთვის! ამ ზაფხულს!

 

ანტონიო გაუდი. ბარსელონა

10 სექტემბრამდე მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს კატალონიელი არქიტექტორის ანტონიო გრაუდის ნამუშევრებს. ხელოვანისა, რომელიცაა ბარსელონას ექტრავაგანტული საგრადა ფამილიას მამა. წარმოდგენილი იქნება კატალონიელი გენიოსის 150 ნამუშევრები. მასში შედის ნაგებობების მოდელები, ნახატები და ავეჯი. ის მოგვიყვება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ხელოვანის ისტორიას.

 

ჩინეთი და ეგვიპტე, მსოფლიოს ორი აკვანი

3 დეკემბრამდე  ბერლინში, გაიმართება  გამოფენა  „ჩინეთი და ეგვიპტი, მსოფლიოს ორი აკვანი“ სადაც მნახველები შეძლებენ ნახონ ამ ორი კულტურის ხელოვნება ერთმანეთის გვერდიგვერთ, რაც აქამდე ევროპაში არასდროს მომხდარა. შოუზე წარმოდგენილი იქნება ასევე უჩვეულო მსგავსებები, რომელზეც შესაძლოა არავინ დაფიქრებულა აქამდე.

 

1917. 1917. რომანოვები და რევოლუცია

17 სექტემბრამდე, ბოლშევიკების რევოლუციიდან 100 წლის შემდეგ ამსტერდამის ერმიტაჟი კიდევ ერთხელ წარმოადგენს რუსეთის ისტორიის მთავარ მომენტებს დოკუმენტების, ფილმებისა და არტეფაქტების მეშვეობით - საინტერესოა მათთვის, ვისაც უყვარს სევდიანი დასასრული.

 

ემოციები

19 ნოემბრამდე ათენში „ემოციები“-ზე  შეძლებთ მოისმინოთ ისტორიები და ნახოთ ილუსტრაციები, რომელიც შეეხება გრძნობების აქამდე უცნობ უძველეს სამყაროს, რომელიც პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობდნენ. მოტანილია 129 შედევრი მსოფლიოს მნიშვნელოვანი მუზეუმებიდან, რომელიც 129 ისტორიას მოგვითხრობს ანტიკური ხანიდან. ზოგი ნამუშევარი პირველად იქნება წარმოდგენილი საბერძნეთში.

ხელოვანები მათ დროში

თანამედროვე სტამბული არის სტამბულის მუზეუმი ბოსფორის სანაპიროსთან. 31 დეკემბრამდე იქ წარმოდგენილი იქნება 193 ნამუშევარი სხვადასხვა დროს მოღვაწე 109 ხელოვანისგან. საინტერესოა თურქეთის  ხელოვანების მეშვეობით დროის სხვადასხვა პერიოდისას ნახვა.