მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროპული შუა საუკუნეების ხელოვნება (+ვიდეო)

ევროპული შუა საუკუნეების ხელოვნება (+ვიდეო)

ბერლინის ბოდეს მუზეუმში გაიხსნა ექსპოზიცია, რომლის ძირითადი ნაწილი ფრიც ტომეს კერძო კელექციისგან შედგება.  ცნობილი ხელოვნების მოყვარული და შემგროვებელი ფრიც ტომე კულტურის განვითარების სხვა პერიოდებთან შედარებით უპირატესობას შუა საუკუნეებს ანიჭებდა. იგი თავისი კოლექციის ექსპონატებსაც ამ ნიშნით აგროვებდა.

კოლექციონერის შვილიშვილის ვერნერ მარქსის სიტყვებით, „დედაჩემის მონაწილეობის გარეშე ეს კოლექცია არ იქნებოდა. მან შეძლო მისი გადარჩენა ომის დროს, დამალა რა თავისი მშობლების სახლის სარდაფში, სადაც იმხანად ცხოვრობდა. იქ იყო „ყალბი“ კედელი, რომელიც სპეციალურად ამოაშენეს, რათა საიმედოთ შეენახათ ფასეულობანი. დედაჩემის დამსახურებით ეს კოლექცია დღეს ცოცხალია“.

ვერნერ მარქსისათვის კოლექცია მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების სია კი არაა, არამედ მისი ოჯახის ისტორიაცაა: კოლექცია ძველებურად საგვარეულო სახლში იმყოფება, მხოლოდ ხანდახან ტოვებს მის კედლებს, როდესაც ექსპოზიციებში მონაწილეობს.

„მე ძალიან მომწონს ის თუ როგორ აწყობენ კურატორები ამ გამოფენას, აქ სიხალვათეა, ყოველი ექსპონატი შეგიძლია კარგად შეათვალიერო, ბრწყინვალედ ჩანს დეტალები. ამის მიღწევა სახლში ძალინ ძნელია, ვინაიდან იქ სივრცეში შეზღუდული ვართ,მაგრამ მე მაინც სულმოუთქმელად ველოდები იმ დროს როცა კოლექცია სახლში დაბრუნდება“, ასკვნის ვერნერ მარქსი.


Medieval artwork saved from the Nazis on show... by euronews-en